მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე მეფეთა
თავი 6

1კუალად შეკრიბნა დავით ყოველი ჭაბუკი რჩეული სახლისაგან ისრაჱლისა, ვითარ სამასი ათასი კაცი.

2და წარვიდა დავით და ყოველი ერი მის თანა, მდიდარნი და მთავარნი სახლისა იუდასნი, აღსლვად ბორცუსა მას ზედა წარმოღებად კიდობნისა მის სჯულისასა, რომელსა ზედან წოდებულ არს სახელი უფლისა ღმრთისა ძალთასა, რომელსა ზედან დადგინებულ იყო ქერობინი მას ზედა.

3და აღიღის და დადგის კიდობანი იგი სჯულისა ურემსა ზედან ახალსა.

4და წამოიღეს იგი სახლისა მისგან ამინადაბისა, რომელი იყო ბორცუსა მას ზედა, და ოზიას, ძმათა მისთა და ძეთა ამინადაბისათა მოაქუნდა ურემი იგი კიდობნითურთ ღმრთისათ, და ძმანი მისნი ვიდოდეს გარემოსა კიდობანსა.

5და დავით და ყოველი ერი ისრაჱლისა იმღერდეს წინაშე კიდობანსა ღმრთისა ნესტჳთა და ქნარითა, ბობღნითა და ლინითა და პირად-პირადითა სახიობითა.

6და მოიწინეს ვიდრე კალომდე ორნია იებოსელისა. მას ჟამსა მიჰყო ჴელი თჳსი ოზია კიდობანსა ღმრთისასა, რათამცა დაამტკიცა, რამეთუ შეხარა იგი ზვარაკმან.

7და განრისხნა გულისწყრომით უფალი ოზიასა ზედა, მუნთქუესვე ურიდებისა მისთჳს განგალა იგი და მოკუდა კიდობანსა მას თანა უფლისასა წინაშე ღმრთისა.

8და შეუძნდა დავითს შემუსრვაჲ იგი ოზიასი. და ეწოდა ადგილსა მას" შესამუსრველი ოზიასი " მოდღენდელად დღედმდე.

9და შეეშინა დავითს უფლისაგან და თქუა: ვითარ შევიღო სახიდ ჩემდა კიდობანი სჯულისა ღმრთისა?

10და არა უნდა დავითს მიქცევად კიდობანი იგი უფლისა მისისა ქალაქსა დავითისასა, არამედ მიაქცია სახიდ აბედადისა გეთელისა.

11და დადგა კიდობანი უფლისა მუნ სამ თუე ოდენ და აკურთხა უფალმან სახელი იგი აბედადისი გეთელისა.

12მიუთხრეს დავითს: აკურთხა უფალმან სახლი აბედარისი და ყოველივე, რაჲცა არს მისი, კიდობნის გამო ღმრთისა! წარვიდა დავით და აღმოიღო კიდობანი სჯულისა ღმრთისა სახლისაგან აბედადისა ქალაქად დავითისა სიხარულით.

13და იყუნეს მის თანა, რომელთა მოაქუნდათ კიდობანი იგი, მემღერნი შჳდ დასად და საკლავები ზუარაკთა და კრავთა.

14დავით როკვიდა წინაშე კიდობნისა მის პარითა შორის მოსტჳნვართა მათ და მბობღნართა წინაშე უფლისა მკული სამკაულითა ძოწეულითა.

15და დავით და ყოველთა ერთა ისრაჱლისათა მოიღეს კიდობანი ღაღადებითა ჴმითა ნესტჳსათა.

16და შევიდოდა რა კიდობანი იგი უფლისა ქალაქად დავითისა, და მელქოლ, ასული საულისი, იჭჳრებოდა სარკმლით გამო და იხილა მეფე დავით, რამეთუ როკვიდა ქნარითა, მომღერალი წინაშე კიდობნისა უფლისა, და განგმო გულსა შინა თჳსსა.

17და მოიღეს და დადგეს კიდობანი იგი ღმრთისა კარავსა მას შინა, რომელი აღმართა დავით. და შეწირა დავით წინაშე უფლისა საკუერთხნი მშჳდობისანი.

18და რაჟამს აღასრულა შეწირვაჲ მსხუერპლთა და მშჳდობისათა, აკურთხა ყოველი იგი ერი სახელითა უფლისა ყოვლისა მპყრობელისათა.

19და განუყო ყოველსა მას ერსა და ყოველსა ძალსა ისრაჱლისათა დანითგან ვიდრე ბერსაბემდე: მამაცსა და დიაცსა, თჳთო კუერი პური და თითო დარანი ჴორცი და თჳთო მანდარი ტაბაკისაგან. და წარვიდა ერი იგი სახიდ თჳსად.

20და შეიქცა დავით კურთხევად სახლისა თჳსისა. და გამოეგებოდა მას მელქოლ, ასული საულისა, აკურთხა იგი და ჰრქუა: რაბამადღა რამე ჰაეროვან და დიდებულ იყავ შენ დღეს, მეფე ეგე ისრაელისა, რაჟამს განკვართულ იყავ შენ და მოხჳდოდე წინაშე მონათა შენთა და მჴევალთა, ვითარცა ვინ განიკვართის როკვასა თჳსსა, ეგრე რამე განკვართულ იყავ დღეს.

21მიუგო დავით მელქოლს და ჰრქუა: წინაშე უფლისა ჩემისა ვიხარებდე და ვროკვიდე. ხოლო კურთხეულ არს უფალი ჩემი, რომელმან გამომირჩია მე უფროს მამისა შენისა და ყოვლისა სახლისა მისისა, რამეთუ დამამტკიცა მე მთავრად ყოველსა ზედა ერსა თჳსსა ისრაჱლსა.

22მის წინაშე ვიხარებდე, და ვიმღერდე და ვროკვიდე წინაშე უფლისა და განვიკუართო სიხარულით უფრო და უფროს და შეურაცხად გამოვჩნდე წინაშე თუალთა შენთა და თუალთა მჴევალთა შენთასა, რომელთა წინაშე მარქუ მე, ვითარმედ: დიდებულ რამე შჩნდი!

23და მელქოლს, ასულსა საულისასა, აღარა ესვა შვილი, ვიდრე სიკუდიდმდე მისა.


წინა თავი შემდეგი თავი