მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეოთხე მეფეთა
თავი 16

1წელსა მას მეათჩჳდმეტესა სუფევასა ფაკეს, ძისა რრომელისასა, მეფობდა აქაზ, ძე იოათამისი.

2ძე ოცდახუთის წლისა იყო აქაზ დადგომასა მისსა მეფედ. ათექუსმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს და არა ქმნა სამართალი წინაშე უფლისა ღმრთისა, ვითარცა-იგი დავით, მამამან მისმან.

3და ვიდოდა გზათა იორობოამისთა, ძისა ნაბატისსა, მეფისა ისრაჱლისასა, ამან შვილნიცა თჳსნი შესთხივნა ცეცხლსა მსგავსად საძაგელებისა მის ნათესავთა მათ, რომელნი მოსპნა უფალმან პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა.

4და უზორვიდა და უკმევდა მაღალთა მათ ზედა ბორცუთა და ქუეშე ყოველთა ხეთა მაგრილობელთა.

5მას ჟამსა გამოვიდა რაასონ, მეფე ასურასტანისა, და ფაკეე, ძე რრომელისი, მეფე იგი ისრაჱლისა, იერუსალჱმსა ზედა ბრძოლად და მოიცვეს იგი აქაზის ზე და ვერ შეიძლეს დაპყრობად მისა.

6მას ჟამსა დაიპყრა რაასონ, მეფემან ასურასტანისამან, აილათი და გამოიყვანნა ურიანი აილათით. და მოვიდეს ედომელნი და დაემკჳდრნეს აილათს მოდღენდელად დღედმდე.

7და წარავლინნა აქაზ მოციქულნი თეგლათფალსარ მეფისა მის ასურასტანისა და ჰრქუა: მონა შენი, შვილი შენი ვარ მე. გამოვედ და მიჴსენ მე ჴელთაგან მეფისა ასურთასა და ჴელთაგან მეფისა ისრაჱლისათა, რამეთუ აღდგომილ არიან ჩემ ზედა.

8და მოიღო ოქრო და ვეცხლი, რომელ იპოვა საფასესა სახლსა უფლისასა და სახლსა მას სამეფოსა და მიუძღვანა მეფესა მას ასურთასა ძღუნად.

9და ისმინა მისი მეფემან ასურასტანისამან და გამოვიდა მეფე იგი ასურთა ზედა დამასკესა და დაიპყრა იგი და წარტყუენა იგი, და კვირენ და რაასონ მოსრნა.

10და წარვიდა მეფე აქაზ და მიეგებოდა თეგლათფალსარს, მეფესა მას ასურთასა, დამასკედ. და იხილა აქაზ საკურთხეველი იგი, რომელი იყო დამასკეს. და წარავლინა მეფემან აქაზ ურია მღდელისა და მიუძღუანა ზომი და მოასწავა მსგავსება ქმნულებისა მისისა.

11და ქმნა ურია მღდელმან საკურთხეველი იგი მსგავსად ქმნულებისა მის, ვითარცა უბრძანა მეფემან აქაზ დამასკეთ, ეგრევე სახედ ქმნა ურია მღდელმან ვიდრე მოსლვადმდე აქაზ მეფისა დამასკედ.

12იხილა საკურთხეველი იგი და აღჴდა მეფე საკურთხეველსა მას ზედა და შეწირნა შესაწირავნი იგი თჳსნი და მსხუერპლნი, და სათნონი.

13და დასთხია სისხლი დასამშჳდებელთა თჳსთა.

14და საკურთხეველი იგი რვალისა, რომელ დგა წინაშე უფლისა, ცვალა პირისაგან სახლისა უფლისა ადგილით თჳსით და დადგა იგი ბღუარით კერძო საკურთხეველსა მას.

15და ამცნო მეფემან აქაზ ურიას მღდელსა და ჰრქუა: ზედა საკურთხეველსა მაგას დიდსა შესწირნე შესაწირავნი იგი ცისკრისანი და შესაწირავნი მწუხრისანი და შესაწირავნი მეფისანი და მსხუერპლნი მისნი და შესაწირავი ერისა მაგის ქუეყანისა და ზორვილნი მათნი და მსხუერპლნი მათნი და ყოველი სისხლი მსხუერპლთა მათთა და ყოველი ზორვილთა მათ დაასხა მას ზედა. და საკურთხეველი იგი სპილენძისა იყოს ჩემდა აღსამსთობელად.

16და ყო ურია მღდელმან მსგავსად ყოვლისა მის მცნებისა, ვითარცა ამცნო მას მეფემან აქაზ.

17დაჭრა მეფემან აქაზ კარშიკები მექონოთთა მათ და ცვალნა მათგან ავაზანნი იგი, და ზღუაჲ იგი გარდამოიღო კუროთა მათგან ათორმეტთა სპილენძისათა, რომელ იყუნეს ქუეშე მისსა, და დადვა იგი ზედა ქვებსა ხარისხსა.

18და საძირკველი საყდრისა მის აღაშენა სახლსა მას უფლისასა, დამშჳდებით იყო შესლვა და გასლვა მეფისა სახლსა მას უფლისასა პირისაგან მეფისა მის ასურასტანელისათა.

19და ნეშტნი სიტყუათა აქაზისთანი, რომელ ქმნნა, აჰა, არა წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ იუდასთასა?

20და დაიძინა აქაზ მამათა თჳსთა თანა ქალაქსა დავითისსა. და მეფობდა ეზეკია, ძე მისი, მის წილ.


წინა თავი შემდეგი თავი