მთავარი გვერდი - ბიბლია

ახალი აღთქმა
ეფესელთა მიმართ
თავი 2

1და თქუენცა, რომელნი-ეგე მკუდარ იყვენით ბრალითა და ცოდვითა თქუენითა,

2რომელთა შინა ოდესმე ხჳდოდეთ მსგავსად ჟამთა მათ ამის სოფლისათა, მთავრისა მისებრ ჴელმწიფებისა აერისა, სულისა, რომელი-იგი აწ იქმს ნაშობთა მათ შორის ურჩებისათა,

3რომელთა შინა და ჩუენცა ყოველნი ვიქცეოდეთ ოდესმე გულის თქუმათა შინა ჴორცთა ჩუენთასა, ვჰყოფდით ნებასა ჴორცითა და გონებათასა და ვიყვენით ბუნებით შვილნი რისხვისანი, ვითარცა-იგი სხუანი.

4ხოლო ღმერთმან, რამეთუ მდიდარ არს წყალობითა, მრავლითა სიყუარულითა მისითა, რომლითა-იგი შემიყუარნა ჩუენ,

5და რამეთუ ვიყვენით ჩუენ მკუდარ შეცოდებითა, ქრისტეს თანა განგუაცხოველნა, - მადლითა ხართ თქუენ გამოჴსნილ,

6და თანა-აღმადგინნა და თანა-დამსხნა ზეცათა შინა ქრისტე იესუჲს მიერ,

7რაჲთა აჩუენოს ჟამთა მათ მომავალთა გარდამატებული იგი სიმდიდრე მადლისა მისისაჲ სიტკბოებით ჩუენ ზედა ქრისტე იესუჲს მიერ.

8რამეთუ მადლითა ხართ გამოჴსნილ სარწმუნოებისა მიერ, და ესე არა თქუენგან, არამედ ღმრთისა ნიჭი არს:

9არა საქმეთაგან, რაჲთა არავინ იქადოს.

10რამეთუ მისნი შექმნულნი ვართ და დაბადებულნი ქრისტე იესუჲს მიერ საქმეთათჳს კეთილთა, რომელთათჳს წინაწარ განჰმზადა ღმერთმან, რაჲთა მათ შინა ვიდოდით.

11ამისთჳს მოიჴსენეთ, რამეთუ თქუენ, ოდესმე წარმართნი ეგე ჴორცითა, რომელთა გერქუა წინა-დაუცუეთელ მის გამო, რომელსა-იგი ერქუა წინადაცუეთილება ჴორცითა მით ჴელით ქმნულითა,

12რამეთუ იყვენით მას ჟამსა შინა თჳნიერად ქრისტესა, უცხო-ქმნულნი მოქალაქეობისა მისგან ისრაჱლისა და უცხო რჩულთა მათგან აღთქუმათაჲსა, სასოებაჲ არა გაქუნდა, და უღმრთო იყვენით სოფელსა შინა.

13ხოლო აწ ქრისტე იესუჲს მიერ თქუენ, რომელნი-ეგე ოდესმე იყვენით შორს, იქმნენით მახლობელ სისხლითა მით ქრისტესითა.

14რამეთუ იგი თავადი არს მშჳდობაჲ ჩუენი, რომელმან შექმნა ორივე ერთად და შუა-კედელი ზღუდისაჲ მის დაჰჴსნა,

15მტერობაჲ იგი ჴორცითა მისითა, შჯული იგი მცნებათაჲ მათ ბრძანებითა განაქარვა, რაჲთა ორივე იგი დაჰბადოს მას შინა ერთად ახლად კაცად ყოფად მშჳდობისა

16და დააგნეს ორნივე იგი ერთითა მით ჴორცითა ღმერთსა ჯუარისა მიერ, მოკლა მტერობაჲ იგი მას შინა,

17და მოვიდა და გახარა მშჳდობაჲ თქუენ, შორიელთა და მახლობელთა,

18რამეთუ მის მიერ მაქუს ჩუენ მიახლებაჲ იგი ურთიერთას ერთითა სულითა მამისა მიმართ.

19ამიერითგან უკუე არღარა ხართ უცხო და მწირ, არამედ თანა-მოქალაქე წმიდათა და სახლეულ ღმრთისა,

20აღშენებულ საფუძველსა ზედა მოციქულთასა და წინაწარმეტყუელთასა, რომლისა თავ საკიდურთა მისთა არს ქრისტე იესუ,

21რომლითა ყოველი შენებული, შენაწევრებული, ორძის ტაძრად წმიდად უფლისა მიერ,

22რომელსა ზედა თქუენცა თანა-აღშენებულ ხართ სამკჳდრებელად ღმრთისა სულითა.


წინა თავი შემდეგი თავი