მთავარი გვერდი - ბიბლია

ახალი აღთქმა
მეორე კორინთელთა მიმართ
თავი 6

1ხოლო თანა-შეგეწევით და გლოცავთ, რაჲთა არა ამაოდ მადლი იგი ღმრთისაჲ შეიწყნაროთ თქუენ.

2რამეთუ იტყჳს: ჟამსა შეწყნარებისასა ვისმინე შენი და დღესა ცხორებისასა შეგეწიე შენ. აჰა ესერა, აწ არს ჟამი იგი შეწყნარებისაჲ, აჰა ესერა აწ არს დღე იგი ცხორებისაჲ.

3ნურაჲვინ ნურარაჲთ ნუცა ერთსა დაბრკოლებასა ვის სცემთ, რაჲთა არა იგმოს მსახურებაჲ ეგე თქუენი,

4არამედ ყოველსა შინა წარუდგინენით თავნი თქუენნი, ვითარცა ღმრთისა მსახურთა, მოთმინებითა მრავლითა, ჭირთა შინა და ურვათა, იწროებათა შინა

5და ტანჯვათა, პყრობილებათა შინა და შფოთებათა, შრომითა და მღჳძარებითა, მარხვითა

6და სიწმიდითა, მეცნიერებითა და სულგრძელებითა, სიტკბოებითა და სულითა წმიდითა, სიყუარულითა შეუორგულებელითა,

7სიტყჳთა ჭეშმარიტებისაჲთა, ძალითა ღმრთისაჲთა, საჭურველითა მით სიმართლისაჲთა მარჯუენისაჲთა და მარცხენისაჲთა,

8დიდებითა და გინებითა, გმობითა და ქებითა; ვითარცა მაცთურნი და ჭეშმარიტნი;

9ვითარცა უცნაურნი და საცნაურნი; ვითარცა მოსიკუდიდნი, და აჰა ესერა ცხოველ ვართ; ვითარცა სწავლულნი, და არა სიკუდიდნი;

10ვითარცა მწუხარენი, და მარადის გჳხარის; ვითარცა გლახაკნი, და მრავალთა განვამდიდრებთ; ვითარცა არარაჲ გუაქუს, და ყოველივე გუაქუს.

11პირი ჩუენი აღებულ არს თქუენდა მიმართ, კორინთელნო, და გული ჩუენი განვრცომილ არს.

12არა შეიწრებულ ხართ ჩუენ მიერ, არამედ შეიწრებულ ხართ ნაწლევთაგან თქუენთა.

13მასვე სასყიდლის კუალად-გებასა, ვითარცა შვილთა გეტყჳ: განვრცენით თქუენცა.

14ნუ იქმნებით თანა-მეუღლე ურწმუნოთა, რამეთუ რაჲ მოყუსება არს სიმართლისა და უშჯულოებისა? ანუ რაჲ ზიარებაჲ არს ნათლისა და ბნელისა?

15ანუ რაჲ შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაჲ ნაწილ უც მორწმუნესა ურწმუნოჲსა თანა?

16ანუ რაჲ სწორება არს ტაძრისა ღმრთისა კერპთა თანა? რამეთუ თქუენ ტაძარნი ღმრთისა ცხოველისანი ხართ, ვითარცა თქუა ღმერთმან: დავიმკჳდრო და ვიქცეოდი მათ შორის და ვიყო მე მათა ღმერთ და იგინი იყვნენ ჩემდა ერად.

17ამისთჳს გამოვედით შორის მათსა და გამოეშორენით, იტყჳს უფალი, და არა-წმიდასა ნუ შეეხებით, და მე შეგიწყნარნე თქუენ.

18და ვიყო მე თქუენდა მამა და თქუენ იყვნეთ ჩემდა ძეებ და ასულებ, იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი.


წინა თავი შემდეგი თავი