მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იობი
თავი 18

1მიუგო ბალდად სავქელმან და ჰრქუა:

2ვიდრემდე არა დასცხრები? დადუმენ, რათა ჩუენცა ვიტყოდით:

3რაჲსა ვითარცა პირუტყუნი დადუმებულ ვართ შენ წინაშე?

4და გიჴმევიეს შენ რისხვაჲ! აწ რაჲ? უკუეთუ შენ მოჰკუდე, უშენი დაშთესა ცასა ქუეშე, ანუ დაიქცენ მთანი საფუძვლითურთ?

5და ნათელი უღმრთოთა დაშრტეს, ანუ არა შეემთხჳოს მათ.

6ნათელი მათი ბნელად გარდაიქცეს საყოფელსა მათსა, ხოლო ნათელი იმათი დაშრტეს მათ ზედა.

7წარიღეთ უმწემესთა ნაყოფი მათი; ცთომილ იყუნედ ზრახვანი მათნი.

8შევრდომილ არს ფერჴი მათი საბრჴესა და მახესა წარეგრაგნენ.

9მოვიდენ საბრჴენი მის ზედა, განძლიერდედ მის ზედა წყურილნი; დარწყულ არს ქუეყანასა ზედა საბელი მისი ალაგთა ზედა.

10

11გარემოადგედ მას სალმობანი მრავალნი, საბრჴე მოიწიოს მის ზედა.

12მიეცეს იწროსა სიყმილსა, დაცემაჲ განმზადებულ არს მის ზედა განსაკჳრვებელი, შეიჭამოს ძალი ფერჴთა მისთა.

13შეიჭამნედ წყჳლნი, განლიენ შუენიერებაჲ მისი სიკუდილმან.

14განეშორენ საყოფელთა მისთა განკურნებაჲ, შეემთხჳენ მას ჭირი და ბრალი სამეუფოჲ.

15დაიმკჳდროს საყოფელსა მისსა ღამემან, დაეთესნედ შუენიერნი წუნწუბით.

16და ქუეშე კერძო ძირნი მისნი განჴმელ და ზედა კერძო ნაყოფი მისი დასცჳვეს.

17საჴსენებელი მისი წარწყმდინ ქუეყანით და არა იყოს სახელი მისი პირსა წინაშე სხუათაგან.

18ეჭენენ მას სანთლისაგან ბნელად და არა იყოს საცნაურ ერსა შორის მისსა.

19და არცა განრინებულ ცასა ქუეშე სახლი მისი, არამედ მისთა მათ შინა ცხონდებოდიან უცხონი.

20მის ზედა სულთ-ითქუმიდეს უკანასკნელი, ხოლო პირველთა მათ უკჳრდა.

21ესენი არიან სახლნი ცრუთანი და ესე არს ადგილი მათი, რომელთა არა იციან უფალი.


წინა თავი შემდეგი თავი