მთავარი გვერდი - ბიბლია

ახალი აღთქმა
მარკოზის სახარება
თავი 5

1და მოვიდეს წიაღ ზღუასა მას, სოფელსა მას ღადარინელთასა.

2და ვითარცა გამოვიდა იგი ნავით, მეყსეულად მოეგებვოდა მას საფლავებისაგან კაცი, რომლისა თანა იყო არაწმიდაჲ სული,

3რომელსა საყოფლადვე აქუნდა საფლავები და არცაღა ჯაჭუებითა ვის ჴელ-ეწიფა შეკრვად იგი.

4რამეთუ მრავალ გზის ჯაჭჳთა და ბორკილითა შეკრულ იყო იგი და განხეთქის და შემუსრის, და არავის ეძლო დაყენებად მისა.

5და მარადის ღამე და დღე საფლავებსა და მთათა გარე იქცევინ, ღაღადებნ და დაიკოდნ თავსა თჳსსა ლოდითა.

6და ვითარცა იხილა მან იესუ შორით, მორბიოდა და თაყუანის-სცა,

7ღაღადებდა ჴმითა დიდითა და იტყოდა: რაჲ ძეს ჩემი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისა მაღლისაო? გაფუცებ შენ ღმერთსა, ნუ მტანჯავ მე.

8რამეთუ ეტყოდა მას იესუ: სული ეგე არაწმიდაჲ, განვედ კაცისა მაგისგან!

9და ჰკითხა მას: რაჲ არს სახელი შენი? და ჰრქუა მას: ლეგეონ არს სახელი ჩემი, რამეთუ მრავალ ვართ.

10და ევედრებოდა მას ფრიად, რაჲთა არა განასხნეს იგინი გარეშე სოფელსა.

11და იყო მუნ კოლტი ღორთაჲ დიდძალი, მთასა გარე მძოვარი.

12და ევედრებოდეს მას ყოველნი იგი ეშმაკნი და ეტყოდეს: მიმავლინენ ჩუენ ღორებსა იმას, რაჲთა მათა შევიდეთ.

13და უბრძანა მათ. და განვიდა სულები იგი არაწმიდაჲ კაცისა მისგან და შევიდა ღორებსა მას. და მიიმართა კოლტმან მან ღორებისამან კბოდესა მას ზღუად, რამეთუ იყვნეს ვითარ ორ ათას და დაიშთვნეს ზღუასა მას შინა.

14ხოლო მწყემსნი იგი მათნი ივლტოდეს და უთხრეს ქალაქსა და დაბნებსა. და გამოვიდეს ხილვად, რაჲ-ძი არს, რომელი-იგი იქმნა.

15და მოვიდეს იესუჲსა და იხილეს ეშმაკეული იგი მჯდომარე, შემოსილი და გონიერი, რომლისა თანა-იგი ყოფილ იყო ლეგეონი. და შეეშინა.

16და უთხრობდეს მათ, რომელთა-იგი ეხილვა, ვითარ-იგი იქმნა ეშმაკეულისა მისთჳს და ღორებისა მისთჳს.

17და ევედრებოდეს მას, რაჲთა წარვიდეს საზღვართა მათთაგან.

18და აღ-რაჲ-ვიდა იესუ ნავსა, ევედრებოდა მას, რომელი-იგი იყო პირველ ეშმაკეული, რაჲთა მის თანა იყოს.

19და არა უტევა იგი, არამედ ჰრქუა მას: წარვედ სახიდ შენდა თჳსთა შენთა თანა და უთხარ მათ, რაოდენი გიყო შენ უფალმან და შეგიწყალა.

20და წარვიდა იგი და იწყო ქადაგებად ათქალაქსა მას, რაოდენი უყო მას იესუ; და ყოველთა უკჳრდა.

21და წაიღჴდა რაჲ კუალად იესუ მიერ კერძო, შეკრბა მისა ერი დიდძალი. და იყო ზღჳს კიდესა.

22და აჰა მო-ვინმე-ვიდა მისა ერთი შესაკრებელის-მთავარი, სახელი მისი იაიროს; იხილა იგი და შეუვრდა ფერჴთა მისთა.

23და ევედრებო მას ფრიად და ეტყოდა, ვითარმედ: ასული ჩემი აღესრულების, რაჲთა მოხჳდე და დაასხნე ჴელნი მას ზედა, და განერეს და ცხოვნდეს.

24და წარვიდა იესუ მის თანა. და მისდევდა მას ერი მრავალი და შეაურვებდეს მას.

25და დედაკაცი ვინმე იყო მუნ, რომელი იყო წყაროჲთა სისხლისაჲთა გუემულ ათორმეტ წელ.

26და ფრიად ვნებულ იყო იგი მრავალთაგან მკურნალთა და წარეგო ყოველივე მისი და არარაჲ სარგებელ ეყო, არამედ უფროჲსად უძჳრესად მოვიდა.

27და ვითარცა ესმა იესუჲსთჳს, მოუჴდა მას ერსა მას შორის ზურგით კერძო და შეახო სამოსელსა მისსა,

28რამეთუ იტყოდა გულსა შინა თჳსსა: დაღათუ სამოსელსა ოდენ მისსა შევეხო, ვცხონდე.

29და ვითარცა შეეხო, მეყსეულად განჴმა წყაროჲ იგი სისხლისაჲ მის, და ცნა ჴორცთაგან, რამეთუ განიკურნა გუემულებისაგან.

30ხოლო იესუ გულისჴმა-ყო მეყსეულად თავით თჳსით განსრული იგი ძალი მისგან, მოიქცა ერისა მის და თქუა: ვინ შემახო სამოსელსა ჩემსა?

31ხოლო მოწაფენი მისნი ეტყოდეს მას: ხედავ ერსა ამას, რამეთუ შეგაჭირვებენ შენ, და შენ იტყჳ: ვინ შემახო მე?

32და მიმოხედვიდა, რაჲთა იხილოს, რომელმან ესე ყო.

33ხოლო დედაკაცსა მას შეეშინა და ძრწოდა, უწყოდა, რაჲ-იგი იქმნა მის ზედა, მოვიდა და შეუვრდა მას და უთხრა მას ყოველივე ჭეშმარიტი.

34ხოლო თავადმან ჰრქუა მას: ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, წარვედ მშჳდობით და იყავ შენ ცოცხალ გუემულებისაგან შენისა.

35და ვითარ იგი ამას იტყოდა, მოვიდეს შესაკრებლის-მთავრისანი მის და ეტყოდეს: ასული შენი აღესრულა, რაჲსაღა აშრომებ მოძღუარსა?

36ხოლო იესუს ვითარ ესმნეს სიტყუანი ესე, რომელსა ეტყოდეს, ჰრქუა შესაკრებელთ-მთავარსა მას: ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ ხოლო.

37და არავინ უტევა მიდევნებად მის თანა, გარნა პეტრე და იაკობ და იოვანე, ძმაჲ იაკობისი.

38და მოვიდა სახლსა მას შესაკრებლთ-მთავრისასა და იხილა შფოთი და ტირილი და ღაღადებაჲ ფრიადი.

39და შევიდა და ჰრქუა მათ: რაჲსა აღშფოთებულ ხართ და სტირთ? ყრმაჲ ეგე არა მომკუდარ არს, არამედ სძინავს.

40და იგინი ჰბასრობდეს მას. ხოლო თავადმან გამოასხა ყოველი იგი შფოთი და მიიყვანა მამაჲ მის ყრმასაჲ და დედაჲ და მოწაფენი მისნი და შევიდა, სადა-იგი იდვა მკუდარი და იგი ყრმაჲ.

41და უპყრა ჴელი ყრმისაჲ მის და ჰრქუა მას: ტალითა კუმი! რომელ არს თარგმანებით: შენ გეტყჳ, ყრმაო, აღდეგ!

42და მეყსეულად აღდგა ქალი იგი და იწყო სლვად, რამეთუ იყო იგი ათორმეტის წლის ოდენ. და განუკჳრდებოდა მათ განკჳრვებითა დიდითა ფრიად.

43და ამცნებდა მათ ფრიად, რაჲთა არავინ აგრძნას ესე, და უბრძანა მათ, რაჲთა სცენ მას ჭამადი.


წინა თავი შემდეგი თავი