მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეოთხე მეფეთა
თავი 1

1ეცრუვა მოაბ ისრაჱლსა შემდგომად სიკუდილისა მის აქაბისა.

2და გარდმოვარდა ოქოზია ქორსა მას არდაბაგით, რომელ-იგი იყო სამარიას, და დასნეულდა და წარავლინნა მოციქულნი და ჰრქუა მათ: მივედით და ჰკითხეთ ბაალს მწერსა, ღმერთსა მას აკკარონისასა, უკუეთუ განვერე მე ამას სენსა. და წარვიდეს კითხვად.

3და ანგელოზი უფლისა უწოდდა ელიას თეზბიტელსა და ჰრქუა: აღდეგ და მიეგებოდე მოციქულთა მათ ოქოზია მეფისა სამარიასათა და არქუ მათ: არამე არსა ღმერთი ისრაჱლისა შორის და მიხვალთ თქუენ კითხვად ბაალისასა, მწერსა მას და ღმერთსა აკკარონისასა?

4და არა ეგრე, არამედ ესრე იტყჳს უფალი: ცხედარსა მაგას ზედა, რომელსა აღჴედ, არა გარდამოჴდე მაგიერ, არამედ მაგას ზედა სიკუდილითა მოჰკუდე. და წარვიდა ელია და ჰრქუა მათ.

5და მიიქცეს მოციქულნი იგი მისავე და ჰრქუა მათ: რა არს, რამეთუ მოიქეცით?

6და ჰრქუეს მას: კაცი ერთი მოგვეგებოდა ჩუენ და გურქვა ჩუენ: მივედით და მოიქეცით მეფისა მის, რომელ წარმოგავლინა თქუენ და არქუთ მას: ესრე იტყჳს უფალი ამისთჳს, ვითარმედ: არა არს ღმერთი შორის ისრაჱლისა და მიხვალთ კითხვად ბაალისსა, მწერსა მას, ღმერთსა აკკარონისასა? არა ეგრე, არამედ ცხედარსა მაგას, რომელსა აღჴედ, მაგიერ არა გარდამოჴდე, არამედ მანდავე ზედა სიკუდილითა მოჰკუდე.

7და ჰრქუა მათ მეფემან: რა ხატი იყო კაცი იგი, რომელი მოგეგებოდა და გრქუა სიტყუაჲ ეგე?

8და ჰრქუეს: კაცი მატყიერ და სარტყელი ტყავისა ერტყა წელთა მისთა. და თქუა: ელია თეზბიტელი არს იგი.

9და წარავლინა ერგასისთავი ერგასისითურთ მისით, და მივიდეს მისა და ელია ჯდა ზედა თავსა მის მთისასა. სიტყუად იწყო ერგასისთავმან და ჰრქუა მას: კაცო ღმრთისაო, გიწოდს შენ მეფე, გარდამოჴედ მაგიერ!

10მიუგო ელია და ჰრქუა ერგასისთავსა მას: უკუეთუ კაცი ღმრთისა ვარ მე, გარდამოჴედინ ცეცხლი უფლისა მიერ ზეცით, შეგჭამენ შენ და ერგასისნი ეგე შენნი. და გარდამოჴდა ცეცხლი ზეცით და შეჭამა იგი და ერგასისნი იგი მისნი მის თანა.

11და შესძინა მეფემან და მიავლინა სხუაჲ ერგასისთავი და ერგასისნი მის თანა და აღჴდა ერგასისთავი იგი და ეტყოდა კაცსა მას ღმრთისასა:კაცო ღმრთისაო, ესრე იტყჳს მეფე: გარდამოჴედ მაგიერ ადრე.

12მიუგო ელია და ჰრქუა მას: უკუეთუ კაცი ღმრთისა ვარი მე, გარდამოჴედინ ცეცხლი ზეცით და შეგჭამენ შენ და ერგასისნი ეგე შენნი. და გარდამოჴდა ცეცხლი უფლისა მიერ და შეჭამა იგი და ერგასისნი მისნი მის თანა.

13და შესძინა მერმეცა მეფემან მესამედ და მიავლინა ერგასისთავი და ერგასისნი მის თანა. და მივიდა მისა ერგასისთავი იგი მესამე და დაიდგნა მუჴლნი წინაშე ელიასა, ევედრებოდა მას და ეტყოდა: კაცო ღმრთისაო, დიდებულ-ყავ თავი მონისა შენისა და თავნი ერგასის ამათ მონათა შენთანი წინაშე თუალთა შენთა.

14რამეთუ, აჰა, ესერა, გარდამოვარდა ცეცხლი ზეცით და შეჭამნა ორნივე იგი ერგასისთავნი პირველნი და ერგასისნი მისნი და შეარაცხენ აწ თავნი მონათა ამათ შენთანი წინაშე თუალთა შენთა.

15და ჰრქუა ანგელოზმან უფლისამან ელიას: გარდამოვედ და მივედ მაგის თანა და ნუ გეშინინ პირისაგან მათისა. და აღდგა და გარდამოვიდა მიერ მათ თანა მეფისა.

16და ეტყოდა ელია მას და ჰრქუა: ამისთჳს, რამეთუ მიავლინენ მოციქულნი კითხვად ბაალისა, მწერისა მის, ღმრთისა აკკარონისა, რეცა არა არს ღმერთი შორის ისრაჱლისა კითხვად მის მიერ, არა ეგრე, არამედ ცხედარსა მაგასა ზედა, რომელსა აღჴედ, არა გარდამოჴდე მაგიერ, არამედ სიკუდილითა მოჰკუდე.

17და მოკუდა ოქოზია მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, ვითარცა ეტყოდა ელია (და იორამ, ძე აქაბისი, მეფობდა ისრაჱლსა ზედა სამარიასა ათორმეტ წელ წელსა მას მეთურამეტესა იოსაფატისასა, მეფისა იუდასსა, და ქმნა ბოროტი წინაშე, უფლისა, ხოლო არა ვითარცა ძმათა თჳსთა და დედამან თჳსმან, დაამჴუნა ძეგლნი იგი ბაალისნი, რომელ აღმართნა მამამან მისმან და დამუსრნა იგინი, ხოლო ცოდვასა მას სახლისა იერობოამისასა, ძისა ნაბატისა, რომელმან აცთუნა ისრაჱლი, შეუდგა და არა განეშორა. და განრისხნა გულისწყრომითა უფალი სახლსა ზედა აქაბისასა) და მეფობდა იორამ, ძმა მისი, მის წილ წელსა მესამესა იორამ მეფისა იუდეასსა, ძისა იოსაფატისსა, რამეთუ არა ესვა მას ძე.

18და ნეშტნი სიტყუათა ოქროზისთანი და, რომელ ქმნა, აჰა, ესერა, ყოველი წერილ არს წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა.


შემდეგი თავი