მთავარი გვერდი - ბიბლია

ახალი აღთქმა
ფილიპელთა მიმართ
თავი 4

1ვინაჲცა, ძმანო ჩემნო საყუარელნო და სასურველნო, სიხარულნო და გჳრგჳნნო ჩემნო, ესრეთ მტკიცედ დეგით უფლისა მიერ, საყუარელნო.

2ევვოდიას გლოცავ და სჳნტჳქოს გლოცავ, რაჲთა მასვე ჰზრახვიდეთ უფლისა მიერ;

3ჰე, გლოცავ შენცა, ერთგულსა თანა-მეუღლესა, შეიწყნარენ ეგენი, რომელნი-ეგე სახარებასა მას თანა-მოღუაწე მექმნეს მე კლემენტოსითურთ, და სხუათა მათ თანა-შემწეთა ჩემთა, რომელთა სახელები წერილ არს წიგნსა მას ცხორებისასა.

4გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ, კუალად გეტყჳ: გიხაროდენ.

5სიმდაბლე ეგე თქუენი ცხად იყავნ ყოველთა კაცთა. უფალი ახლოს არს.

6ნურარას ჰზრუნავთ, არამედ ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა მადლობით თხოვანი ეგე თქუენნი საცნაურ იყვნედ ღმრთისა მიმართ,

7და მშჳდობამან ღმრთისამან, რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა, შეზღუდენინ გულნი თქუენნი და გონებანი თქუენნი ქრისტე იესუჲს მიერ.

8ამიერითგან, ძმანო, რაოდენი არს ჭეშმარიტ, რაოდენი პატიოსან, რაოდენი მართალ, რაოდენი წმიდა, რაოდენი საყუარელ, რაოდენი საქებელ, რაოდენი სათნო და რაოდენი ქებულ, მას ზრახევდით.

9რომელცა-იგი ისწავეთ და მიიღეთ და გესმა და იხილეთ ჩემ თანა, მას იქმოდეთ; და ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ თანა.

10ხოლო განვიხარე უფლისა მიერ დიდად, რამეთუ აწვე ეგერა აღმოცენებულ ხართ ჩემ კერძო ზრახვად, რომელსაცა-იგი ზრახევდით, ხოლო დაჰყუნდით.

11და თუ ნაკლულევანებისათჳს რაჲსმე გეტყჳ თქუენ, რამეთუ მე მისწავიეს: რომელთა შინა ვარ, რაჲთა კმა-ვიყო.

12ვიცი დამდაბლებაჲცა და ვიცი გარდამატებაჲცა; ყოველთა მიმართ და ყოველსა შინა შეზმნილ ვარ: განძღებად და შიმშიდ, აღმატებად და დაკლებად.

13ყოველივე ძალ-მიც განმაძლიერებელისა ჩემისა ქრისტეს მიერ.

14გარნა კეთილად ჰყავთ, რამეთუ ეზიარენით ჭირთა ამათ ჩემთა.

15ხოლო ესე თქუენცა უწყით, ფილიპელნო, რამეთუ დასაბამსა მას სახარებისასა, რაჟამს გამოვედ მაკედონიაჲთ, არცა ერთი ეკლესიაჲ მეზიარა მე მოცემისათჳს და მოღებისა, გარნა ხოლო თქუენ მარტოდ.

16რამეთუ თესალონიკედცა ერთ-გზის და ორ-გზისცა საჴმრად ჩემდა მომიძღუანეთ.

17არა თუ რამეთუ საცემელსა ვეძიებ, არამედ ვეძიებ ნაყოფსა მას, რომელი აღემატების სახელად თქუენდა.

18მაქუს მე ყოველი და გარდამრევიეს; და აღსავსე ვარ მოღებითა ეპაფროდიტესგან თქუენ მიერ სულითა სურნელებისაჲთა, მსხუერპლითა მით შეწირულითა სათნოთა ღმრთისაჲთა.

19ხოლო ღმერთმან ჩემმან აღავსენ ყოველი საჴმარი თქუენი სიმდიდრისაებრ მისისა დიდებითა ქრისტე იესუჲს მიერ.

20ხოლო ღმერთსა და მამასა ჩუენსა დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

21მოიკითხევდით ყოველთა წმიდათა ქრისტე იესუჲს მიერ. გიკითხვენ თქუენ ჩემთანანი ძმანი.

22გიკითხვენ თქუენ ყოველნი წმიდანი, უფროჲსღა სახლისა მის კეისრისანი.

23მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი სულისა თქუენისა თანა. ამინ.


წინა თავი