მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეოთხე მაკაბელთა*
თავი 12

1როცა ისიც ჩააგდეს ქვაბში და კურთხეული სიკვდილით მოკვდა, მეშვიდე, ყველაზე ახალგაზრდა, წარდგა წინ.

2იგი შეებრალა მბრძანებელს, თუმცა მის ძმებზე სასტიკად იყო განრისხებული. გამოიხმო ყრმა, რომელიც ირგვლივ დაწყობილ ბორკილებს უყურებდა, სცადა მისი დაყოლიება, ეუბნებოდა:

3ხომ ხედავ შენს ძმათა უგუნურების დაგვირგვინებას. აკი დაიხოცნენ ისინი წამებით ურჩობის გამო.

4და შენც, თუ არ დამემორჩილები, წამებით ნაადრევი სიკვდილი მოგელის, მაგრამ თუ დამემორჩილები, ჩემი მეგობარი და დიდი მოხელე შეიქნები სამეფოში.

5

6ასე არწმუნებდა მას და მერე მისი დედაც მოაყვანინა, რომ ეთანაგრძნო ამდენი შვილის დამკარგავისთვის და დაეყოლიებინა იგი, ერჩია უკანასკნელი შვილისთვის დამორჩილება და თავის გადარჩენა.

7შვილმა კი, როცა მას დედა ებრაულ ენაზე დაელაპარაკა, როგორც მოგვიანებით ვიტყვით,

8თქვა: გამიშვით, სიტყვა მოვახსენო მეფესა და ყველა მის მეგობარს, ვინც თან ახლავსო.

9ყრმის ნათქვამით დიდად გახარებულმა მაშინვე გაუშვეს იგი.

10ყრმამ კი მიირბინა ტაფასთან.

11და თქვა: უღვთოვ, ყველა ბოროტეულზე უწმიდურო მტარვალო, არა გრცხვენია, ღვთისგან სიკეთეს და სამეფოს რომ იძენ, მის მსახურთ კი ხოცავ და რჯულის მიმდევართ აწამებ?

12ამისათვის შენ მწარედ მოგეგება სამართალი - მარადიული ცეცხლი და საგანჯველნი, საიდანაც უკუნისამდე ვერ იხსნი თავს.

13ნუთუ არა გრცხვენია, ადამიანს, მხეცზე უარესი რომ ხარ? შენივე მსგავსებს და იმავე სტიქიონთაგან შექმნილთ ენას რომ აჭრი და ამგვარად აწამებ?

14მაგრამ მათ, ღირსეულად დახოცილებმა აღასრულეს ღვთის სამსახური. შენ კი, ბოლოს მწარედ ინანებ, რომ ღირსებისთვის მებრძოლნი უმიზეზოდ დახოცე.

15და უკვე სიკვდილს მიწურულმა თქვა:

16არ მიღალატნია ჩემი ძმებისთვის სიქველეში,

17და ვევედრები ჩემი მამა-პაპის ღმერთს, შეიწყალოს ჩვენი ხალხი;

18შენ კი ცოცხალსაც და მკვდარსაც დაგსჯის.

19წარმოთქვა ეს ვედრება და თავად დაემხო ტაფაზე. ამგვარად გასწირა მან თავი.


წინა თავი შემდეგი თავი