მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე მეფეთა
თავი 5

1და მოვიდეს და მოკრბეს ყოველნივე ნათესავნი ისრაჱლისანი დავითისა ქებრონად და ჰრქუეს მას: აჰა, ესერა, ჩვენ ძვალნი ძვალთა შენთაგანნი და ჴორცნი ჴორცთა შენთაგანნი!

2რამეთუ პირველცა, ვიდრე საულ მეფე იყო ჩუენ ზედა, შენვე იყავ წინამძღუარ და მბრძანებელ ისრაჱლისა, რამეთუ შენ გრქვა უფალმან, ვითარმედ: შენ დამწყსო ერი ჩემი ისრაჱლი!

3და მოვიდეს და მოკრბეს ყოველნი მოხუცებულნი ისრაჱლისანი ქებრონად მეფისა თანა. დადვა აღთქმა მათ თანა დავით ქებრონს წინაშე უფლისა, და სცხეს დავითს მეფედ ყოველსა ზედა ისრაჱლსა.

4რამეთუ ოცდაათ წლისა იყო დავით, რაჟამს სცხეს მას მეფედ, და ორმეოც წელ მეფობდა იგი.

5შჳდ წელ და ექუს თუე მეფობდა ქებრონს იუდასა ზედა; ოცდაათსამეტსა წელსა მეფობდა ყოველსა ისრაჱლსა ზედა და იუდასა ზედა იერუსალჱმს.

6და წარვიდა დავით მეფე და ყოველი ერი მის თანა იერუსალჱმად იებუსელისა მის, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყო ყოველსა მას ქუეყანასა. ეუწყა დავითს, რამეთუ იტყოდეს იებუსელნი იგი, ვითა: არა შემოვიდეს დავით აქა, რამეთუ მჴდომად აღუდგეს ბრმანი და მკელობელნი! და იტყოდეს, ვითარმედ: ყოვლადვე ნუ შემოვალნ აქა დავით!

7და მოვიდა დავით და დაიპყრა ციხისციხე იგი სიონისი, ესე არს ქალაქი დავითისი.

8და უბრძანა დავით მას დღესა შინა: ყოველმან, რომელმან დასცეს იებუსელი, მახჳლი აღიღენ ბრმათა ზედან და მკელობელთა და მოსრენ იგინი, რომელთა სძულდა სული დავითისი! რამეთუ ამის გამო თქჳან სიტყჳსა ჯერად, ვითარმედ: ბრმანი და მკელობელნი ნუ შევლენ ტაზრად უფლისა.

9და დაემკჳდრა დავით ციხისციხესა მას და ერქვა მას ქალაქი დავითისი. და აღაშენა ქალაქი გარემოს ბორცუსა მას, და მასვე შინა აღქმნა ტაზარი თჳსი.

10და გამდიდრდებოდა დავით და უფალი ყოვლისა მპყრობელი იყო მის თანა.

11მაშინ მიუვლინნა მოციქულნი ქიარამ, მეფემან ტჳროსისამან, და მიუძღვნა მას ძელი ნაძჳსა და ფიჭჳსა, და მოუვლინნა მას ხურონი ძელისანი, მოქმედნი ქვისანი და აუშენეს მუნ ტაზარი დავითისა.

12და გულისხმა-ყო დავით, რამეთუ წარუმართა უფალმან მეფობა მისი ყოველსა ზედა ისრაჱლსა და აღიმაღლა მეფობა მისი ერისათჳს მისისა ისრაჱლისა.

13და ისხნა დავით სხუანი ცოლნი და ხარჭანი იერუსალემს შემდგომად მოსლვისა მისისა ქებრონით, და ესხნეს მას სხუანიცა ძეებ და ასულებ.

14და ესე სახელები არს შვილთა მისთა, რომელნი იშუნეს იერუსალჱმსა: სამაათ, ესებაჲ, ნათან, გალამან,

15იებარ, თუმუსუს, ელფალატ, ნაგეთ, ნაფეკ.

16ენნათ, ელსამის, ბალიდად, ელიფალეთ.

17და აგრძნეს უცხოთესლთა მათ, ვითარმედ სცხეს დავითს მეფედ ისრაჱლსა ზედან. და გამოვიდეს ყოველნი უცხოთესლნი მოძიებად დავითისა. და ვითარცა ესმა დავითს, ვითარმედ ეძიებენ მას უცხოთესლნი იგი, მოვიდა დავით ადგილსა მას ძნელოვანსა.

18და მივიდეს უცხოთესლნი იგი და განეზავეს უბესა მას ტიტანელთასა.

19და იკითხა დავით უფლისა მიერ და თქუა: უკუეთუ ჯერ-არს ჩემდა ზედამისლვად უცხოთესლთა მათ და მომცნე იგინი ჴელთა ჩემთა? და ჰრქვა უფალმან დავითს: მივედ, რამეთუ მიმიცემიან იგინი ჴელთა შენთა!

20და მოვიდა დავით და დაესხა უცხოთესლთა და მოსრნა იგინი და თქუა დავით: მოსრნა უფალმან მტერნი ჩემნი და უცხოთესლნი წინაშე ჩემსა, ვითარცა განიყვნიან და განიჭრიან წყალნი მრავალნი, რამეთუ ამის გამო ერქუმის ადგილსა მას ადგილი მოსასრველი.

21 და დაყარნეს უცხოთესლთა მათ სივლტოლასა მათსა კერპნი იგი მათნი. და აღიხუნა იგინი დავით და ერმან მისმან.

22მერმე შე-ღავე-სძინეს უცხოთესლთა მათ გამოსლვად კრებულად ჴშირად უბესა მას ტიტანელთასა.

23და იკითხა დავით უფლისაგან: უკუეთუ მივიდე უცხოთესლთა ზედა, მომცნე იგინი ჴელთა ჩემთა? და ჰრქუა უფალმან დავითს: ნუ განხვალ მათდა, არამედ გარემოიქეც და მახლობელად მათსა დაემალე ღელესა მას გლოისასა!

24და რაჟამს გესმეს შენ ჴმაჲ ძრვისა მაღნარისა ადგილსა მას გლოისასა, მაშინ მივედ მათ ზედა, რამეთუ მაშინღა გამოვიდეს უფალი წინაშე შენსა ბრძოლად და დაცემად უცხოთესლთა მათ.

25და ყო დავით, ვითარცა უბრძანა მას უფალმან. დასცნა უცხოთესლნი იგი გაბაონითგან გაზერადამდე.


წინა თავი შემდეგი თავი