მთავარი გვერდი - ბიბლია

ახალი აღთქმა
ებრაელთა მიმართ
თავი 10

1რამეთუ აჩრდილი აქუნდა შჯულსა მერმეთა მათ კეთილთაჲ, არა თჳთ იგი ხატი საქმეთაჲ მათ წლითი წლად მსხუერპლთა მათ, რომელთა შესწირვედ სამარადისოდ, ვერსადა შემძლებელ იყვნეს იგინი შემწირველთა მათ განსრულებად.

2უკუეთუმცა [არა], არასადა დასცხრეს შეწირვისაგან, ვინაჲთგან არცა ერთიღა-მცა რაჲ იჭჳ აქუნდა ცოდვათაჲ შემწირველთა მათ ერთ-გზის განწმედილთა,

3არამედ მათ შინა კუალად მოჴსენებაჲ ცოდვათაჲ წლითი წლად,

4რამეთუ ვერ შემძლებელ არს სისხლი ვაცთა და კუროთაჲ აჴოცად ცოდვათა.

5ამისთჳს შემო-რაჲ-ვალს სოფლად, იტყჳს: შესაწირავი და მსხუერპლი არა გთნდა, ხოლო ჴორცნი დამამტკიცენ მე.

6საკუერთხი ცოდვათათჳს არა ინებე.

7მაშინ ვთქუ: ესერა მოვალ, თავსა წიგნთასა წერილ არს ჩემთჳს ყოფად, ღმერთო ჩემო, ნებისა შენისა.

8ზემო კერძო იტყჳს, ვითარმედ: მსხუერპლი და შესაწირავი და საკუერთხი, და ცოდვათათჳს არა ინებე, არცა სათნო-იყავ, რომელნი-იგი მსგავსად შჯულისა შეიწირვიან,

9მაშინ თქუა: ესერა მოვალ ყოფად ნებისა შენისა, აიღებს პირველსა მას, რაჲთა მეორე იგი დაამტკიცოს.

10რომლისა ნებითა ჩუენ განწმედილ ვართ შესაწირავითა მით, ჴორცითა იესუ ქრისტესითა ერთ-გზის.

11და ყოველი იგი მღდელი დგან დღითი დღე მსახურებასა მას და მათვე მსხუერპლთა შესწირავნ მრავალ-გზის, რომელნი-იგი არასადა შემძლებელ არიან აჴოცად ცოდვათა.

12ხოლო თავადმან ერთ-გზის შეწირა მსხუერპლი ცოდვათათჳს სამარადისოდ და დაჯდა იგი მარჯუენით ღმრთისა

13და მიერითგან მოელის, ვიდრემდის დაისხნენ მტერნი მისნი ქუეშე ფერჴთა მისთა.

14რამეთუ ერთი მსხუერპლი სრულ იქმნა სამარადისოდ განწმედილთა მათთჳს,

15ხოლო მეწამების ჩუენ სული წმიდაჲცა, რამეთუ შემდგომად სიტყჳსა მის,

16ვითარმედ: ესე არს აღთქუმაჲ ჩემი, რომელი აღვთქუა მათა მიმართ შემდგომად დღეთა მათ, იტყჳს უფალი, მივსცენ შჯულნი ჩემნი გულთა მათთა და გონებათა მათთა ზედა გამოვწერნე იგინი

17და უშჯულოებანი მათნი და ცოდვანი მათნი არღარა მოვიჴსენნე.

18ხოლო სადა ამათი მოტევებაჲ არს, არღარა ჴამს მსხუერპლი ცოდვათათჳს.

19გუაქუს უკუე, ძმანო, კადნიერებაჲ შესლვად სიწმიდეთა მათ სისხლითა იესუჲსითა,

20რომელ-იგი განგჳახლა ჩუენ გზაჲ ახალი და ცხოველი კრეტსაბმელითა მით, ესე იგი არს ჴორცითა მისთაჲთა,

21და მღდელთმოძღუარი დიდი სახლსა შინა ღმრთისასა,

22მოუჴდეთ მას ჭეშმარიტითა გულითა, გულ-სავსებითა სარწმუნოებისაჲთა, სხურებულნი გულითა იჭჳსაგან ბოროტისა

23და განბანილნი გუამითა წყლითა წმიდითა, შევიკრძალოთ აღსარებაჲ იგი სასოებისაჲ მოუდრეკელად, რამეთუ სარწმუნო არს, რომელმან-იგი აღმითქუა.

24და განვიცდიდეთ ურთიერთას აღბაძვებად სიყუარულსა და კეთილთა საქმეთა.

25ნუ დაუტევებთ შესაკრებელსა თჳსსა, ვითარცა-იგი ჩუეულებაჲ არს ვიეთიმე, არამედ ნუგეშინის-სცემდით და ესოდენ უფროჲს, რაოდენ-ესე ხედავთ მოახლებულსა ამას დღესა.

26რამეთუ ნეფსით შეცოდებათა ჩუენთათჳს, შემდგომად მოღებისა მის ცნობისა ჭეშმარიტებისა, არღარა ცოდვათათჳს მოაკლდების მსხუერპლი,

27არამედ საშინელი რაჲმე მოლოდებაჲ საშჯელისაჲ და ცეცხლისა შური შესჭამდეს მტერთა მათ.

28უკუეთუ ვინმე შეურაცხ-ყოს შჯული მოსესი, თჳნიერ წყალობისა, ორითა ანუ სამითა მოწამითა, მოკუდების.

29რაოდენ ჰგონებთ უძჳრესისა ტანჯვისა ღირს-ყოფად, რომელმან ძე ღმრთისაჲ დათრგუნოს და სისხლი იგი აღთქუმისაჲ არა-ღირსად შეჰრაცხოს, რომლითა განწმიდნა, და სული იგი მადლისაჲ აგინა?

30რამეთუ ვიცით, რომელმან-იგი თქუა: ჩემი არს შურის-გებაჲ, და მე მივაგო, იტყჳს უფალი. და კუალად იტყჳს, რამეთუ: განიკითხოს უფალმან ერი თჳსი.

31საშინელ არს შევრდომაჲ ჴელთა ღმრთისა ცხოველისათა.

32მოიჴსენებდით პირველთა მათ დღეთა, რომელთა-იგი შინა ნათელ-იღეთ და მრავალი ღუაწლი დაითმინეთ ვნებათაჲ,

33ესე არს, ყუედრებათა და ჭირთა შინა სოფლის სახილველ იქმნენით და ესე, რამეთუ ეზიარენით მათ, რომელნი-იგი მათ შინა იქცეოდეს;

34და რამეთუ კრულებათა მათ ჩემთათჳს გელმოდა, და იავარის-ყოფაჲ იგი მონაგებთა თქუენთაჲ სიხარულით შეიწყნარეთ; უწყით, რამეთუ გაქუს თავისა თქუენისა საუნჯე უმჯობესი, ცათა შინა დადგრომილი.

35ნუ განიშორებთ განცხადებულებასა მაგას თქუენსა, რომელსა აქუს დიდი სასყიდლის მოგებაჲ.

36რამეთუ მოთმინებაჲ გიჴმს თქუენ, რაჲთა ნებაჲ ღმრთისაჲ ჰყოთ და მოიღოთ აღნათქუემი იგი.

37რამეთუ მცირედ, წუთ ერთღა, მომავალი იგი მოვიდეს და არა ყოვნოს.

38ხოლო მართალი სარწმუნოებით ცხონდეს; და უკუეთუ იჯმნეთ მისგან, არა სთნავს სულსა ჩემსა მას შინა.

39ხოლო ჩუენ არა ვართ ჯმნულებისანი მის წარსაწყმედელად, არამედ სარწმუნოებისანი შესაწევნელად სულისა.


წინა თავი შემდეგი თავი