მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იობი
თავი 40

1მერმე მიუგო უფალმან იობს და ჰრქუა ღრუბლით გამო:

2ნუ ეგრე, არამედ შეირტყენ, ვითარცა მამაკაცმან წელნი შენი. მე გკითხვიდე და შენ მომიგებდე მე.

3ნუ განაგდებ სასჯელსა ჩემსა, ანუ ჰგონებ, ვითარმცა სხუად რადმე გამოგეცხადე შენ? არამედ, რათა გამოსჩნდე მართლად.

4აწ მკლავი შენი ნუ არსა უფლისა მიერ, ანუ ჴმისა მისებრ ჰქუხდე?

5აღიღე სიმაღლე და ძალი, დიდებაჲ და პატივი შეიმოსე.

6და წარავლინენ ანგელოზნი რისხვისანი, დაშრიტე, მაგინებელნი დაამდაბლენ და ამპარტავანი დაშრიტე.

7დაალპენ უღმრთონი მეყსეულად,

8დაჰფარენ ქუეყანასა მას გარესკნელსა ერთბამად, და პირნი მათნი გინებითა აღავსენ.

9აღმიაროსა, ვითარმედ ძალ-უც მარჯუენესა შენსა?

10არამედ, აჰა, ეგერა, მჴეცნიცა შენ წინაშე თივასა, ვითარცა ზროხანი, ჭამენ.

11აჰა, ეგერა, ძალი მისი წელთა მისთა და ძლიერებაჲ მისი უპესა მუცლისასა

12აღჰმართა ბოლოჲ მისი, ვითარცა საროჲ. ხოლო ძარღუნი მისნი შეთხზულ არიან.

13გუერდნი მისნი გუერდნი რვალისანი და ზურგისძუალი მისი რკინაჲ დასხივებული,

14ესე იგი არს დასაბამად დაბადებისა უფლისა, და შექმნული სამღერელად ანგელოზთა მისთა.

15მოვიდეს მთასა მყარსა მწუერვალსა, ყვის მხიარულებაჲ ოთხფერჴთაჲ. ტარტაროსსა შიდა.

16ქუეშე თითოფერთა ხეთა დაწჳს ჭილსა თანა ლერწამსა და ლელსა.

17აგრილობედ მას ხენი დიდ-დიდნი მორჩითურთ და რტონი აგნისანი ნუ იყოს ღათუ.

18წყლით-რღუნაჲ ვერ აგრძნეს, ესავნ თავსა თჳსსა მი-ღა-თუ-ჰმართის იორდანემან პირსა მისსა.

19თუალსა მისსა შთაიწრიდოს იგი, განდრეკასა მას მისსა განუჴურიტოს ცხჳრი მისი.

20მო-მე-ითრიოა ვეშაპი სამჭედურითა და განიღო ხრატუკი ნიღრსა მისსა?

21ანუ ამოაცუა გრკალი ნიჩურსა მისსა და გრგოლითა განუჴურიტო ბაგე მისი?

22და გეტყოდის შენ ვედრებით, მოქენებით ქუემო? ანუ დადვას აღთქმაჲ შენ თანა.

23და მოიყვანთ იგი მონად საუკუნოდ?

24და ემღერდე მას, ვითარცა მფრინველსა, ანუ შეუკრა იგი ვითარცა სირი ყრმასა?

25განძღენ მით წარმართნი და განიყონ იგი ზღჳსკიდისა ნათესავთა?

26ყოველნი ღათუ მენავენი შეკრბენ, ვერ მოიღონ ერთი ქეცი ბოლოჲსა მისისაჲ და ნავებითა მესათხევლეთათა თავი მისი.

27ანუ დასდვა ჴელი შენი მას ზედა და მოიჴსენო ბრძოლაჲ იგი, რომელი იყო ჴორცთა მისთა ზედა. და ნუღარა იყოფინ.

28არა გიხილავსა იგი და არცა სიტყუათა ამათ ზედა დაგიკჳრდების?


წინა თავი შემდეგი თავი