მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეოთხე მეფეთა
თავი 19

1და იყო, ვითარცა ესმა ეზეკიას მეფესა, დაიპო სამოსელი თჳსი და შთაიცვა ძაძაჲ და შევიდა სახლსა მას უფლისასა.

2და წარავლინნა ელიაკიმ ეზოსმოძღუარი და სომნა მწიგნობართმოძღუარი და მოხუცებულნი მღდელთანი ძაძაჩაცმულნი ესაია წინაწარმეტყუელისა მიმართ ძისა ამოსისა.

3და ჰრქუა მას: ესრეთ იტყჳს ეზეკია: დღე ჭირისა და ურვისა არს დღე ესე, რამეთუ მოწევნილ არიან სალმობანი მუცელქმნილთანი და ვერ შობენ.

4ისმინოს ხოლო თუ ღმერთმან შენმან სიტყუაჲ იგი რაფსაკისი, რომელ მოავლინა იგი მეფემან ასურასტანისამან, უფალმან მისმან, შეურაცხებად ღმრთისა ცხოველისა და ყუედრებად სიტყუათა, რომელ ესმა უფალსა ღმერთსა შენსა, და ლოცვა-ყავ ნეშტთა ამათთჳს, რომელ დაშთომილ არიან.

5და მივიდეს მონანი იგი ეზეკია მეფისანი ესაიასა.

6და ჰრქვა მათ ესაია: ესრე არქუთ უფალსა მას თქუენსა: ესრე იტყჳს უფალი: ნუ გეშინინ პირისაგან სიტყუათა მათ, რომელ გესმეს, რომლითა მყუედრებდეს მე მონანი მეფისა მის ასურასტანისანი.

7აჰა, მივავლინო მისა სული უკეთური და ესმეს ბავთი და მიიქცეს ქვეყანად თჳსა, და დავსცე იგი მახჳლითა ქუეყანასა თჳსსა.

8და მიიქცა რაფსაკ და პოვა მეფე იგი ასურასტანისა, რამეთუ ჰბრძოდა ლობნასა და ესმა, ვითარმედ იტრა ლაქისით.

9და მას ესმა თართაკ მეფისა მის ეთიოპელთასა და თქუეს, ვითარმედ: აჰა, ესერა, გამოსრულ არს ბრძოლად შენდა. და წარვიდა სოფლად თჳსა და მიავლინნა მოციქულნი ეზეკიასა და თქუა:

10ესრეთ ეტყოდით ეზეკიას, მეფესა იუდასა: ნუ გაცთუნებნ შენ ღმერთი იგი შენი, რომელსა შენ ესავ, ვითარმედ არა მისცეს იერუსალჱმი ჴელთა მეფისა ასურასტანელთასა.

11აჰა, შენ თჳთ გასმიეს ყოველი, რა ჰყვეს მეფეთა მათ ასურასტანისათა ყოველსა მას სოფლებსა, ვითარ წარტყუენნეს იგინი და აწ შენ განრინებასა ჰგონებ?

12იჴსნნეს ნუ იგინი ღმერთთა მათ ნათესავთა, რომელნი-იგი განრყუნეს მამათა ჩუენთა გოიზანი და ქარანი და რაფათი და ძენი იგი ედომისნი კიდედმდე ზღჳსა.

13სადა არს მეფე იგი ემათისი და მეფე არფათისი? და მეფე ქალაქისა მის სეფერუმისი ანადავა?

14და მიიღო ეზეკია როარტაკი იგი ჴელთაგან მათ მოციქულთასა და წარიკითხა და შევიდა სახლსა მას უფლისასა და განმარტა იგი ეზეკია წინაშე უფლისა.

15და ილოცვიდა ეზეკია წინაშე უფლისა და თქუა: უფალო ღმერთო ისრაჱლისაო, რომელი ზი ქერობინთა, შენ მხოლო ხარ ღმერთი ყოველთა ზედა მეფეთა ქუეყანისათა, შენ შექმენ ცა და ქუეყანა.

16მოყავ, უფალო, ყური შენი და ისმინე; აღიხუენ, უფალო, თუალნი შენნი და იხილენ და ისმინენ სიტყუანი იგი სენაქერიმისნი, რომელ მოავლინა ყუედრებად ღმრთისა ცხოველისა.

17რამეთუ ნანდვილვე, უფალო, წარწყმიდნეს მეფეთა მათ ასურასტანისათა ნათესავნი იგი და ქუეყანა მათი.

18და მისცნეს ღმერთნი მათნი ცეცხლსა, რამეთუ იყუნესვე არა ღმერთ, არამედ ქმნილნი ჴელთა კაცთანი, ძელისანი და ქვისანი, და წარწყმიდნეს იგინი.

19და აწ, უფალო ღმერთო ჩუენო, გჳჴსნენ ჩუენ ჴელთაგან მისთა, რათა ცნან ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა, რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი მხოლო.

20და მიავლინა ესაია, ძე ამოსისი, და ჰრქუა: ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ძალთა, ღმერთი ისრაჱლისა: რომელ-ეგე ილოცე ჩემდა მომართ სენაქირიმის თანა, მეფისა ასურასტანელისა, ვისმინე.

21ესე სიტყუაჲ არს, რომელსა იტყოდა მისთჳს უფალი: შეურაცხ-გყო და განგბასრა შენ, ქალწულო, ასულო სიონისაო. თავი შეხარა შენ ზედა ასულმან იერუსალჱმისამან.

22ვინ აგინე და შეურაცხ-ყავ, ანუ ვის ზედა აღიმაღლე ჴმაჲ შენი ყუედრებად და აღიხილენ თუალნი შენნი წმიდისა მიმართ ისრაჱლისა.

23მოციქულთა შენთა მიერ აყუედრე უფალსა და სთქუ: სიმრავლითა ეტლთა ჩემთათა აღვჴედ სიმაღლესა მთათა მათ ლიბანისათა, და მოვკაფე სიმაღლე ნაძუთა, რჩეულ-რჩეული იგი ფიჭუთა, და მივიწიე დასასრულსა მაღნარისა მის კარმელისასა.

24მე დავიცევ და ვსუ წყალი უცხოსი და განვაჴმნე და დავტკებნე ბრჭალითა ჩემითა ყოველნი შესაკრებელნი წყალთანი.

25არამედ გასმიეს შორით ეგე, რომელ ვყავ დღეთა პირველთა, დავბადე ეგე და განვასრულე ეგე და იქმნეს წარსტყუენველად მბრძოლთა ქალაქთა ძნელოვანთა.

26და რომელნი დამკჳდრებულ იყუნეს მას შინა, მოუძლურდეს ჴელითა და შეძრწუნდეს და ჰრცხუენა. და იქმნეს ვითარცა თივა ველისა და ვითარცა მწუანე თივისა ერდოსა და დასატკეპნელად წინაშე მიწევნულთა მაგის ზედა.

27აწ ჯდომა შენი და გამოსლვა და შესულა შენი უწყი და გულისწყრომა შენი,

28რომელ განრისხენ ჩემ ზედა და აღმღერება ეგე შენი მოიწია ყურთა ჩემთა და აწ განვაცვა ხრატუკი ცხჳრთა შენთა და დანდალი ყბასა შენსა და უკუნგაქციო შენ გზასა მას, რომელსაცა მოხუედ.

29და შენდა ესე სასწაული იყავნ: ამას წელსა შეჭამო დაკრებილი შენი, და მეორესა წელსა შეჭამო გერი მისი, და მესამესა წელსა სთესოთ და მოიმკოთ და დანერგოთ ვენაჴები, და სჭამოთ ნაყოფისა მათისა.

30და იყოს სახლსა მაგას იუდასსა და რომელ-იგი დაშთომილ იყოს, დაიბნეს ძირნი დამართ და გამოსცეს ნაყოფი.

31რამეთუ ერუსალჱმით გამოჴდეს დაშთომილი და სიონით მთით განრინებული, შურმან უფლისა ძალთასამან ყოს ესე.

32ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი მეფისა მისთჳს ასურასტანელთასა: არა შევიდეს იგი ქალაქსა მაგას, არა შესტყორცნეს მაგას ისარნი და არა გარემოადგეს მაგას ფარებითა და არა მიაქციოს მაგასა ზედა მიწა.

33გზასა, რომელსა მოვიდა, მასვე მიიქცეს და ქალაქსა მაგას არა შევიდეს, - თქუა უფალმან, -

34და ზედამდგომელ ვექმნე ქალაქსა მაგას ჴსნად მაგისა ჩემთჳს და დავითისთჳს, მონისა ჩემისა.

35და იყო, მოწევნასა მას ღამისასა გამოვიდა ანგელოზი უფლისა მიერ და მოსრა ბანაკისა მისგან ასურთასა ასოთხმეოცდახუთი ათასი და აღიმსთვეს განთიადსა მას და, აჰა, იხილეს ეგეოდენი იგი გუამი მომკუდარი.

36და აღიტრა და წარვიდა სენაქერემ, მეფე იგი ასურასტანისა, და დაემკჳდრა ნინევის.

37და იყო, ვიდრე თაყუანის-სცემდა სახლსა მას ნერსაქისსა ღმერთთა თჳსთა, და ადრიმელექ და სარასარ, ძეთა მისთა, დასცეს იგი მახჳლითა. და იგინი მეოტად წარვიდეს ქუეყანად არარატისა და მეფობდა ასურდან, ძე მისი, მის წილ.


წინა თავი შემდეგი თავი