მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იობი
თავი 29

1მერმე კუალად შესძინა იობ და თქუა იგავით:

2ვინმე მყოს მე თუეთა მათებრ პირველთა დღეთა მათ, რომელთა მცვიდა უფალი?

3ოდეს-იგი ბრწყინვიდა ნათელი მისი ზედა თავსა ჩემსა, ოდეს-იგი ნათელითა მისითა ვიდოდე ბნელსა შინა,

4ოდეს-იგი ვიყავ დიდად შუებულ გზათა, ოდეს-იგი უფალი მოღუაწებასა ჰყოფდა სახლისა ჩემისასა,

5ოდეს-იგი ვიყავ სიმართლითა დიდ ფრიად. და გარემოს ჩემსა მონანი ჩემნი,

6ოდეს-იგი გამოდიოდა გზათა ჩემთა ერბოჲ და მთათა ჩემთა გამოეცემოდა სძე.

7რაჟამს-იგი განვიდოდი ქალაქად მსთუად და უბანთა ზედა დაიდგმოდეს სავარძელნი ჩემნი,

8მიხილეს მე ჭაბუკთა და დამემალნეს, მოხუცებულნი ყოველნი ზეაღმიდგიან;

9მთავარნი დადუმნეს სიტყჳსაგან ჩემისა და ჴელი დაიდვეს პირსა მათსა.

10ხოლო რომელთა ესმოდა ჩემი, მნატრიდეს მე და ენაჲ მათი სასასა მათსა აექუა,

11რამეთუ ყურსა რომელსა ესმა, მნატრა, თუალმან, რომელმან მიხილა, მიმრიდა,

12რამეთუ განეარინე გლახაკი ჴელთაგან ძლიერისათა, და ობოლსა, რომელსა არა აქუნდა მწე, შევეწიე.

13კურთხევაჲ წარწყმედულისაჲ ჩემ ზედა მოვიდოდა და პირი ქურივისა მაკურთხევდა მე.

14სიმართლე შემემოსა და შევიმკუე სამართალი, ვითარცა სამოსელი.

15თუალი ვიყავ ბრმათაჲ და ფერჴი მკელობელთაჲ,

16რამეთუ ვიყავ მამაჲ ობოლთა, უძლურთაჲ; სასჯელი, რომელი არა ვიცოდე, გამოვიძიე.

17შევმუსრენ შუანი ცრუთანი და შორის კბილთა მათთა ნატაცები გამოუღე.

18ვთქუ: ვითარმედ ჰასაკი ჩემი დაბერდეს, ვითარცა ხე დანაკისკუდისაჲ მრავალ ჟამ ვცხონდე.

19ძირნი განვირთხნე წყალთა ზედა და ცუარი იქცეოდის სამკალსა ჩემსა ზედა.

20დიდებაჲ ჩემი ცუდად იქმნა ჩემ თანა და მშჳლდი ჩემი ჴელთა შინა ჩემთა არს.

21ჩემი ესმოდა და მერჩდეს, დადუმნეს ზრახვასა ჩემსა

22და სიტყუათა ჩემთა ზედა არღარა შესძინეს. და მხიარულ იქმნიან, უკუე სადა ვეტყოდი მათ,

23ვითარცა ქუეყანაჲ წყურიელი, რომელი მოელინ წჳმასა, ეგრეცა ესენი სიტყუათა ჩემთა.

24უკუეთუ განვიცინნი მათდა მიმართ, არა ჰრწამნ და ნათელი პირისა ჩემისაჲ არა დავარდებოდა.

25გამოვიძიენ გზანი მათნი და დავჯედ მთავრად და დამკჳდრებულ ვიყავ, ვითარცა მეფე შორის ახოვანთა, ვითარცა ვნებულთა ნუგეშინის-ვსცემდ.


წინა თავი შემდეგი თავი