მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეოთხე მეფეთა
თავი 4

1და დედაკაცი ერთი ძეთა მათგანი წინაწარმეტყუელთა ღაღადებდა ელისეს მიმართ და თქუა: მონა შენი, ქმარი ჩემი, მოკუდა და შენ თჳთ იცოდე, რამეთუ მონა შენი მოშიში უფლისა იყო, და მასესხებელი იგი მოვიდა და მიიყვანნა ორნივე იგი შვილნი ჩემნი მონად თჳსად.

2და ჰრქვა მას ელისე: რა გიყო შენ, მითხარ მე, რა გიც სახლსა შენსა? და მან თქუა: არარა არს სახლსა მჴევლისა შენისასა გარნა ჭურჭელი ერთი, რომელსა დგას ზეთი საცხებელად ჩემდა.

3და ჰრქუა მას ელისე: მივედ და ითხოვე შენდად ჭურჭელი მოცალე ყოვლისაგან გარემოთა შენთა და ნუ მცირედ.

4და შეხჳდე შენ და შვილნი შენნი და დაჴაშ კარი შენი და ისხმიდე ყოველსა მას ჭურჭელსა ვიდრე აღვსებადმდე.

5და წარვიდა მისგან დედაკაცი იგი და ყო ეგრე. და დაჴშეს კარი მან და შვილთა მისთა. შვილნი იგი მიუპყრობდეს და იგი ასხმიდა ზეთსა მას ვიდრე აღვსებადმდე ჭურჭელისა მის.

6და ჰრქუა შვილთა მათ თჳსთა: მომიპყართ სხუაცა ჭურჭელი! და ჰრქუეს: არა არს სხუაჲ. და დადგა ზეთი იგი.

7და მივიდა, უთხრა კაცსა მას ღმერთისასა. და ჰრქუა ელისე დედაკაცსა მას: მივედ და მიეც ზეთი იგი და გარდაიჴადე სესხი იგი, შენ და შვილნი შენნი გამოიზარდენით ნეშტითა მაგით ზეთისათა.

8და იყო დღე ერთი და მივიდა ელისე სომნად: და მუნ იყო დედაკაცი ერთი მდიდარი და აიძულა რა ჭამად პურისა და არნ მრავალ ჟამ მისლვასა მისსა, მუნ შევიდის ჭამად და სუმად.

9და ჰრქუა დედაკაცმან ქმარსა თჳსსა: აჰა, უწყი, რამეთუ კაცი ესე ღმრთისა წმიდა არს და მარადის ამიერ მავალ არს.

10უქმნეთ მას ქორი მცირე და დაუდგათ მუნ ცხედარი და ტაბლა და სავარძელი და სანთელი. და იყოს, მოსლვასა მისსა ჩუენ თანა მუნ შევიდოდეს.

11და იყო დღე ერთი და მოვიდა მუნ ელისე და შევიდა ქორსა მას და დაიძინა მუნ.

12და ჰრქუა გეეზის, მსახურსა თჳსსა: მოუწოდე სომანიტელსა მას დედაკაცსა! და მოუწოდა მას გეეზი და მოვიდა და დადგა წინაშე მისა.

13და ჰრქუა ელისე გეეზის, მსახურსა თჳსსა: არქუ მაგას დედაკაცსა: აჰა, ესერა, დაგჳმზადე ჩუენ ყოველი საშუებელი. აწ რა ვყოთ შენთჳს? არსა სიტყუაჲ შენი მეფისა მიმართ, ანუ მთავრისა მიმართ ერისასა? და მან თქუა: არა მიჴმს, არამედ შორის ერსა ჩემსა დამკჳდრებულ ვარ მე.

14და ჰრქუა ელისე გეეზის: არ წეს არს მაგისა ყოფად. და ჰრქუა გეეზი, სახურმან მისმან: ესე უწყი, რამეთუ შვილი არა უვის მაგას და ქმარი მაგისი მოხუცებულ არს.

15და თქუა ელისე: მოუწოდე მას დედაკაცსა და გამოვიდა და დადგა კართა მათ მის სახლისათა.

16და ჰრქუა ელისე დედაკაცსა მას: ჟამთა მათ ამას დღესა გაქუნდეს შენ ყრმა მჴართა შენთა. და ჰრქუა მას დედაკაცმან ელისეს: ნუ, უფალო, კაცო ღმრთისაო, ნუ მბასრობ მე მჴევალსა შენსა.

17და მიუდგა დედაკაცი იგი და შვა ძე ჟამსა მას ოდენ, ვიდრე ცოცხალღა იყო, ვითარცა ეტყოდა მას ელისე.

18და განმტკიცნა ყრმა იგი. და იყო, დღეთა მათ ოდენ მკისათა მოვიდა ყრმა იგი მამისა თჳსისა თანა მომკალთა მათ.

19და ჰრქუა მამასა თჳსსა: თავი ჩემი მელმის. და უბრძანა მონათაგანსა ერთსა და მიიყვანა ყრმა იგი დედისა თჳსისა.

20და აღიქვა იგი დედამან თჳსმან და დაისვა იგი მუჴლთა ზედა თჳსთა სამხრადმდე. და მოკუდა ყრმა იგი.

21და აღიღო იგი და დადვა ცხედარსა მას ზედა ელისესსა, და გამოიჴშა კარი და გამოვიდა გარე ველად.

22და უჴმო ქმარსა თჳსსა და ჰრქუა: მო-ნუ-ვინ-ავლინე ერთი მონათა მათგანი და ერთი ვირი და მივისწრაფო კაცისა მის ღმრთისა და მოვიქცე.

23და ჰრქუა მას ქმარმან მისმან: რა არს, რომელსა მიხვალ შენ დღეს? რამეთუ არცა თვისთავი არს, არცა შაბათი. და ჰრქუა მან დედაკაცმან ქმარსა: შენ დუმენ.

24და დაასხნეს ვირსა მას და ჰრქუა მონასა მას თჳსსა: წარიქციე და ვიდოდე და ნუ მელი მე აღსუმად მაგასა ზედა, ვიდრე გრქვა შენ.

25და მიისწრაფე კაცისა მის ღმრთისა მთასა მას კარმელსა. და იყო, ვითარცა იხილა იგი ელისე მიმავალი მისსა, ჰრქვა გეზს, მსახურსა თჳსსა: აჰა ეგერა, სომანიტელი იგი მოვალს.

26მიეგებე მას და არქუ: მშჳდობა არს შენდა და მშჳდობა არს ქმრისა შენისა, გინა მშჳდობით არსა ყრმა იგი? და მან ჰრქუა: მშჳდობაჲ არს.

27და მიმართა ელისესა მთასა მას და შებმა-უყო ფერჴთა მისთა და მივიდა გეეზი, რათამცა უკმოაყენა, და ჰრქუა ელისე: აცადე და ნუ ეტყჳ, რამეთუ ტკივნეულ არს, და უფალმან დამალა ჩემგან და არა მითხრა მე.

28და თქუა დედაკაცმან: ვითხოე ნუ შვილი უფლისაგან ჩემისა? არა გარქუ, ვითარმედ: ნუ მეტყუვი მე?

29და ჰრქუა ელისე გეეზს: შეირტყ სარტყელი წელთა შენთა და მიიღე კუერთხი ეგე ჩემი ჴელთა შენთა და წარვედ, და თუ ვინმე შეგემთხჳოს კაცი, ნუ აკურთხევ მას და, თუ ვინმე გაკურთხევდეს, ნუ მიუგებ მას სიტყუასა, და დასდევ კუერთხი ეგე ჩემი პირსა ზედა მის ყრმისასა.

30და ჰრქუა დედაკაცმან მან: ცხოველ არს უფალი და ცხოველ არს სული შენი! არა დაგიტეო შენ. და აღდგა ელისე და შეუდგა მას.

31და გეეზი წარვიდა წინა მათსა და დასდვა კუერთხი იგი პირსა მის ყრმისასა და არა იყო ჴმაჲ, არცა სმენა. და მიეგებოდა გეეზი და უთხრა ელისეს და ჰრქუა: არა აღდგა ყრმა იგი.

32და შევიდა ელისე სახლსა მას და, აჰა, მომკუდარი მდებარე იყო სარეცელსა ზედა მისსა.

33და შევიდა ელისე სახლსა მას და დაჴშნა კარნი, თაყუანი-სცა უფალსა და ილოცა უფლისა მიმართ.

34და აღჴდა და დააწვა ზედა ყრმასა და დასდვა პირი თჳსი ზედა პირსა მისსა და თუალნი მისნი ზედა თუალთა მისთა, ჴელნი მისნი ჴელთა მისთა და შეიკუნძა მას ზედა და განტფეს ჴორცნი ყრმისანი მის.

35და აღდგა ელისე და მივლო სახლსა მას შინა იმიერ ამიერ და აჴდა მეორედ, დააწვა ყრმასა მას ზედა შჳდგზის. და აღიხილნა ყრმამან მან თუალნი თჳსნი.

36და ჴმა-უყო ელისე გეეზის და ჰრქუა: მოუწოდე აქა სომანიტელსა მას. და მოუწოდა მას გეეზი და შევიდა მისა და ჰრქვა მას ელისე: მიიყვანე ყრმა ეგე შენი!

37და შევიდა დედაკაცი იგი და დავარდა ფერჴთა მისთა თანა და თაყუანის-სცა მას ქუეყანასა ზედა და მიიქუა შვილი იგი თჳსი და გამოვიდა.

38და ელისე მიიქცა გალგალად. და იყო სიყმილი ქუეყანასა ზედა და ძენი იგი წინაწარმეტყუელთანი სხდეს წინაშე მისსა. და ჰრქუა ელისე მსახურსა მას თჳსსა: შეადგ შენ ქვაბი იგი დიდი და შეუგბოლე რა ძეთა მაგათ წინაწარმეტყუელთასა.

39და განვიდა ველად კრებად არიოთისა და პოვა ვენაჴი დატევებული, და კრიბა მას შინა ნოიჭი სავსე წინამოთა და მოიღო და შთაყარა ქვაბსა მას საგბოლველსა და არა იცოდა, რა იყო.

40და დაუგო კაცთა მათ წინაშე ჭამად, და ვითარცა იწყეს ჭამად, ღაღად-ყვეს და თქუეს: სიკუდილი არს, კაცო ღმრთისაო, ქვაბსა მაგას. და ვერ ჭამდეს.

41და თქუა ელისე: მოიღეთ ფქვილი და შთაასხით ქვაბსა მაგას და შთაასხეს და ჰრქუა ელისე გეეზის, მსახურსა მას თჳსსა: დაუგე ერსა მაგას და ჭამონ. და არა იქმნა ვნება ქვაბისა მისგან.

42და გამოვიდა კაცი ერთი ბეთსაისით და მოართვა კაცსა მას ღმრთისასა პური პირველ ნაყოფთა ჴუეზა ქრთილისა და ეტერი ფიჩჳთა. და თქუა ელისე: დაუგეთ ერსა მაგას და ჭამონ.

43და თქუა მსახურმან მან მისმან: რა ვისმე ეყოს ესე წინაშე ასსა მაგას კაცსა? და ჰრქუა ელისე: დაუგე ერსა მაგას და ჭამონ, რამეთუ ესრე იტყჳს უფალი: ჭამონ და დაუშთეს ნეშტი.

44და დაუგო წინაშე მათსა, ჭამეს და დაუშთა ნეშტი მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა.


წინა თავი შემდეგი თავი