მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იობი
თავი 9

1მიუგო იობ და ჰრქუა:

2ჭეშმარიტად უწყი, რამეთუ ეგე ეგრე არს. ვითარმე უკუე იყოს კაცი მართალი წინაშე უფლისა?

3დაღათუ უნდეს სასჯელად მისა, არავე ისმინოს მისი, რათა არა სიტყუაუგოს მას ერთისა წილ სიტყჳსა მისისა ათასისაგან,

4რამეთუ ბრძენ არს გონებითა, ძლიერ არს და დიდ. ვინმე უკუე ფიცხელ იქმნა მის წინაშე და დაუთმო?

5რომელი დააძუელებს მთათა და არა იციან, რომელმან დააქცინის იგინი რისხვითა.

6რომელმან შეძრის ცაჲ ქუეშე საფარველითურთ და სუეტნი მისნი იძრვიედ.

7რომელმან უბრძანოს მზესა და არა აღმოჰჴდეს და ვარსკულავთა ზედა დაჰბეჭდოს.

8რომელმან გარდაართხნა ცანი მხოლომან და ვალს იგი ზღუასა ზედა, ვითარცა ჴმელსა.

9რომელმან შექმნა ჴომნი და მწუხრისა ვარსკვლავი და ურემ-ჴარნი და საუნჯე სამხრისაჲ.

10რომელმან ქმნნა დიდ-დიდნი და გამოუკულეველნი დიდებულნი და საკჳრველნი, რომელთა არა არს რიცხჳ.

11უკუეთუ ზედაგარდამჴდეს, მე ვერ ვიხილო, ანუ თუ თანაწარმჴდეს მე, ვერცა ეგრეთ ვცნა.

12უკუეთუ გარემიიქცეს, ვინ მოაქციოს? ანუ ვინ ჰრქუას მას ვითარმედ: რაჲ ეგე ჰყავ?

13რამეთუ მან თავადმან გარემიიქციოს რისხვაჲ და მის მიერ დამდაბლდეს ვეშაპნი იგი ცასა ქუეშე.

14უკუეთუ ისმინოს ჩემი უფალმან. ანუ თუ განსაჯნეს სიტყუანი ჩემნი?

15ვიყოღა თუ მართალ, არავე ისმინოს ჩემი, სამართალთა მისთა ვევედრებოდი.

16უკუეთუ ვხადოდი და ისმინოს, არავე მრწმენეს, ვითარმედ ისმინა ჩემი.

17ნუ წყუდიადითა შემმუსროს მე? რამეთუ მრავალი შემუსრვაჲ ყო ჩემ ზედა ცუდად.

18არა მიტევებს მე სულისა აღმოტევებად, რამეთუ აღმავსო მე სიმწარითა,

19და რამეთუ ძალითა ძლიერ არს, ვინმე უკუე განკითხვათა მისთა წინააღუდგეს?

20დაღათუ ვარ მართალ, პირი ჩემი უსჯულოვე არს, დაღათუ უბიწო ვარ, ეგრეთცა დრკუდვე გამოვჩნდე?

21უღმრთო თუ რაჲ ვქმენ, არა ვიცი სულითა ჩემითა, გარნა რამეთუ მიღებულ არს ცხორებაჲ ჩემი.

22ამისთჳს ვთქუ: დიდი და ძლიერი წარწყმიდის რისხვამან.

23რამეთუ უკეთურნი იგი სიკუდილითა განსაკჳრვებელითა მოისრნენ, რამეთუ მართალნი საცინელ იქმნეს.

24მიცემულ არიან იგინი ჴელთა უღმრთოთასა, პირი მსაჯულთა მისთაჲ დაფაროს, უკუეთუ არა, იგივე თავადი არს?

25ხოლო ცხორებაჲ ჩემი უმალეს არს მსრბოლისა, წარივლტოდეს და არა იხილეს.

26ანუ არს ნავისა კუალი გზისაჲ, ანუ თუ ორბისა მფრინვალისაჲ, რომელი ეძიებნ საჭმელსა?

27დაღათუ ვიტყოდე, და-ვე-მავიწყდის სიტყუად, დავიკიდო პირი ჩემი და სულთვითქუნე.

28და ვძრვიდე ყოველთა ასოთა ჩემთა. ვიცი, რამეთუ არა უბრალოდ განმიტეო მე.

29და რამეთუ ვარ მე უღმრთოჲ, რაჲსა არა მოვკუედი?

30გინა ღათუ ვიბანო თოვლითა და განვწმიდნე ჴელითა წმიდითა, ეგრეცა

31დიდად მწინკულითა შემღებე მე, მომიძაგა მე სამოსელმან ჩემმან,

32რამეთუ არა ხარ კაცი ჩემებრი, რომელსამცა სიტყუა-უგე, რათა მოვიდეთ ერთბამად სასჯელად.

33იყო ხოლო თუმცა ვინ შუამდგომელ და მამხილებელ და რომელმანცა ისმინა შორის ჩუენსა,

34განმაშორენ ჩემგან კუერთხი მისი და შიში მისი ნუ შემაძრწუნებნ მე.

35და არა მეშინოდის, არამედ ვიტყოდი, არა ეგრე შემიცნობიეს თავსა ჩემსა, რავდენ ესე.


წინა თავი შემდეგი თავი