მთავარი გვერდი - ბიბლია

ახალი აღთქმა
მეორე კორინთელთა მიმართ
თავი 3

1კუალად ვიწყებთ თავთა თჳსთა წამებად. ანუ გჳჴმს-მე რაჲ, ვითარ-იგი ვიეთმე საწამებელი წიგნი აქუს თქუენდა მიმართ ანუ თუ თქუენგან ეგრეთვე საწამებელი?

2ანუ არა წიგნ ჩუენდა თქუენ ხართა უფლისა მიერ, დაწერილ გულთა შინა ჩუენთა, უწყებულ და აღმოკითხულ ყოველთა მიერ კაცთა?

3საცნაურ ქმნილ, რამეთუ ხართ წიგნ სამოციქულო ქრისტესა, რომელი იმსახურა ჩუენ მიერ, დაწერილნი არა მელნითა, არამედ სულითა ღმრთისა ცხოველისაჲთა, არა ფიცართა შინა ქვისათა, არამედ ფიცართა შინა გულისა ჴორციელისათა.

4ხოლო სასოებაჲ ესევითარი გუაქუს ქრისტეს მიერ ღმრთისა მიმართ.

5არა თუ თავით თჳსით შემძლებელ ვართ შერაცხად რასმე, რეცათუ ჩუენგან, არამედ შეძლებაჲ ჩუენი ღმრთისაგან არს,

6რომელმან-იგი შემძლებელ მყვნა ჩუენ მსახურებად ახლისა შჯულისა, არა წიგნისა, არამედ სულისა, რამეთუ წიგნი მოაკუდინებს, ხოლო სული აცხოვნებს.

7ხოლო უკუეთუ მსახურებაჲ იგი სიკუდილისაჲ, წიგნითა გამოსახული ფიცართა შინა, იქმნა დიდებულ, ვიდრეღა ვერ შემძლებელ იყვნეს ძენი ისრაჱლისანი თუალთა შედგმად პირსა მოსესსა დიდებითა მით პირისა მისისაჲთა, რომელ განქარვებად იყო,

8რაოდენ-მე არა უფროჲს მსახურებაჲ იგი სულისაჲ იყოს დიდებით?

9რამეთუ უკუეთუ მსახურებაჲ იგი დაშჯისაჲ დიდება, რაოდენ უფროჲს აღემატოს მსახურებაჲ იგი სიმართლისაჲ დიდებითა.

10და რამეთუ არღა დიდებულ არს დიდებადი იგი ამით ჯერითა გარდარეულისა მისთჳს დიდებისა.

11რამეთუ უკუეთუ განქარვებადი იგი იყო დიდებით, რაოდენ უფროჲს, რომელი-იგი ჰგიეს დიდებით.

12ვინაჲთგან უკუე გუაქუს ესევითარი სასოებაჲ, მრავალი გაცხადებულებაჲ ვიჴუმიოთ.

13და არა ვითარ-იგი მოსე საფარველი დაიბურის პირსა თჳსსა, რაჲთა არა ხედვიდენ ძენი ისრაჱლისანი დასასრულსა მას განქარვებისასა.

14არამედ დაბრმეს გონებანი მათნი, რამეთუ ვიდრე დღენდელად დღედმდე იგივე საბურველი საკითხავსა მას ზედა ძუელისა შჯულისასა ჰგიეს აღუძარცუელად, რამეთუ ქრისტეს მიერ განქარდების.

15არამედ დღენდელად დღედმდე, რაჟამს აღმოიკითხვის მოსესთჳს, საბურველი გულსა მათსა ძეს.

16ხოლო რაჟამს მოიქცეს უფლისა, მოეძარცუვის საბურველი იგი.

17ხოლო უფალი სულ არს; ხოლო სადა სული უფლისაჲ, მუნ აზნაურებაჲ არს.

18ხოლო ჩუენ ყოველნი განცხადებულითა პირითა დიდებასა უფლისასა განვიცდით, მასვე ხატსა მივიცვალებით დიდებითი დიდებად, ვითარცა-იგი უფლისაგან სულად.


წინა თავი შემდეგი თავი