მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იობი
თავი 36

1მიუგო ელიუს და ჰრქუა:

2მგებდ მცირედღა, და გასწაო შენ, რამეთუ არიანღა მერმეცა ჩემ თანა სიტყუანი.

3და აღვიღო მეცნიერებაჲ ჩემი შოვრად საქმითა ჩემითა, სამართალი ვთქუა.

4ჭეშმარიტებით, არა სიცრუვისა სიტყჳთა, ხოლო შენ ნაცილად გულისჴმა-ჰყოფ.

5ესე უწყოდე, რამეთუ უფალმან არა განიშოროს უბიწოჲ იგი, ძლიერმან მან ძალითა.

6გულითა უღმრთოჲ იგი არა აცხოვნოს და სასჯელი გლახაკსა გამოსცეს.

7არა გამოაშორნეს მართალსა თუალნი მისნი და მეფეთა თანამოსაყდრედ დასცნეს იგინი მძლედ, და აღმაღლდენ.

8და კრულნი იგი ჴელბორკილითა შეიკრნეს საბლითა სიგლახაკისათა.

9და უთხრნეს მათ საქმენი მათნი და შეცოდებანი მათნი, რამეთუ განძლიერდენ.

10და მართლისა მის ისმინოს და თქუას, ვითარმედ: მოიქცენ სიცრუვისაგან.

11უკუეთუ ისმინონ, ჰმონებდენ. აღასრულნენ დღენი მათნი კეთილსა შინა და წელნი მათნი შეუნიერებით.

12ხოლო უღმრთონი ვერ განერნენ, რამეთუ არა ჰნებავს მათ ცნობად ღმერთი და რამეთუ სწავლასა შინა ურჩ იყვნეს.

13და ორგულთა გულითა დაამტკიცონ გულისწყრომაჲ. ვერცა დაღადყონ, რამეთუ შეკრნა იგინი.

14მოკუედინ სიჭაბუკესა სული მათი და ცხორებაჲ მათი იწყალნ ანგელოზთაგან.

15ამისთჳს, რამეთუ აჭირებდეს ჭირვეულთა და უძლურთა. და სამართალი მშჳდთა გამოსცეს.

16და ამას თანა შეგაცთუნა შენ პირისაგან მტერისა უფსკრულისა მოფენაჲ ქუეშე მისსა. და დაემჴუა ტაბლაჲ შენი სავსე სიპოხითა.

17ხოლო არა მოაკლდეს მართალთაგან სამართალი, ხოლო გულისწყრომაჲ იყოს უღმრთოთა ზედა.

18უღმრთოებით, რომელ ქრთამსა მიიღებდეს ნაწილად.

19ნუ სადა გარდაგაქცევნ ნებსით გონებაჲ შენი ვედრებასა ჭირსა შინა მყოფთა უძლურთასა, და ყოველთაგან, რომელნი მტკიცე იყუნენ ძალითა.

20ნუ გამოიყვანებ ღამე ერსა აღსლვად მათ წილ.

21ეკრძალე, ნუ იქმ უჯეროსა, რამეთუ ამათგან განერე გლახაკებასა,

22აჰა, ესერა, ძლიერმან განამტკიცოს იგი ძალითა თჳსითა. ვინმე უკუე არს ძლიერ მისებრ?

23ანუ ვინმე არს განმკითხველ საქმეთა მისთა? ანუ ვინ არს მეტყუელ მისა, ვითარმედ: ქმნა რაჲმე სიცრუით?

24მოიჴსენე, რამეთუ დიდ არიან საქმენი მისნი, რომელთა ზედა მთავრობდეს კაცნი მართალნი.

25ყოველმან კაცმან იხილა მას შინა, ვითარცა წყლულნი არიან ყოველნი კაცნი,

26აჰა, ესერა, ძლიერი იგი დიდ არს და ვერ გჳცნობიეს რიცხჳ წელთა დაუსრულებელ.

27აღრაცხილ არიან მისა ნაწუეთნი წჳმისანი და მოჰფინედ წჳმად ღრუბელთა.

28და დიოდიან დაძუელებად, დაწყჳდიან, ექმნენ მრავალთა ზედა კაცთა, და აჩრდილობდეს ღრუბელი ურიცხუთა ზედა კაცთა. ჟამი განუწესა პირუტყუთა და იციან საწოლისა წესი. ამას ყოველსა ზედა არა განუკჳრდებისა გონებასა შენსა, არცა დაგეგების გული შენი ჴორცთაგან შენთა?

29და უკუეთუ გულისჴმა-ჰყო განწესებაჲ ღრუბელთაჲ და სწორებაჲ საყოფელისა მისისაჲ,

30აჰა, ესერა, განმარტის მას ზედა გზაჲ და ძირნი ზღჳსანი დაჰფარნა,

31რამეთუ მათ შინა განსაჯნეს ერნი, და მოსცეს საზრდელი ძლიერსა.

32ჴელითა დაფარა ნათელი და ამცნო მისთჳს, რომელი მოეგებვოდის მას,

33უთხრას მისთჳს მეგობართა თჳსთა და მონაგებთა სიცრუვისათჳს.


წინა თავი შემდეგი თავი