მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იობი
თავი 33

1არა ხოლო ეგრე, არამედ ისმინენ, იობ, სიტყუანი ჩემნი. ყურად-იხუენ თქმულნი ჩემნი.

2აჰა, ესერა, აღვაღე პირი ჩემი და იტყოდეს ენაჲ ჩემი, წმიდა არს გული ჩემი სიტყუათაგან, და გულისჴმის-ყოფამან ბაგეთა ჩემთამან წმიდად ცნას.

3

4სული საღმრთოჲ არს, რომელმან შემქმნა მე და სული ყოვლისა მპყრობელისაჲ, რომელი მასწავებს მე.

5უკუეთუ ძალ-გიც, მომიგეთ მე სიტყუაჲ ამას ზედა, უკუეთუ არა, დამითმეთ მე.

6დადეგ შენ ჩემდამო და მე შენდამი. თიჴისაგან შექმნილ ვართ მეცა და შენცა, მისვე თიჴისაგან დაბადებულ ვართ.

7არა შიშმან ჩემმან შეგაძრწუნოს შენ, არცა ჴელმან ჩემმან დაგამძიმოს შენ.

8ვითარმედ სთქუ ყურთა ჩემთა, ჴმაჲ სიტყუათა შენთაჲ მესმა.

9რამეთუ იტყჳ: წმიდაჲ ვარი მე, და არა რაჲ მიცოდავს მე, უბრალო ვარ მე საქმითა, არა რაჲ უსჯულოჲ მიქმნიეს.

10ბრალი ჩემ ზედა პოვა და შემრაცხა მე, ვითარცა მტუერი.

11დაასხნა ჴუნდსა შინა ფერჴნი ჩემნი. დამიმარხნა ყოველნი გზანი ჩემნი.

12რამეთუ აწ სთქუა: უკუეთუ მართალ ვარი მე და არა ისმინა? რამეთუ საუკუნე არს, რომელ-იგი კაცთა ზედა არს.

13და იტყჳ: რასათჳს სასჯელისა ჩემისა სიტყუანი არა ისმინნა?

14ერთჯერღა თქუა უფალმან, ხოლო მეორედ ჩუენებით,

15ანუ სწავლასა ღამისასა, ვითარ-იგი მას ჟამსა დაეცის კაცთა ზედა ბოროტი შიში ძილსა შინა, საწოლსა ზედა.

16მაშინ გამოაცხადნეს გონებანი კაცთანი, სახითა შიშისაჲთა ესევითარითა შეაშინა იგინი,

17რათა მოაქციოს კაცი სიცრუვისაგან, და ჴორცნი მისნი დაცემისაგან იჴსნნა

18და ჰრიდა სულსა მისსა სიკუდილისაგან, რათა არა დაეცეს იგი ბრძოლასა შინა.

19მერმე კუალად ამხილა მას სნეულებითა სარეცელთა ზედა. და სიმრავლე ძუალთა მისთა დააბუშვა,

20უკუეთუ საჭმელი საზრდელისა ვერ ჴელ-ეწიფების მიღებად და სულსა მისსა საზრდელისა გული უთქმიდეს,

21ვიდრემდე დალპენ ჴორცნი მისნი და გამოაჩინნეს ძუალნი მისნი ცუდნი.

22მიეახლა სული მისი სიკუდილსა და ცხორებაჲ მისი ჯოჯოხეთსა.

23იყვნენღა თუ ათასნი ანგელოზნი მაკუდინებელნი, ერთმანცა მათგანმან ვერ წყლას იგი.

24უკუეთუ ცნას გულითა თჳსითა მოქცევად უფლისა, და უთხრას კაცსა ბრალი თჳსი, და გონებაჲ თჳსი აჩუენოს და თავს-იდვას, რათა არა შევარდეს იგი სიკუდილსა.

25და განაახლნეს ჴორცნი მისნი, ვითარცა საგოზლითა კედელი, და ძუალნი მისნი აღავსნეს ტჳნითა. და მოაჩჩუნეს სხეულნი მისნი, ვითარცა ყრმისა ჩჩჳლისანი, და კუალად მოაგოს იგი განმამაკაცებული კაცთა შორის.

26ილოცოს უფლისა მიმართ, და შეისმინოს მისი, და შევიდეს იგი მხიარულითა პირითა აღსაარებით, და მიაგოს კაცთა სიმართლე.

27მაშინ აბრალებდეს კაცი თჳთ თავსა თჳსსა და იტყოდის: რასა-ესე ვიქმოდე, და არა, ვითარ-იგი ვღირდი, მტანჯა მე, რავდენ-იგი შევსცოდე.

28იჴსენ სული ჩემი, რათა არა შევიდეს განსარყუნელად, და ცხორებამან ჩემმან ნათელი იხილოს,

29აჰა, ესერა, ყოველი ესე უქმნიეს ძლიერსა მას, სამი გზაჲ არს კაცისა თანა,

30არამედ იჴსნა სული ჩემი სიკუდილისაგან, რათა ცხორებაჲ ჩემი ნათელსა შინა აქებდეს მას.

31ყურად-იღე, იობ, და ისმინე ჩემი. დადუმენ და მე ვიტყოდე:

32უკუეთუ არიან სიტყუანი, მომიგე მე, იტყოდე, მნებავს განმართლებაჲ შენი!

33უკუეთუ არა, შენ ისმინე ჩემი, დადუმენ და მე გასწაო შენ სიბრძნე.


წინა თავი შემდეგი თავი