მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იობი
თავი 8

1მიუგო ბალდად სავქელმან და ჰრქუა:

2ვიდრემე იტყოდი მაგას სულითა მრავლისმეტყუელითა პირითა შენითა?

3ნუუკუე უფალმან ნაწილი საჯოს. ანუ, რომელმან ყოველივე შექმნა, ცვალოს სამართალი?

4უკუეთუ ძეთა შენთა ცოდეს წინაშე მისსა, მოუვლინა ჴელითა უსჯულოებისა მათისათჳს.

5ხოლო შენ აღიმსთუე უფლისა მიმართ, ყოვლისა მპყრობელისა, ვედრებით.

6უკუეთუ წმიდა იყო და ჭეშმარიტ, ვედრებისა შენისა ისმინოს და მოგაგოს ნაყოფი სიმართლისა.

7და იყოს პირველი იგი შენი მცირედ, ხოლო უკუნასკნელი შენი ურიცხჳ.

8ჰკითხეღა ნათესავსა მას პირველსა და გამოიძიე ნათესავითა ნათესავად მამათა,

9რამეთუ საწუთონი ვართ და არა ვიცით, რამეთუ აჩრდილ არს ცხორებაჲ ჩუენი ქუეყანასა ზედა.

10ანუ არა ამათ გასწაონ და გითხრან შენ და გულისაგან გამოიხუნენ სიტყუანი?

11ნუუკუე აღმოსცენდის ჭილი თჳნიერად წყლისა, ანუ აღმაღლდის ბანჯარი ურწყუელად? ძირთა ზედაღა იყოს

12და ვერ მოითიბოს პირველ, ვიდრე არა მოირწყოს ყოველივე მწუანვილი, გაჴმეს იგი.

13ესრე იყოს აწ აღსასრული ჟამთაჲ, რომელთა დაჰვიწყებიეს უფალი, რამეთუ სასოებაჲ უღმრთოთა წარწყმდეს.

14და უმკჳდრო იყვნენ სახლნი მათნი, დედაზარდლის ქსელ იყვნენ სახლნი მათნი.

15და-ღათუ-მტკიცნენ სახლნი მათნი. ვერვე დგენ, შე-ღათუ-იკრძალონ იგი, ვერვე დაუთმოს,

16რამეთუ ნედლ არს იგი მზისაგან და სიხენეშისაგან მისისა მორჩი მისი გამოჴდეს.

17შესაკრებელსა ქვათასა დაწვეს და შორის ღჳნჭათა ცხონდეს.

18უკუეთუ შთანთქას, ადგილი იგი უარის-ყოფად დგეს მისა, არა გიხილავსა ესევითარი?

19რამეთუ დაქცევაჲ უღმრთოთა ესე არს, ხოლო ქუეყანით სხუაჲ აღმოაცენის,

20რამეთუ უფალმან არა განიშოროს უბიწოჲ იგი, ხოლო ყოველი ძღუენი უღმრთოთაჲ არა შეიწიროს.

21და პირნი ჭეშმარიტთანი აღავსნეს სიცილითა და ბაგენი მათნი აღსარებითა.

22ხოლო მტერთა მათთა შეიმოსონ სირცხვილი და ნაწილი უღმრთოთა არა იყოს.


წინა თავი შემდეგი თავი