მთავარი გვერდი - ბიბლია

ახალი აღთქმა
მეორე კორინთელთა მიმართ
თავი 8

1ხოლო გაუწყებ თქუენ, ძმანო, მადლსა მას ღმრთისასა, რომელი-იგი მოცემულ არს ეკლესიათა მაკედონიაჲსათა,

2რამეთუ მრავალმან მან გამოცდილებამან ჭირისამან და უმეტესმან სიხარულმან მათმან და დიდძალმან სიგლახაკემან მათმან გადაჰმატა სიმდიდრესა მას უხუებისა მათისასა;

3რამეთუ მსგავსად ძალისა მათისა, ვეწამები, და უფროჲს ძალისაცა ნეფსით თჳსით.

4მრავლითა ვედრებითა გუევედრნეს მადლსა მას და ზიარებასა მსახურებისასა წმიდათა მიმართ.

5და არა ხოლო ვითარ-იგი ვესევდით, არამედ თავნი თჳსნი მისცნეს პირველად უფალსა და მერმე ჩუენ ნებითა ღმრთისაჲთა.

6რაჲთა ვჰლოცვიდეთ ჩუენ ტიტეს, რაჲთა ვითარცა-იგი წინაწარ იწყო, ეგრეთვე აღასრულოს თქუენდა მიმართ ესეცა მადლი.

7არამედ ვითარცა-იგი ყოველსა შინა წარემატებით: სარწმუნოებითა და სიტყჳთა და მეცნიერებითა და ყოვლითა მოსწრაფებითა და ჩუენ მიერითა მით თქუენ შორის სიყუარულითა, რაჲთა ამითცა მადლითა აღემატნეთ.

8არა თუ ბრძანებით გეტყჳ, არამედ სხუათა მოსწრაფებისათჳს თქუენისა მისცა სიყუარულისა გულითადობასა გამოვიცდი.

9რამეთუ იცით მადლი იგი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რამეთუ თქუენთჳს დაგლახაკნა მდიდარი იგი, რაჲთა თქუენ მისითა მით სიგლახაკითა განჰმდიდრდეთ.

10და ამისათჳს გაზრახებ, რამეთუ ესე უმჯობეს არს თქუენდა, რომელთა-ეგე არა ხოლო თუ ყოფად, არამედ ნებადცა წინაწარ იწყეთ შრანდითგან.

11ხოლო აწ ესერა ყოფადცა აღასრულეთ, რაჲთა ვითარცა-იგი გულს-მოდგინებაჲ ნებისათჳს, ეგრეთცა აღსრულებაჲ მისგან, რომელი-იგი გაქუს.

12რამეთუ უკუეთუ გულსმოდგინებაჲ იგი წინა ძეს, რაჲცა-იგი ვის აქუს, შეწირულ არს, არა რომელი-იგი არა აქუს.

13რამეთუ არა, რაჲთა სხუათა ლხინი, ხოლო თქუენ ჭირი, არამედ განსწორებით.

14ამას ჟამსა თქუენი იგი ნამეტნავი მათისა ნაკლულევანებისა, რაჲთა მათიცა იგი ნამეტნავი იყოს თქუენისა მის ნაკლულევანებისა, რაჲთა იყოს განსწორებულ.

15ვითარცა წერილ არს: რომელმან ფრიად მიიღო, არაჲ ემატა, და რომელმან მცირედ, არაჲ დააკლდა.

16ხოლო მადლი ღმერთსა, რომელმან მოსცა იგივე სწრაფაჲ თქუენთჳს გულსა ტიტესსა.

17რამეთუ ვედრებაჲ იგი შეიწყნარა და უმოსწრაფეს რაჲ იყო, ნეფსით თჳსით განვიდა თქუენდა მიმართ.

18და მის თანა მივავლინეთ ძმაჲ, რომლისა-იგი ქებაჲ სახარებასა შინა ყოველთა მიერ ეკლესიათა,

19და არა ხოლო თუ ესე, არამედ ჴელთ-დასხმითაცა იკურთხა ეკლესიათაგან თანა-გუნდად ჩუენდა მადლითა ამით, რომელი იმსახურების ჩუენ მიერ თავადისა უფლისა სადიდებელად გულს-მოდგინებისა თქუენისათჳს.

20ვერიდებით ამას, ნუ ვინმე გუგმობდეს ჩუენ სიმტკიცისა ამისათჳს, რომელი იმსახურების ჩუენ მიერ.

21რამეთუ წინაწარ განვიზრახავთ კეთილსა, არა ხოლო წინაშე უფლისა, არამედ წინაშე კაცთაცა.

22და ამათ თანა მივავლინეთ ძმაჲ ჩუენი, რომელი გამოგუეცადა მრავალსა შინა მრავალ-გზის, და არს იგი მოსწრაფე, ხოლო აწ ფრიად უმოსწრაფეს სასოებითა მრავლითა თქუენდა მიმართ.

23გინა თუ ტიტესთჳს, საქმისა ზიარისა მის ჩუენისა და თქუენისა შემწისა, გინა თუ ძმანი ჩუენნი, მოციქულნი ეკლესიათანი, დიდებანი ქრისტესნი.

24აწ უკუე გამოჩინებაჲ იგი სიყუარულისა თქუენისაჲ და ჩუენისა სიქადულისაჲ თქუენთჳს მათა მიმართ აჩუენეთ წინაშე პირსა ეკლესიათასა.


წინა თავი შემდეგი თავი