მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იობი
თავი 10

1და ვშურები სულითა ჩემითა, იწროებით აღმოუტევნე მის ზედა სიტყუანი ჩემნი, ვიტყოდი სიმწარითა სულისა ჩემისათა ურვით.

2და ვჰრქუა უფალსა: ნუ უღმრთოებასა მასწავებ მე, და რასათჳს ესრეთ დამსაჯე მე?

3ანუ კეთილ არს შენდა, უკუეთუ შეგცოდო, რამეთუ განიშორე ქმნილი ჴელთა შენთა და ზრახვასა უღმრთოთასა მოჰხედე.

4ანუ ვითარცა კაცი ხედავნ, ეგრე ხედავ შენ, ანუ კაცისა ხილვისაებრ იხილო შენ, ანუ ცხოვრებაჲ შენი კაცობრივი არს,

5ანუ წელნი შენნი კაცისანი,

6რამეთუ გამოიძიენ უსჯულოებანი ჩემნი და ცოდვანი ჩემნი გამოიკულიენ.

7ვიცი, რამეთუ არა უღმრთო ვიქმენ, არამედ ვინმე არს, რომელმან ჴელთაგან შენთა განმარინოს მე.

8ჴელთა შენთა შემქმნეს მე და დამბადეს მე და ამისსა შემდგომად მიმაქციე და დამეც მე.

9მოიჴსენე, რამეთუ თიჴაჲ დამბადე მე და მერმე კუალად მიწადვე მიმაქცევ მე.

10ანუ არა ვითარცა სძე, მომწუელე მე? და შემყავ მე, ვითარცა ხაჭუაჲ,

11ტყავი და ჴორცი შემმოსე მე, ძუალითა და ძარღჳთა შემამაგრე მე.

12ცხორებაჲ და წყალობაჲ დასდევ ჩემ ზედა და მოღუაწებაჲ შენი სცვიდა სულსა ჩემსა.

13ესე მაქუს შენ მიერ და ვიცი, რამეთუ ყოველივე, რომელ გიც, და უძლურებაჲ არარაჲ არს შენ თანა.

14დაღათუ ვცოდე, და-ვე-მიცევ მე და უსჯულოებისაგან არა უბრალომყავ მე.

15უკუეთუ უღმრთო ვიქმნე, ვაჲ მე. დაღათუ მართალ ვიყო, ეგრეცა ვერვე ძალ-მიც მე აღხილვად, რამეთუ სავსე ვარ გინებითა.

16და მონადირებულ ვარ, ვითარცა ლომი კლვად, და მიმაქცევ და კუალად ბოროტად მტანჯავ მე.

17და განაახლებ ჩემ ზედა განკითხვათა ჩემთა, და რისხვითა დიდითა მრისხავ მე და მოაწიენ ჩემ ზედა განსაცდელნი.

18ანუ რაჲსათჳს მუცლითვე დედისა ჩემისათ გამომიყვანე მე და მუნვე არა მოვკუედი მე, თუალმანცა არა მიხილა მე?

19და ვითარცა არაყოფილიმცა შევიქმენ, ანუ რაჲსათჳს საშოთვე საფლავად არა მივიქეც?

20ანუ არა მცირედ არს ჟამი ცხორებისა ჩემისა? მაცადე მე და განვისუენო მცირედ,

21ვიდრე მოსლვად ჩემდამდე, ვინაჲ არღა მოქცევად ვარ ქუეყანად ბნელისა,

22ქუეყანასა უკუნსა საუკუნისასა, და არა არს ნათელი, არცა ხილვად ცხორებაჲ კაცთაჲ.


წინა თავი შემდეგი თავი