მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე ეზრა*
თავი 1

1და ყო იოსია მეფემან ზატიკი იგი უფლისა იერუსალჱმს და შეწირა შესაწირავი იგი უფლისა ათორმეტსა თთჳსა მის პირველისასა.

2განაწესნა და დაადგინნა მღდელნი სახლსა უფლისასა ყოველთა დღჴეთა რიცხჳსაებრ და შთააცვა მათ კვართი სამღდელო.

3და ჰრქუა ლევიტელთა მსახურთა: განიწმიდენით თავნი თქუენნი და განემზადენით სიწმიდისა მისებრ კიდობნისა სჯულისა უფლისა ტაძარსა მას, რომელი-იგი აღაშენა სოლომონ მეფემან, ძემან დავითისამან.

4და ნუმცა იპოვების თქუენ თანა ბიწოვანებაჲ და ბილწება და აწ მსახურებდით უფალსა ღმერთსა თქუენსა, და შემოკრიბეთ და განუმზადეთ ნათესავი ისრაჱლისა და განაწესეთ განწესებისა მისებრ მამათმთავართასა და ტომთა მისთასა,

5ვითარცა განაწესა და დაწერა დავით, მეფემან ისრაჱლისამან, და ძემან მისმან დიდმან სოლომონ. და დადგეს ტაძარსა მას შინა ლევიტელნი განწესებისა მისებრ თჳთოეულად მამათა თჳსთასა წინაშე ძმათა თჳსთა, ძეთა ისრაჱლისათა.

6და პირველისაებრ წესისა შეწირეთ ზატიკი და განმზადეთ შესაწირავი იგი სიტყჳსაებრ უფლისა, ვითარცა-იგი უბრძანა ჴელითა მოსესითა.

7მიჰმადლა და მისცა იოსია ერსა მას კრავები და თიკანნი ოცდაათი ათასი, ჴბოები სამ ათასი.

8ესე ყოველი მისცა მსგავსად ბრძანებისა მის მეფისასა ერთა და მღდელთა ლევიტელთა, და მერმე მისცა ქელკიასა და ზაქარია მღდელთმოძღუართა მათ, წინამძღუართა ერისათა და მღდელთა ცხოვარი ორ ათასი და ექუსასი და ჴბოები ექუსასი.

9და იექონია, და სამეა, და ნათანაელ ძმა, და საბეა, და ოზიელ და იორამ ათასისთავთა მათ მისცეს ლევიტელთა ზატიკისა მისთჳს ცხოვარი ხუთ ათასი და ჴბოები ხუთასი.

10და მიიღეს ესე ყოველი მღდელთა მათ და დიდ-დიდად დიდებითა და შუენიერებითა განმზადეს ბატიკი იგი ბალარჯობითა,

11წესთა მათთაებრ და ტომთა მათთაებრ, მსგავსად მამათა მათთასა განწესებულად დგეს მღდელნი წინაშე კრებულისა და შესწირვიდეს უფალსა შესაწირავსა მას, ვითარცა წერილ არს წიგნსა მოსესსა.

12და ესრეთ ცისკარსა მას შემწვარი ცეცხლითა განამზადეს ზატიკი იგი უფლისა შესაწირავი და ნედლნი სურნელებითურთ შეაგბეს სიავ-ქუაბთა შინა და ქვაბებთა.

13და შესწირეს ყოვლისა მისთჳს ერისა და შემდგომად ამისა მღდელთმოძღუარნი იგი განემზადნეს თჳთ (ძმანი მათნი, ძენი იგი აჰრონისნი).

14რამეთუ მღდელნი იგი შესწირვიდეს ცმელსა მას ცეცხლისა მის დასაწველსა და ლევიტელნი განემზადნეს თჳთ და ძმანი თჳსნი მღდელად, ძენი აჰრონისნი,

15და ძენი აისაფისნი შემასხმელნი, მგალობელნი განემზადნეს, ვითარცა განაწესა დავით მეფემან ასაფი, და ზაქარია და ელდინუს.

16და მეკარენი იგი თჳთეულად კართა მათ იყუნენ განკრძალულ წესთა მათთაებრ, რამეთუ იგინიცა იყუნენ ძეთაგან ლევის, განიმზადნეს თავნი თჳსნი.

17და ყოველთა ერთბამად აღასრულეს ზატიკი უფლისა მას დღესა შინა.

18და შესწირეს შესაწირავი უფლისა საკურთხეველსა ზედა მსგავსად ბრძანებისა მის იოსია მეფისა.

19და ყვეს ძეთა ისრაჱლისათა, რომელი იპოვეს მას ჟამსა შინა, ზატიკი უფლისა და დღესასწაული იგი ბალარჯობათა შჳდ დღე,

20არასადა ყოფილ იყო ესრეთ ზატიკი შორის ისრაჱლსა, რამეთუ არა ვინ ყო ზატიკი ჟამთა მათგან სამოელ წინაწარმეტყუელისათა.

21არცაღა ყოველთა მეფეთა ისრაჱლისათა ყვეს ზატიკი ესე. ვითარი-იგი ყო იოსია მეფემან, მღდელთა მათ, და ლევიტელთა, და ჰურიათა და ყოველმან ისრაჱლმან, რომელნი-იგი იყუნეს დამკჳდრებულნი მას ჟამსა იერუსალჱმსა შინა.

22მეათურამეტესა წელსა მეფობასა იოსიასა ყო ზატიკი ესე.

23და იყუნენ მართალ საქმენი იოსიასნი წინაშე უფლისა ღმრთისა თჳსისა და ჰმონებდა უფალსა ყოვლითა გულითა და გონებითა თჳსითა.

24და სხუანიცა მეფენი იყუნეს უწინარეს მისა, რომლისათჳს წერილ არს, რომელთა-იგი შესცოდეს და უსჯულო იქმნნეს ყოველთა შინა ნათესავთა და შეაწუხეს უფალი და მჴდომად აღუდგეს სიტყვათა მისთა შორის ისრა- ჱლისა.

25და შემდგომად ყოველთა მათ სიმართლეთა იოსიასთა მოვიდა ფარაო, მეფე მეგჳპტელთა, მბრძოლად ვარქამუსად ევფრატით კერძო და განვიდა ბრძოლად იოსია.

26და მიავლინა მისა მეფემან მეგჳპტელთამან და ჰრქუა: რა ძეს შენი და ჩემი, მეფეო ჰურიასტანისაო?

27არა თუ შენდა მიმავლინა მე უფალმან ღმერთმან და ევფრატით კე- რძო მივალ მე ბრძოლად. და აწ უფალი ჩემ თანა არს და ნუ მაბრკოლებ მე, რამეთუ მასწრაფებს მე უფალი მისლვად და ბრძოლად ევფრატით კერძო, ხოლო შენ მიმრიდე და ნუ წინააღუდგები უფალსა.

28და არა გარემოაქცივნა იოსია ეტლნი თჳსნი, არამედ ბრძოლად ჴელი შეყო მისა და არა ისმინნა სიტყუანი იერემია წინაწარმეტყუელისანი, რომელსა ეტყოდა მას პირითა უფლისათა,

29არამედ შეიკრიბა და ზედამოუჴდა ველსა უდმაკედოვადაუს. და მიუჴდეს მთავარნი იგი მეფესა იოსიასა.

30და ჰრქუა იოსია მეფემან მონათა თჳსთა: განმიყვანეთ მე ველისა ამისგან, რამეთუ მოუძლურდი ფრიად. და მეყსეულად გამოიყვანეს იგი მონათა თჳსთა ბრძოლისა მისგან.

31და აღჴდა იგი ეტლთა მათ მეორეთა თჳსთა და აღიყვანეს იგი იერუსალჱმდ, მოკუდა და დაეფლა მამათა თჳსთა თანა.

32და ყოველი ჰურიასტანი გოდებდა და იგლოვდა იოსიას. და თქუა იერემია წინაწარმეტყუელმან გოდება ესე იოსიასა ზედა. და დაჯდა იგი დე- დათა თანა და გოდებდეს გოდებასა იერემიასასა მოდღენდელად დღემდე და მისცეს ბრძანება მარადის ნათესავთა გოდებად შორის ისრაჱლისა

33ესე ყოველი წერილ არს წიგნსა მატიანეთასა მეფეთა ისრაჱლისათა და საქმენი, რომელ ქმნა იოსია, სიმჴნენი იგი დიდისა მის სიმართლისა და დიდებისა მისისა და სიბრძნე იგი კრძალულებისა მისისა, რომელი აქუნდა შჯულისა მიერ უფლისა, ამას ყოველსა მოაქამდე უთხრობენ წიგნნი მეფეთა ისრაჱლისათანი და იუდასთანი

34და მეფე-ყვეს ნათესავისა მისგან იაქონია, ძე იოსიასი. მეფობდა იექონია მამისა თჳსისა იოსიას წილ და იყო ოცდასამ წლისა, რაჟამს დადგა იგი მეფედ.

35და მეფობდა ჰურიასტანსა და იერუსალჱმსა სამ თვე და აყენებდა მეფე იგი მეგჳპტელთა, რათამცა არა ვინ მეფობდენ იერუსალჱმსა.

36და მოჰჴადა მათ ასი ტალანტი ვერცხლი, ერთი ოქრო.

37და დაადგინა მათ ზედა მეფემან მეგჳპტელთამან მეფედ იოაკიმ, ძმა იექონიასი, და მეფობდა იოაკიმ ჰურიასტანსა ზედა და იერუსალჱმსა.

38და შეკრა იოაკიმ დიდნი იგი მთავარნი სახლისა ისრაჱლისანი და ზარა, ძმა თჳსი, გამოიყვანა ქუეყანით ეგჳპტით და მოიყვანნა თავისა თჳსისა თანა.

39და იყო ოცდახუთ წლისა იოაკიმ, რაჟამს მეფე-ყვეს ჰურიასტანს, იერუსალჱმსა ზედა. და ქმნა მან ბოროტი წინაშე უფლისა.

40დღეთა მისთა გამოვიდა ნაბოქოდონოსორ, მეფე ბაბილოვანთა, და შეკრა იგი საკრველითა რვალისათა და წარიყვანა იგი ბაბილოვნად.

41და სამსახურებელი სახლისა უფლისა გამოიღო ნაბოქოდონოსორ, წარიღო და დადვა სახლსა კერპთა მისთასა ბაბილონს.

42ესე ყოველი მისთჳს და უსჯულოებისა მისისათჳს, და სიბილწისა მისისა დაწერილ არს წიგნსა მეფეთასა.

43და მეფობდა მის წილ იოაკიმ, ძე მისი, და იყო ოცდაათრვამეტისა წლისა.

44და მეფობდა სამ თვე და ათ დღე იერუსალჱმს. და ქმნა მან ბოროტი წინაშე უფლისა.

45და შემდგომად წლისა ერთისა მოავლინა ნაბოქოდონოსორ მეფემან და წარიყვანა იგი ბაბილოვნად ფასითურთ სახლისა მის უფლისა.

46და დაადგინა სედეკია მეფედ ჰურიასტანსა და იერუსალჱმსა. და იყო სედეკია ოცდაერთის წლისა და მეფობდა ათერთმეტ წელ.

47და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და არა მოიქცა უკეთურებისაგან თჳსისა და არცა ისმინა სიტყუანი იერემია წინაწარმეტყუელისანი, რომელსა ეტყოდა მას პირითა უფლისათა,

48და ფიცი იგი, რომლითა ეფუცა ნაბოქოდონოსორ მეფესა, სახელითა უფლისათა და არა დაადგრა ფიცსა მას, არამედ ეცრუვა და განეშორა ნაბოქოდონოსორს, და განიფიცხა ქედი თჳსი და გული თჳსი და გარდაჴდა სჯულსა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა.

49და მთავართა მის ერისათა და მღდელთა მრავალი უსჯულოება ყვეს, და უსჯულო იქმნნეს და განამრავლეს ბილწება თჳსი უფროს ყოველთა წარმართთასა, და შეაგინეს ტაძარი იგი სიწმიდისა უფლისა იერუსალჱმისა.

50და მიუვლინა ღმერთმან მამათა მათთა მოციქულად წინაწარმეტყუელი, რათამცა მოიქცეს, რამეთუ ჰრიდებდა მათ ტაძარსა სიწმიდისასა.

51და შეურაცხ-ყვეს მოციქულნი იგი მისნი და დღესა მას, რომელსა ეტყჳნ მას უფალი, იგინი ეკიცხევდეს წინაწარმეტყუელთა მისთა.

52და განრისხნა უფალი ნათესავსა ზედა მათსა უღმრთოებისა მისთჳს და მოავლინა მათ ზედა მეფენი იგი ქალდეველთანი.

53და მათ მოსრნეს ჭაბუკნი მათნი მახჳილითა და დასთხიეს სისხლი მათი გარემოს ტაძარსა სიწმიდისასა და არა ჰრიდა ყრმათა ქალწულთა მოხუცებულთა და ჭაბუკთა მათთა,

54არამედ ყოველივე მისცა ჴელთა მათთა და სამსახურებელი სახლისა უფლისა, დიდი და კნინი, და ჭურჭელი სამსახურებელი კიდობნისა მის უფლისა, და ყოველი ფასი მეფეთა ისრაჱლისათა აღიღეს და წარიღეს ბაბილონად.

55და ცეცხლითა მოწვეს ტაძარი იგი უფლისა, დაარღჳეს და აღაოჴრეს ზღუდენი იერუსალჱმისანი, და გოდლები მისი მოწვეს ცეცხლითა.

56და იყო აღსრულება ყოვლისა დიდებისა მათისა და ნეშტნი იგი წინაწარიქცინეს და წარტყუენეს ბაბილონად.

57და დაემონნეს მათ და შვილთა მათთა ვიდრე მეფეთამდე სპარსთასა აღსრულებასა მას სიტყჳსა უფლისასა, რომელსა იტყოდა პირითა იერემია წინაწარმეტყუელისათა,

58ვითარმედ სთნდეს უფალსა ქუეყანა იგი და ცალიერად შაბათ-ყო იგი ყოველთა მათ ჟამთა, რაოდენ ჟამ იყო უდაბნოსა, შეერაცხა მათ შაბათობად, ვიდრემდის აღესრულა სამეოცდაათშჳდმეტი წელი.


შემდეგი თავი