მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე მეფეთა
თავი 1

1იყო, რაჟამს მოკუდა საულ, მოიქცა დავით მოსლვისა მისგან ამალეკთასა და დადგა იგი სეკელას ორ დღე ოდენ.

2და მესამესა დღესა მოვიდა კაცი ერთი წყობისა მისგან საულისისა, რომელსა კუართი დაეპო და მიწა გარდაესხა თავსა მისსა. და ვითარცა შევიდა იგი წინაშე დავითისა, დავარდა ქუეყანასა ზედა და თაყუანი-სცა მას.

3და ჰრქვა მას დავით: ვინაჲ მოხვალ შენ? და მან ჰრქუა: ერისა მისგან ისრაჱლისა, განრინებული მოწყუედისა მისგან.

4და ჰრქვა მას დავით: რა იქმნა, მითხარღა მე? და მან უთხრა მას: მეოტ იქმნა ერი იგი ბრძოლისა მისგან და დასცნეს ერნი მრავალნი და მოსწყჳდნეს საულ და იონათან.

5მიუგო დავით და ჰრქუა კაცსა მას: წარმო-რეღა-დეგ და მითხარ მე, ვითარ იცი სიკუდილი საულისი და იონათანისი, ძისა მისისა?

6და უთხრობდა კაცი იგი და თქუა: გუნდი ერი მრავალი მიეტევა გუნდსა მას საულისასა გელბუესა, და მიჰხადეს საულ და ვიხილე მე, რამეთუ დავრდომილი იყო იგი ჰოროლსა მისსა, ვითარცა მიაქციეს ახოვანთა და მთავართა ეტლოსანთა მისგან.

7მომხედა მე და მიწოდა საულ და ვარქუ: აქა ვარ.

8და მრქუა: ვინ ხარ შენ? და ვარქუ მას, ვითარმედ ამალეკ ვარ მე!

9და მრქუა: მოვედ ადრე და მომკალ მე, რამეთუ ჰარმური ბნელისა დახვეულ არს თუალთა ჩემთა და სული ჩემი იარების გვამსა ჩემსა!

10და მივედ და მოვკალ იგი, რამეთუ უწყოდე, ვითარმედ არა განრინებად იყო იგი. და შემდგომად დაცემისა მისისა აღვჴადე თავსა მისსა შარავანდი და სავლტე მკლავსა მისსა, და მოგართუ უფალსა ჩემსა.

11და ვითარცა ესმა ესე დავითს, ჴელი მიყო საყელოსა და მოიღო სამოსელი თჳსი, ეგრეთვე ყოველმან ერმან, რომელნი დგეს წინაშე მისსა, ტიროდეს.

12და იტყებდეს და იმარხვიდეს მწუხრამდის საულისთჳს და იონათანისთჳს, ძისა მისისა, და ერისა მისთჳს იუდასასა და სახლისა მისთჳს ისრაჱლისა, რამეთუ დაეცნეს მახჳლითა.

13და ჰრქუა დავით კაცსა მას, რომელი-იგი უთხრობდა სიტყუასა მას, ვინ ხარო შენ? და მან ჰრქუა: შვილი ვარ მე კაცისა ერთისა ამალეკელის, მწირად შემოსრულისა.

14მაშინ ჰრქუა მას დავით: და შენ ვითარ იკადრე მიყოფად ჴელი შენი და მოკლვად ცხებული უფლისა?

15და მოუწოდა დავით კაცსა ერთსა და ჰრქუა: აწვე მოაკუდინე ეგე! და მივიდა სწრაფით, სცა და მოკლა იგი.

16და ჰრქუა მას დავით: სისხლი შენი თავსა შენსა ზედა იყავნ! რამეთუ პირი შენი თჳთ იტყოდა, ვითარმედ მე მოვკალ ცხებული უფლისა!

17და გოდებდა და შეასხმიდა დავით საულს და იონათანს, ძესა მისსა.

18და უბრძანა სწავლად ძეთა ისრაჱლისათა და იუდასთა მშჳლდოსნობად. და დაიწერა ესე წიგნთა წმიდათა:

19მოხუცებულნო ისრაჱლისანო! მომწყდარან მთათა შენთა წყლულებითა, ვითარ-იგი დაეცნეს ძლიერნი!

20ნუ მიუთხრობთ მაგას გეთად, ნუცა ახარებთ შესავალთა ასკალონისათა, რათა არა სცნან და უხაროდის ასულთა მათ უცხოთესლთასა, ნუცა იხა- რებენ ასულნი წინადაუცუეთელთანი მათნი ეგე!

21მთანი გელბუესნი! ნუ მოვალნ თქუენ ზედა ცვარი ცისკრისა, ნუცა გარდამოვალნ წჳმა მშჳდობისა ღრუბელთაგან მაღალთა, მთანი ეგე სიკუდილისანი, რამეთუ მათ ზედა დაეცნეს შესავედრებელნი იგი ძლიერთანი შესავედრებელსა მას საულისსა, რამეთუ არა ეცხო საცხებელითა!

22არამედ ეცხო მას სისხლი ბრძოლისა და ცმელი ახოვანთა, ისარნი იგი იონათანისნი არა უკმოქცეულ იყუნეს ცუდად და მახჳლი იგი საულისი არა მოქცეულ იყო ცუდად ცალიერი ქარქაშადვე თჳსა!

23საულ და იონათან, საყუარელნი, შუენიერნი და საჩინონი, რომელნი აქა არა განშორებულ იყუნეს ურთიერთას ცხორებასა და არცა სიკუდილსა განიშორნეს, უმაღლესნი ორბთანი და უძლიერესნი ლომთანი.

24ასულნი ეგე ისრაჱლისანი! სტიროდეთ საულს, რომელი შეგამკობდა თქუენ მეწამულითა და სამკაული ოქროსა შესამოსელად თქუენდა.

25ვითარ დაეცნეს ძლიერნი იგი ბრძოლასა! იონათან, სასიკუდინედ ჩემდა იწყალ!

26მტკივის შენთჳს, იონათან, ძმაო, ქმუნლკეთილობა იგი შენი, რამეთუ საყუარელ იყავ ჩემდა. და რომელი უმჯობეს იყავ სიყუარულისა და ქმნულკეთილ უფროს დედათა!

27ვითარმე დაეცნეს ძლიერნი ბრძოლასა, ანუ ვითარ წარწყმდა საჭურველი იგი გულისსათქმელი?


შემდეგი თავი