მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე მეფეთა
თავი 3

1და განძლიერდა ღუაწლი ბრძოლისა შორის სახლსა მას საულისასა და შორის სახლსა დავითისასა. და სახლი იგი დავითისი ჟამითი-ჟამად აღემატებოდა, განძლიერდებოდა, სახლი იგი საულისი მოაკლდებოდა და შემცირდებოდა.

2და ესხნეს დავითს ქებრონს ძენი და იყო პირმშო მისი ამონ აქინამისგან იზრაიტელისა.

3და მეორე იგი მისი დავია აბგესგან კარმელელისა, მესამე იგი მისი აბესალომ, ძე მაქასი, ასულისა თოლმესი, მეფისა მის გესურისა.

4მეოთხე იგი მისი ადონია, ძე აგგითასი, და მეხუთე იგი მისი საფატია, ძე ამიტალისგან

5და მეექუსე იგი იეთერამ იგალასგან, ცოლისა მის დავითისი. ესენი ესხნეს დავითსა ქებრონს.

6და იყო ბრძოლა შორის სახლსა საულისა და სახლსა დავითისასა. და აბენერ იყო ჴელმწიფე სახლსა საულისასა.

7და საულისი იყო ხარჭი ერთი ქალი და შეირთო იგი ცოლად აბინერ, ძემან ნერისმან, და სახელი ქალისა მის რესფა, ასული ულასი. მაშინ ჰრქუა იებოსთე, ძემან საულისამან, აბენერს:

8რასათჳს შეირთე შენ ხარჭი იგი მამისა ჩემისა ცოლად? და განრისხნა აბენერ ფრიად და ჰრქვა იებოსთეს, ვითარმედ: ძაღლისთავ ვარი მეა? აცადე აწ, რამეთუ წყალობა ვყავ სახლსა მას ზედა საულ, მამისა შენისასა, ძმათა და ნათესავთა მისთათჳს და არა მივედ სახიდ დავითისა! და აწ აღდგომილ ხარ შურისმეძიებელად ქალისა ერთისათჳს ჯერკუალისა?

9ესე მიყავნ მე უფალმან და ესე შემძინენ, არა თუ ეგრე ვყო დავითისთჳს, ვითარცა ეფუცა მას უფალი!

10რამეთუ დღეს მიეღო მეფობა სახლსა მას საულისასა და აღემართა საყდარი დავითისი ისრაჱლსა ზედან და სახლსა მას ზედან იუდასსა დანითგან ბერსაბედამდე!

11განკრთა იებოსთე სიტყჳსა ამისთჳს და ვერარა მიუგო სიტყუაჲ აბენერს შიშისა მისგან.

12და წარავლინა აბენერ მოციქული დავითისა თესალმუსის ქუეყანასა და ჰრქვა მას: აღმითქუ მე აღთქმა, და ჴელნი მიგცნე შენ და მოვაქციო ყოველი ისრაჱლი შენდა!

13და ჰრქუა დავით: კეთილ არს! ეგრე ვყო, გარნა სიტყუასა ერთსა გეტყჳ შენ: არა იხილო პირი ჩემი, ვიდრემდის არა მოიყვანო ცოლი ჩემი მელქოლ, ასული საულისი, რაჟამს მოხჳდოდი შემთხუევად ჩემდა.

14და წარავლინა დავით მოციქული იებოსთეს, ძისა მის საულისა, და ჰრქუა: მომეც მე ცოლი ჩემი მელქოლ, რომელი მოვიგე მე ასეულითა მით წინადაუცუეთელებით უცხოთესლთასა!

15და წარავლინა იებოსთე და მოუღო ქმარსა თჳსსა ფალტიას, ძესა სელლასა.

16და მოსდევდა ქმარი იგი ცოლსა თჳსსა და ტიროდა იგი, ვიდრე მოჰყვანდა მელქოლ ბარაკადამდე: მაშინ ჰრქუა აბენეზერ ფალტიას, ვიდრე თანაუვიდოდა მაგას: წარვედ სახიდ შენდა! და მუნთქუესვე უკუნიქცა ფალტია და წარვიდა.

17და ჰრქუა აბენერ მოხუცებულთა მათ ისრაჱლისათა: გუშინ და ძუღან ეძიებდით დავითსა, გინდა მეფობაჲ მისი თქუენ ზედა.

18აწ აღასრულეთ ნება თქუენი და მიდით მის წინაშე! რამეთუ იტყოდა უფალი დავითისთჳს, თქუა: ჴელითა დავითის, მონისა ჩემისათა, ვიჴსნა ერი ჩემი ისრაჱლი უცხოთესლთაგან და ყოველთაგან მტერთა მათთასა!

19და ეტყოდა აბენერ ყურთა ბენიამენისთა. და წარვიდა აბენერ თხრობად დავითისა ქებრონს სიტყჳსა მისთჳს, რომელ თქუეს ძეთა ისრაჱლისათა და ყოველმან სახლმან ბენიამენისამან.

20და მივიდა აბენერ დავითის თანა ქებრონად და მის თანა იყო ოც ოდენ კაცი. და ყო დავით აბენერისთჳს და კაცთა მათ, რომელ მის თანა იყუნეს, სიხარული და შვება დიდი.

21და ჰრქუა აბენერ დავითს: აწ განმიტევე მე და წარვიდე და შემოგიკრიბო უფალსა ჩემსა ყოველივე ისრაჱლი და დავდვა აღთქმა ჩემი შენდა მიმართ! და მეფობდე ყოველსა ზედა, რომელთა ჰნებავს სულსა შენსა! უჯმნა დავით აბენერს და წარვიდა მშჳდობით მუნთქუესვე.

22და, აჰა, იოაბ და მონანი დავითისნი მოვიდეს ბანაკისა მისგან დიდითა ნატყუენავითა, ხოლო იოაბ არა იყო დავითისა თანა ქებრონად, რაჟამს მიავლინა და წარვიდა მშჳდობით,

23იოაბ და ყოველი ერი მისი, ვითარცა მოვიდნენ და მიუთხრეს იოაბს და ჰრქუეს, ვითარმედ: მოვიდა აბენერ, ძე ნერისი, დავითისა და განუტევა იგი მშჳდობით და წარვიდა მუნთქუესვე.

24შევიდა იოაბ წინაშე მეფისა და ჰრქუა მას: რა ჰქმენ ესე, რამეთუ მოვიდა შენდა აბენერ, ძე ნერისი, და შენ განუტევე იგი, წარვიდა მშჳდობით?

25ანუ შენ არა იცოდეა უკეთურება იგი აბენერისი, რამეთუ შეტყუვილად შენდა მოვიდა იგი და განცდად შესავალ-გასავალთა შენდა ცნობად, რასა შენ იქმ?

26და გამოვიდა იოაბ მეფისაგან, დასწინა მოციქულნი აბენერს და მიაქციეს იგი გარე ჯურღმულითგან სეირისა და დავით არა იცოდა.

27უკუმოქცევასა აბენერისასა მიეგებოდა იოაბ და მიაქცია გუერდით კერძო ბჭეთა მათ და ჰზრახვიდა მას ზაკჳთ, და უგმირა გუერდსა მისსა მახჳლი და მოკლა იგი, და მოკუდა აბენერ ნაცვლად ასაელისა სისხლისათჳს ძმისა იოაბისასა.

28ამისა შემდგომად, ვითარცა ესმა დავითს, თქუა: უბრალო ვარი მე და მეფობა ესე ჩემი უფლისა მიერ სისხლისა მისგან უკუნისამდე, სისხლისაგან აბენერისა, ძისა ნერისა.

29ხოლო სისხლი იგი აბენერისი თავსა ზედან იოაბისასა იყავნ და ყოველთა ზედან სახლსა მამისა მისისასა! და ნუ მოაკლოს სახლსა იოაბისასა უბითა ხაშმი, კეთროვანი, და პურის-მთხოველი, და მახჳლითა მომკუდარი და სიყმილითა.

30იოაბ და აბესა, ძმა მისი, უმზირდეს მარადის აბენერს მოკლვად ნაცვლად სისხლისა მის ასაელისა, ძმისა მათისა, რომელი-იგი მოკლა ბრძოლასა შინა გაბაონს.

31და ჰრქუა დავით იოაბს და ყოველსა ერსა, რომელნი მის თანა იყუნეს: ჴელი მიჰყავთ საყელესა, მოიპეთ სამოსელი თქუენი და შთაიცჳთ ძაძა და სტიროდეთ აბენერს! და თავადი მეფე წინაუძღოდა საქუმელთა მათ აბენერისთა.

32და მოიღეს და დაფლეს იგი ქებრონს. აღიღო ჴმაჲ მეფემან, სამარესა მას ზედა ტიროდა და ატირებდა ერსა მას აბენერსა ზედა.

33შეასხმიდა, ჴმითა გოდებდა და იტყოდა: მსგავსად სიკუდილისა მის უგუნურისა მოკუდა აბენერ!

34ჴელნი შენნი არა შეიკრნეს და არცა ფერჴნი შენნი ბორკილითა. პირველად, ვითარცა ნაბალ, წინაშე ნაშობთა მათ უსჯულოებისათა დაეცა და შეკრბა ყოველი ერი ტირილად მისსა.

35და მოვიდა ყოველი ერი წინაშე დავითისა და ეტყოდეს მას, რათა ჭამოს პური, ხოლო მან არა ინება. და ფუცა დავით და თქუა: ესე მიყავნ ღმერთმან და ესე შემძინენ, უკუეთუ ვჭამო პური, გინა სხუა რამე ვიდრე მწუხრამდე.

36ვითარცა ესმა ერსა მას, სათნო-უჩნდა მათ ყოველივე, რაჲცა ყო დავით.

37და გულისხმა-ყვეს მას დღესა შინა ყოველმან ერმან ისრაჱლისამან, რამეთუ ბრძანებითა მეფისათა არა იყო სიკუდილი აბენერისი, ძისა ნერისი.

38სიტყუად იწყო მეფემან ერისა მისა და ჰრქუა: არა იცითა, რამეთუ დღეს მთავარი დიდი დაეცა ისრაჱლსა შორის?

39ანუ არა უწყით, რამეთუ ნათესავი და მეგობარი და ჴელმწიფე დიდი მოკუდა? ხოლო კაცნი ესე, ძენი შარუელისნი, გულფიცხელ არიან სასტიკებითა ჩემსა უფროს. მიაგენ მათ უფალმან საქმეთა მათთაებრ უკეთურთა!


წინა თავი შემდეგი თავი