მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იობი
თავი 24

1რაჲსათჳსმე უფალი დაავიწყდა ზუავთა.

2და უღმრთონი საზღვართა გარდაჴდეს, სამწყსოჲ [!] მწყემსითურთ წარიტაცეს.

3და კარაული ობლისაჲ წარიბეს და ჴარი ქურივისაჲ დაიჴუთეს.

4გარდაადგინეს უძლურნი გზისაგან სიმართლისა. და ერთბამად დაეფარნეს მშჳდნი ქუეყანისანი.

5და იქმნნეს იგინი, ვითარცა კანჯარნი ველსა. ჩემთჳს გამოვიდეს მათნი იგი საქმენი; დასტკბნა მას პური ჭაბუკთა მიმართ.

6ყანაჲ უწინარეს ჟამისა, რომელ არა მათი იყო, მოიმკეს. უძლურნი იგი უღმრთოთა მათ ვენაჴსა უსასყიდლოდ და უზომობით იქმნევდეს.

7და მრავალნი შიშუელნი დააწვინნეს თჳნიერ სამოსლისა და საფარველი გუამისა მათისაჲ მოუღეს.

8ცუარისაგან მთათასა დაელტნენ და, რამეთუ არა აქუნდა მათ საფარველი, კლდეთა შინა დაეყუდნეს.

9წარიტაცნეს ობოლნი ძუძუთაგან და დავრდომილნი დაამდაბლნეს,

10შიშუელნი დააწვინნეს იგინი სიცრუვით, მშიერთა პური მოუღეს.

11იწროთა შინა სიცრუვით უმზირდეს და გზაჲ სიმართლისაჲ არა იცოდეს.

12რომელნი ქალაქთაგან და სახლთაგან გამოასხნეს, სულთა ყრმათა ჩჩჳლთ სულ-შეითქუნეს დიდად და თავადმან რასათჳს ამათი მოხედვა არა ყო?

13ქუეყანასა ზედა ვიდრე იყვნეს იგინი და არა იცნნეს გზანი სიმართლისანი, არცა ალაგთა მისთა ვიდოდეს.

14იცნოდა საქმენი მათნი და მისცნა იგინი ბნელსა. და ღამე იყოს ვითარცა მპარავი.

15და თუალთა მრუშეთამან იხილოს ბნელი, თქუას: არამე იხილოსმე თუალმან, რამეთუ საფარველი პირისაჲ დადვა?

16დათხარა ღამე გუერდი სახლისა, დღისი დაჰბეჭდნეს თავთა თჳსთა, ვერ გულისჴმა-ყვეს ნათელი,

17რამეთუ ერთბამად განთიად მათ ზედა მოიწია აჩრდილი სიკუდილისაჲ.

18სულმცირე არს იგი წინა პირსა წყლისასა. წარწყმედილ იყავნ ნაწილი მისი ქუეყანასა ზედა გამოჩნდინ ნერგი მათი ქუეყანასა ზედა განჴმელი,

19რამეთუ მჭელეული ობლისაჲ მისტაცეს, ამისთჳს მოიჴსნნეს ცოდვანი მათნი და, ვითარცა არმური ცუარისაჲ უჩინო იქმნა.

20მოეგენ მას, რაჲცა-იგი ქმნა, შეიმუსრენ ყოველნი ცრუჲ, ვითარცა ხე, უკურნებელად,

21რამეთუ ბერწსა მას არა კეთილი უყვეს და უცოლოჲ იგი არა შეიწყალეს.

22გულისწყრომით დაამჴუნა უძლურნი იგი, აღ-ღა-თუ-დგეს, ნუვე ჰრწამნ ცხორებაჲ თჳსი.

23და-რაჲ-სნეულდეს, ნუ ესავნ სიცოცხლესა, არამედ დაეცნეს სენითა, რამეთუ მრავალთა ბოროტი უყო სიმაღლემან მისმან.

24და დაჭნა, ვითარცა მოლოქი სიცხესა და ვითარცა თავი ჴუვილისაჲ წუელისაგან, რომელი თჳთ დავარდეს.

25უკუეთუმცა იყოს, რომელმან ჰრქუას, ვითარმედ: ნაცილად ვიტყოდე მე ამას, და დასხენინ ცუდად სიტყუანი ჩემნი.


წინა თავი შემდეგი თავი