მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეოთხე მეფეთა
თავი 24

1და დღეთა მისთა ოდენ აღმოვიდა ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილოვნისა, მას ქუეყანასა და იყო მისა იოაკიმ მონა სამ წელ და მოიქცა და შეურაცხ-ყო იგი.

2და მოუვლინა უფალმან მას მტევებარნი ქალდეველთანი და მტევებარნი ასურთანი და მოაბელნი და ძენი ამონისნი და გამოავლინნა იგინი იუდასა ზედა წარწყმედად მისა მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, რომელსა იტყოდა ჴელითა მონათა მისთა წინაწარმეტყუელთაჲთა.

3რამეთუ გულისწყრომა უფლისა იყო იუდასა ზედა განშორებად იგი პირისაგან მისისა ყოველთათჳს ცოდვათა მანასესთა, რაოდენი ქმნა.

4სისხლთა მათთჳს უბრალოთა, რაჲ დასთხია და აღავსო იერუსალჱმი სისხლითა უბრალოთა, და არა ინება უფალმან ლხინებად მათა.

5და ნეშტნი სიტყუათა იოაკიმისთანი და ყოველი, რაოდენი ქმნა, ანუ არა, ესერა, წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა იუდასთასა? და დაიძინა იოაკიმ მამათა თჳსთა თანა და დაეფლა მტილსა მას ოზიასასა მამათა მისთა თანა.

6და მეფობდა იოაკიმ, ძე მისი, მის წილ.

7და არღარა შესძინა მერმე მეფემან ეგჳპტისამან გამოსლვად ქუეყანით მისით, რამეთუ დაიპყრა მეფემან ბაბილოვნისამან ჴევითგან ეგჳპტისათა ვიდრე მდინარედმდე ეფრატად ყოველი ქუეყანა, რაოდენი იყო მეფისა ეგჳპტისა.

8ძე ათურამეტისა წლისა იყო იოაკიმ მეფობასა მისსა და სამ თუე მეფობდა იერუსალიმს და სახელი დედისა მისისა - ანეესთან, ასული ელემათესი, იერუსალიმით.

9და ქმნა იოაკიმ ბოროტი წინაშე უფლისა ყოვლისა მისებრ, რაოდენი ქმნეს მამათა მისთა.

10მას ჟამსა შინა აღმოვიდა ნაბოქოდონოსორ, მეფე ბაბილოვნისა, იერუსალიმად და იღუაწა ქალაქი იგი გარემოცვად.

11და მოვიდა მეფე ბაბილოვნისა ქალაქად; მონანი იგი ნაბოქოდონოსორისნი გარემოადგეს მას.

12და განვიდა იოაკიმ, მეფე იუდასი, მეფისა ბაბილოვნისა, იგი და დედა მისი და მთავარნი მისნი და მონანი მისნი და საჭურისნი მისნი. და განიყვანა იგი მეფემან ბაბილოვნისამან მერვესა წელსა მეფობისა მისისასა.

13და გამოიღო მიერ ყოველი საფასე სახლისა უფლისა და საფასე სახლისა სამეფოსა და შემუსრა ყოველი ჭურჭელი ოქროსა, რომელი ექმნა სოლომონ მეფესა ისრაჱლისასა ტაძარსა უფლისა, ვითარცა იტყოდა უფალი.

14და წარიყვანა ყოველი იერუსალიმი და ყოველნი მთავარნი და ყოველნი ძლიერნი ძალითა ტყუეობად ათი ათასი და ყოველი ხურო და ოქროსმჭედელი. და არა ვინ დაშთა, გარნა გლახაკნი ხოლო ერისა ქუეყანისანი.

15და წარიყვანა მეფემან ბაბილოვანისამან იოაკიმ ბაბილონად და დედა მეფისა და ცოლნი მისნი და საჭურისნი მისნი და ძლიერნი ქუეყანისანი წარიყვანნა ტყუედ იერუსალიმით ბაბილონად.

16და ყოველი კაცი შემძლებელი, კაცი ძლიერი, რომელნი ჰყოფდეს ბრძოლასა შჳდი ათასი, ხურო და მჭედელი ოქროსა და ანთრაკისა შთამსმელი - ათასი კაცი და ყოველი ძალი ძლიერითა და მოქმედი ბრძოლისა, წარიყვანნა იგინი მეფემან ბაბილოვნისამან ბაბილონად.

17მეფედ დაადგინნა მეფემან ბაბილოვანისამან მეთთანია, მამისძმა მისი მის წილ. დასდვა მას სახელი სედეკია.

18ძე ოცდაერთისა წლისა იყო სედეკია მეფობასა მისსა და თერთმეტ წელ მეფობდა იერუსალიმს. და სახელი დედისა მისისა ამიტალ, ასული იერემიასი, ლობნათ.

19და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა მსგავსად ყოვლისა მის, ვითარცა ქმნა იოაკიმ.

20რამეთუ გულისწყრომა უფლისა იყო იერუსალიმსა ზედა და იუდასა ზედა, ვიდრე განსთხივნა იგინი პირისაგან მისისა და შეურაცხება ქმნა სედეკია მეფისა მიმართ ბაბილონისა.


წინა თავი შემდეგი თავი