მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იობი
თავი 37

1და ამას ზედა შემიძრწუნდა გული ჩემი და განვარდა ადგილით თჳსით.

2ისმინე სმენაჲ რისხვისა გულისწყრომისა უფლისაჲ და სიტყუაჲ პირისა მისისაგან გამოვიდეს.

3ქუეშე ყოველსა ცასა დასაბამი მისი და ნათელი მისი ფრთეთა ზედა ქუეყანისათა.

4კუალსა მისსა შემდგომად დაღადებდეს ჴმითა და იქუხოს ჴმითა რისხვისა მისისაჲთა. და არა ცვალნეს იგინი, რამეთუ გესმეს ჴმაჲ მისი.

5იქუხოს ძლიერმან მან ჴმითა თჳსითა საკჳრველად, რომელნი ქმნნა საქმენი დიდ-დიდნი, რამეთუ არა ვიცოდეთ.

6უბრძანოს თოვლსა ყოფად ქუეყანასა ზედა და ზამთარი წჳმათა ძლიერებისა მისისათაჲ.

7ჴელთა ყოვლისა კაცისათა დაჰბეჭდოს, რათა ცნას ყოველმან კაცმან თჳსი იგი უძლურებაჲ.

8შევიდენ მჴეცნი ქუეშე საფარველსა, და იყოფოდეს საწოლსა მათსა ზედა.

9საუნჯეთაგან მოუჴდენ სალმობანი, მთათა მწუერვალთაბან ყინელი,

10და ქარისაგან ძლიერისა მოსცეს ნეფხუაჲ, შეკრიბნეს წყალნი, ვითარცა ჰნებავნ.

11და რჩეულთა მისთა მოჰფინის ღრუბელი, განაბნიის ღრუბელი ნათლითა მისითა.

12და თავადმან სიმრგულე მისი გარემოაქციის ენთიებულათოთ საქმედ მათა ყოველივე, რავდენი ამცნო მათ, ესენი ბრძანებულ არიან მის მიერ ქუეყანასა ზედა,

13გინათუ ველსა, გინათუ ქუეყანასა მისსა, გინათუ წყალობად პოოს იგი.

14ყურად-იღე ესე, იობ, დადეგ და ისწავე ძალი უფლისაჲ,

15ხოლო ესე უწყი, რამეთუ ღმერთმან დაამტკიცნა საქმენი თჳსნი: ნათელი შექმნა ბნელისაგან.

16და იცის განკითხვაჲ ღრუბელთაჲ, განსაკჳრვებელი დაცემაჲ მრავალთაჲ.

17ხოლო სამოსელი შენი ტფილ, და დაყუდნეს ქუეყანასა ზედა.

18სიმტკიცე მის თანა სიძუელედ, ძლიერ არიან, ვითარცა ხილვაჲ მოფენისა წყალთაჲ.

19აწ რაჲსათჳს არს ესე? მასწავე მე, რა ვჰრქუათ მას, და დავდუმნეთ მრავალისაგან სიტყჳსა.

20ანუ წიგნი, ნუ და მიწგნობარი წინამიდგს მე, რათა კაცისათჳს წინამდგომელისა დავდუმნე?

21ხოლო ყოველთა ვერსახილველ არს ნათელი, ბრწყინვალე არს დაძუელებადთა შორის, ვითარცა-იგი მის წინაშე ღრუბელთა ზედა.

22ჩრდილოთ ღრუბელნი ოქროფერნი, ამათ ყოველთა ზედა დიდ არს დიდებაჲ და პატივი ყოვლისა მპყრობელისაჲ.

23და არა ვის ვპოებთ სხუასა მსგავსსა მისსა ძლიერებითა, რომელი-იგი სიმართლისა მსაჯული არს. არა ჰგონება, ვითარმცა ისმინა მისი?

24ამისთჳს ეშინოდის მისა კაცთა და ეშინოდის მისა ბრძენთა გულითა. შემდგომად დადუმებისა მის ელიუსისა სიტყუათა ამათ.


წინა თავი შემდეგი თავი