მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეოთხე მეფეთა
თავი 2

1და იყო, აღყვანებასა მას ელიასსა უფლისა მიერ ძრვით ზეცად და წარვიდეს ელია და ელისე გალგალით.

2და ჰრქუა ელია ელისეს: ჯედ შენ აქა, რამეთუ უფალსა მიუვლინებიე მე ბეთელადმდე. და ჰრქუა ელისე: ცხოველ არს უფალი და ცხოველ არს სული შენი! არა დაგიტეო შენ. და მივიდოდეს ბეთელად.

3და გამოეგებოდეს ძენი იგი წინაწარმეტყუელთანი, რომელ იყუნეს ბეთელს, შემთხუევად მათა და ჰრქუეს ელისეს: შენ უწყიმეა, რამეთუ დღეს აღამაღლებს უფალი უფალსა მაგას შენსა თავისაგან შენისა? და ჰრქუა მათ: უწყი მეცა, დუმენით.

4და ჰრქუა ელია ელისეს: ჯედ აქა, რამეთუ უფალსა მიუვლნებიე მე იერიქოდ. და ჰრქუა: ცხოველ არს უფალი და ცხოველ არს სული შენი! არა დაგიტეო შენ. და მივიდეს იერიქოდ.

5და მოეგებოდეს ძენი იგი წინაწარმეტყუელთანი, რომელნი იყუნეს იერიქოს და ჰრქვეს ელისეს: უწყიმეა, რამეთუ დღეს უფალი აღამაღლებს უფალსა მაგას შენსა თავისაგან შენისა? და თქუა: უწყი მეცა, თქუენ დუმენით.

6და ჰრქუა ელია ელისეს: ჯედ შენ აქა, რამეთუ უფალსა მიუვლინებიე იორდანედ და ჰრქუა ელისე: ცხოველ არს უფალი და ცხოველ არს სული შენი! და არა დაგიტეო შენ. და წარვიდეს ორნივე.

7და ერგასის კაცი ძეთა მათ წინაწარმეტყუელთა დადგეს პირისპირ განშორებულად მათსა და დადგეს ორნივე იგი კიდესა იორდანისასა.

8და მოიღო ელია ხალენი იგი თჳსი, შეკეცა და სცა წყალსა მას. და განიპო წყალი იგი იმიერ და ამიერ, წიაღჴდეს ორნივე ჴმელსა.

9და იყო, ვითარცა წიაღჴდეს და ჰრქუა ელია ელისეს: ითხოვე რაჲ ჩემგან, ვიდრე არღა ამაღლებულ ვარ მე შენგან. და ჰრქუა ელისე ელიას: იყავნ მრჩობლი სული შენი ჩემ ზედა!

10და ჰრქვა ელია: ფიცხლად ითხოვე, უკუეთუ მიხილო ამაღლებული შენგან, იყავნ ეგრე, უკუეთუ არა, ნუ იყოფინ!

11და იყო სლვასა ოდენ მათსა და სიტყუასა, აჰა, ეტლნი ცეცხლისანი და ცხენნი ცეცხლისანი. და განეშორნენ იგინი ურთიერთსა და აღიტაცა ელია ძრვით ზეცად.

12და ელისე ხედვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: მამაო, მამაო, ეტლო ისრაჱლისაო და მჴედარო მისო! და არღარა ხედვიდა მას და შებმა-უყო სამო- სელსა და განაპო.

13და აღიღო ელისე ხალენი იგი ელიასი, რომელ დაეცა მის ზედა, და მოიქცა ელისე და დადგა კიდესა იორდანისასა.

14და მოიღო ხალენი იგი ელიასი, რომელ დაეცა მის ზედა და სცა წყალსა მას და არა განიპო და თქუა ელისე: სადა არს უფალი ღმერთი ელიასი აფფო? და სცა წყალსა მას მეორედ და განიპო ორად და წიაღჴდა ელისე ჴმელსა.

15და ვითარცა იხილეს ძეთა მათ წინაწარმეტყუელთასა, რომელნი იერიქოს იყუნეს, და თქუეს: დაადგრა სული ელიასი ელისესა ზედა! და მიეგებოდეს მას და თაყუანი-სცეს პირსა ზედა ქუეყანისასა.

16ჰრქუეს: აჰა, ესერა, არიან მონათა შენთა თანა კაცნი ერგასისნი, ძენი ძლიერებისანი, წარვიდენ და მოიძიონ უფალი შენი, ნუუკუე აღიტაცა სულმან უფლისამან და დააგდო იგი იორდანესა ოდენ, ანუ ერთსა მთათაგანსა სადამე, ანუ ბორცუთაგანსა. და ჰრქუა ელისე: ნუ წარავლინებთ.

17და აიძულეს მას, ვიდრემდის ჰრცხუენაცა და ჰრქუა: წარავლინეთ! და წარავლინეს ერგასისნი კაცნი და ეძიებდეს სამ დღე და არა პოეს.

18და მოიქცეს მისა და იგი ჯდა იერიქოს და ჰრქვა მათ ელისე: არა გარქუ თქუენ, ვითარმედ ნუ მიხვალთ?

19და ჰრქუეს კაცთა მის ქალაქისათა ელისეს: აჰა, ესერა, საყოფელი ამის ქალაქისა კეთილ არს, ვითარცა შენ, უფალი ჰხედავ და წყალნი ესე ბოროტ და შვილთმომსრველ.

20და ჰრქუა ელისე: მომართუთ მე სარწყული ერთი ახალი. და მოართვეს მას.

21და მივიდა ელისე თვალსა მას ზედა წყაროსასა და შთაასხა მას მარილი და თქუა: ესრეთ იტყჳს უფალი: განვკურნებ წყალთა ამათ და ნუღარამცა არს მაგისგან სიკუდილი და ნუცაღა შვილთა სრვა.

22და განიკურნეს წყალნი იგი მოდღენდელად დღემდე მსგავსად სიტყჳსა მის ელისესისა, ვითარცა თქუა.

23და გამოვიდა მიერ ელისე და მოვიდოდა ბეთელად და, ვითარცა აღვიდოდა გზასა მას, გამოჴდა ყრმები მცირები ქალაქით, ესროდეს ქვითა და ეკიცხევდეს და ეტყოდეს: აღვიდოდე, მტერ, აღვიდოდე, მტერ.

24უკმოექცა მათ და დასწყევნა იგინი სახელითა უფლისათა და თქუა: შვილნო ცოდვისანო და ცალიერებისანო! და გამოჴდეს ორნი დათუნი მაღ- ნარით და განბძარნეს მათგანნი ორმეოცდაორი ყრმა.

25და წარვიდა მიერ მთასა მას კარმელსა და მუნით მიაქცია სამარიად.


წინა თავი შემდეგი თავი