მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე მეფეთა
თავი 12

1და მოავლინა უფალმან ნათან წინაწარმეტყუელი დავითისა და ჰრქვა მას: საშჯელსა ერთსა გკითხავ შენ. მითხარ მე: ორნი კაცნი იყუნეს ქალაქსა შინა. ერთი იგი მდიდარი იყო და ერთი გლახაკი.

2და მდიდრისა მის იყო არვე მროწეული ფრიად.

3ხოლო გლახაკისა მის არა, გარნა ერთი ტარიგი მცირე, გაეზარდა იგი შვილთა თჳსთა თანა, რომელი ტაბლისა მისისაგან ჭამდა და სასმელისა მისისაგან სუმიდა და უბესა და მკერდსა მისსა ზედა განისუენებდა. და იყო იგი მისა, ვითარცა ასული.

4დღესა ერთსა მდიდარსა მას მოუვიდა სტუმარი და არვისა მისისაგან დიდისა არა მოუმზადა სერი, არამედ მოუღო ტარიგი გლახაკსა მას და დაუკლა სტუმარსა მას თჳსსა და ზვარაკისა უფალი იგი მოკლა.

5ვითარცა ესმა ესე დავითს, განრისხნა ფრიად და ჰრქუა ნათანს: ცხოველ არს უფალი! სიკუდილისა თანამდებ არს კაცი იგი, რომელმან ესე საქმე ჰყო.

6ტარიგი იგი შჳდ წილად ზღვად, რამეთუ ეგე საქმე ქმნა და არა შეიწყალა იგი!

7მიუგო ნათან დავითსა და ჰრქუა: შენ, თავადი ხარ, რომელმან ჰყავ ეგე! აწ ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: მე გცხე შენ მეფედ ყოვლისა ისრაჱლისა ზედა, გიჴსენ შენ ჴელისა საულისათა,

8და მიგეც შენ მონაგები უფლისა შენისა და მოგცენ ცოლნი მისნი უბეთა შენთა, და ყოველნივე სახლნი ისრაჱლისა და იუდასი. და თუ ვეღარა-კმა გეყოფოდა, შე-მცა-გძინე სხუაცა!

9აწ რად შეურაცხ-ყავ შენ ბრძანებაჲ იგი უფლისა შენისა და ჰქმენ საქმე ესე ბოროტი წინაშე მისსა? ურია ქეტელი მოჰკალ მახჳლითა ძეთა ამონისთაჲთა და ცოლი მისი მოიყვანე ცოლად შენდა?

10აწ ნუ განეშორებინ მახჳლი სახლსა შენსა უკუნისამდე ჟამთა ამისთჳს, რამეთუ შენ შეურაცხ-მყავ მე და მოიყვანე შენ ცოლი ურია ქეტელისა ცოლ-ყოფად შენდა!

11ამას იტყჳს უფალი: აჰა, ესერა, სახლით შენით აღვადგინო ძჳრი შენ ზედა და ცოლნი შენნი წინაშე შენსა სხუასა მივსცნე მოყუასსა შენსა, დაისუენოს მათ თანა ცხადად!

12შენ ეგრე ჰგონე, რამეთუ ფარულად ჰყავ. მე განცხადებულად ვყო წინაშე ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა და წინაშე მზისა ამის!

13მიუგო დავით ნათან წინაწარმეტყუელსა და ჰრქუა: ვცოდე წინაშე უფლისა! მიუგო ნათან: და უფალმანცა მიგიტევნა ცოდვანი შენნი, რათა არა მოჰკუდე.

14ხოლო აწ, რამეთუ განარისხე უფალი, ღმერთი შენი, და განაღჳძენ მტერნი შენნი შენ ზედა საქმითა ამით, შვილი იგი, რომელ შობად არს მისგან, სიკუდილით მოკუედინ!

15და ვითარცა წართქუნა ნათან სიტყუანი ესე, წარვიდა სახიდ თჳსად და დასცა უფალმან ყრმა იგი, რომელ უშვა ცოლმან ურიისამან დავითს, და დასნეულდა.

16და ილოცვიდა დავით ღმრთისა მიმართ ყრმისა მისთჳს და იმარხჳდა მარხვასა და იდვა ქუეყანასა ზედა.

17და შევიდეს მისსა მოხუცებულნი ერისანი და აიძულებდეს აღდგომად და ჭამად რასმე, და არა აღდგა მიწისაგან, არცა ჭამა და არცა სვა.

18ხოლო მეშჳდისა დღისა შემდგომად მოკუდა ყრმა იგი. და ეშინოდა მონათა დავითისთა თხრობად სიკუდილი მისი და ზრახვიდეს, ვითარმედ: ვიდრე ცოცხალ იყო, არა გუერჩდა აღდგომად ქუეყანით, და აწ ვითარ ვიკადროთ თქუმად სიკუდილი ყრმისა მის? ნუუკუე შეჰრჩეს გულსა ბოროტი ჩუენთჳს!

19და იხილა დავით, რამეთუ ჩურჩნდეს ურთიერთას და გულისხმა-ყო, ვითარმედ მოკუდა ყრმა იგი, და ჰრქუა მათ დავით: მოკუდა ყრმაჲ იგი? და მათ ჰრქუეს: მოკუდა!

20და აღდგა დავით ქუეყანისაგან და იცხო და შეიმკო, და შევიდა ტაძარსა მას ღმრთისასა და თაყუანი-სცა უფალსა და შევიდა სახლად თჳსსა და დაჯდა, ჭამა და სუა და იხარებდა.

21და ჰრქუეს დავითს: რაჲ არს ესე, რომელ შენ ჰყავ? რამეთუ ვიდრე იყო ყრმაჲ იგი, იმარხევდ, იღჳძებდ და სტიროდე და ვითარცა მოკუდა, აღსდეგ და განმხიარულდი და სჭამე და ჰსუ?

22მიუგო დავით: ვიდრე ცოცხალ იყო, ვწუხდი, რათამცა წყალობა ეყო ღმერთსა და ეცხოვნა ყრმაჲ იგი.

23ხოლო აწ რაჲ მოკუდა, აქა არღარა მოიწიოს, არამედ მე მისა მისლვად ვარ, და რაჲსაღა ვწუხ?

24და მოუწოდა დავით ბერსაბეს, ცოლსა თჳსსა, და ნუგეშინი-სცა მას, და შევიდა მისსა. და მიუდგა და უშვა ძე. და უწოდა სახელი მისი სოლომონ. და შეიყუარა იგი უფალმან.

25და მიავლინნა მისსა ნათან წინაწარმეტყუელი და უწოდა მას სახელი იედედი, რომელ არს "საყუარელ უფლისა".

26ამისად შემდგომად ბრძოდა იოაბადს, რაბათს, ძეთა მათ ამონისთა, სძლო და დაიპყრა ქალაქი იგი მეფისა მათისა.

27და წარავლინნა მოციქულნი იოაბ დავითისა და ჰრქუა, ვითარმედ: დავიპყარ წყლით კერძო ქალაქისა ამის!

28აწ თჳთ მოვედ აქა, დაიპყარ ქალაქი ესე, რათა არა სახელი ჩემი იყოს დაპყრობად ამისა, არამედ შენი!

29და შეკრიბა დავით ყოველი ერი და მივიდა რობათს, ბრძოლა-ყო და დაიპყრა ქალაქი იგი.

30და თჳთ მოჰჴადა მეფესა მათსა მელქონს გჳრგჳნი თავსა მისსა. და იყო იგი სასწორითა ერთი ქანქარი ოქრო და ანთრაკი, დაიდგა იგი დავით თავსა თჳსსა და ნატყუენავი გამოიღო ფრიად.

31და ნეშტი ერისა მის გამოიყვანა და განხერხნა იგინი ხერხითა და მოსწყჳდნა იგინი ტაბრაკითა და ვაზირითა. და მოიყვანნა იგინი მადიბადდ, რომელ არს ალიზისმოქმედთა, და ესრეთ უზმიდა ყოველთა ქალაქთა ძეთა ამონისთა. და მოვიდა დავით ერითურთ იერუსალჱმად.


წინა თავი შემდეგი თავი