მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეოთხე მეფეთა
თავი 5

1და ნემან, ერისთავი მეფისა ასურასტანისა, იყო კაცი დიდი წინაშე უფლისა თჳსისა და საკჳრველ პირითა, რამეთუ მის გამო მოსცა უფალმან ჴსნა ასურასტანელთა. და კაცი იგი იყო ძლიერ ძალითა და კეთროვან.

2და გამოვიდეს ასურასტანით კაცნი უჭურველნი და წარტყუენეს ქუეყანისა მისგან ისრაჱლისა ქალი ერთი მცირე. და იყო ცოლისა მის თანა ნემანისა.

3და ჰრქუა დედოფალსა მას თჳსსა: რამეთუმცა ვიდა უფალი ჩემი წინაწარმეტყუელისა მის ღმრთისა სამარიად და ევედრამცა მას და მუნთქუესვემცა განწმიდნა ეგე კეთროვანებისაგან.

4და შევიდა და უთხრა უფალსა მას თჳსსა და ჰრქუა: ესრე და ესრე იტყოდა ქალი იგი, რომელ-იგი არს ქუეყანისა მისგან ისრაჱლისა.

5და უთხრეს მეფესა და ჰრქუა მეფემან ასურასტანისამან: მივედ და მივწერო მეფისა მის ისრაჱლისა. და წარიღო ათი სასწორი ვერცხლი და ექუსი სასწორი ოქრო, ათი ქმნული სამოსელი.

6და წარიღო წინაშე მეფისა ისრაჱლისა, რომელსა წერილ იყო ესრე: აწ ვითარცა მიიწიოს წიგნი ესე შენდა, მომივლენია შენდა ნემან, მონა ჩემი, და განწმიდო კერთოვანებისაგან თჳსისა.

7და იყო, ვითარცა აღმოიკითხა წიგნი იგი მეფემან ისრაჱლისამან, დაიპო სამოსელი თჳსი და თქუა: ღმერთი ნუ ვარა მეა, ვითარმცა მოვაკუდინე და ვაცხოვნე? და მოავლინა ჩემდა კაცი ეგე განწმედად კეთროვანებისაგან თჳსისა, ხოლო უწყოდეთ და გულისხმა-ყავთ, რამეთუ მიზეზობს რასმე.

8და იყო, ვითარცა ესმა ელისეს, კაცსა ღმრთისასა, ვითარმედ დაიპო მეფემან ისრაჱლისამან სამოსელი თჳსი, მიავლინა მეფისა მის ისრაჱლისა და ჰრქუა: რასა დაიპე სამოსელი შენი? მოვედინ ჩემდა ნემან და უწყოდენ, რამეთუ არს წინაწარმეტყუელი ისრაჱლსა შორის.

9და მოვიდა ნემან ეტლებითა და ჰუნებითა თჳსითა და დადგა კართა სახლისა მის ელისესთა.

10და გამოავლინა მისა ელისე მოციქული და ჰრქუა: მივედ, იბანე იორდანესა შჳდგზის და მოიქცეს ფერი შენი შენდა და განსწმიდნე.

11და განრისხნა ნემან და წარვიდა და თქუა: მე ვჰგონებდ, ვითარმედ გამოვიდეს ჩემდა და ხადოს სახელსა უფლისა ღმრთისა თჳსისასა და დამდვას ჴელი თჳსი კვთროვანებასა ამას და განმწმიდოს მე კეთროვანებისაგან ამის ჩემისა.

12არამე უმჯობეს არიან არბანა და ფარფათა მდინარენი იგინი დამასკისანი ვიდრე იორდანესა და ყოველთა წყალთა ისრაჱლისათა? და რად არა მივიდე და ვიბანო მათ შინა და განვწმიდნე? და მოიქცა და წარვიდა გულისწყრომით.

13და წარდგეს მონათა მისთაგანნი და ეტყოდეს მას: ძმაო, დიდი თუმცა სიტყუაჲ რა გარქვა შენ წინაწარმეტყუელმან? არამემცა ჯერ-იყო ყოფად? აცადე, რამეთუ გარქვა: დაიბანე, განწმიდნე.

14და შთაჴდა ნემან და იბანა იორდანესა შჳდგზის მსგავსად სიტყჳსა მისებრ ელისესა. და მოიქცეს და იქმნეს ჴორცნი მისნი, ვითარცა ყრმისა ჩჩჳლისანი, და განწმიდნა.

15და მოიქცა ნემან ელისესა, იგი თავადი და ყოველი ბანაკი მისი, მოვიდა და დადგა წინაშე მისა და თქუა: აჰა, უწყი, რამეთუ არა არს ღმერთი ყოველსა ქუეყანასა, გარნა ისრაჱლსა შორის და აწ მიიღე კურთხეული მონისა შენისაგან.

16და თქუა ელისე: ცხოველ არს უფალი, რომლისა წინაშე დავდეგ. არა რა მოვიღო. და აწვევდა მას მიღებად და მან არა თავს-იდვა.

17და თქუა ნემან: ვინათგან არა ინებე, მიბრძანე და აღვკიდო ჯორთა მიწა ამის ქვეყანისა, რამეთუ არღარა ყოს მონამან შენმან შესაწირავი და საზორველნი ღმერთთა მათ უცხოთა, გარნა მხოლოსა უფალსა.

18სიტყჳსა ამისთჳს ლხინება-ყვნა უფალმან მონისა ამის შენისა: შესლვასა მას უფლისა ჩემისასა სახლსა მას რემანისასა თაყუანის-ცემად მისა, რამეთუ დამდვის ჴელი თჳსი ჩემ ზედა შესლვასა მას მისსა სახლსა მას რემანისასა და დადრეკასა მისსა თაყუანის-ვსცე უფალსა ღმერთსა ჩემსა და მოტევება-ყავნ უფალმან მონისა შენისა სიტყჳსა მისთჳს.

19და ჰრქუა ელისე ნემანს: ვიდოდე მშჳდობით! და წარვიდა ქუეყანისა მისგან ისრაჱლისა.

20და თქუა გეეზი, მსახურმან მან ელისესმან: აჰა, შეეწყალა უფალსა მას ჩემსა ნემან ასური და არა რა მიიღო მისგან, რომელ მოართვა მას. ცხოველ არს უფალი. აღვირბინო და ვეწიო მას და მუნ რამე ვიღო მისგან.

21და ეწია გეეზი ნემანს და იხილა ნემან გეეზი, რამეთუ სდევდა მას და გარდამოვიდა ეტლით თჳსით და მიეგებოდა მას და ჰრქუა: მშჳდობა არსა მოსლვა შენი?

22და ჰრქვა გეეზიმ: მშჳდობით არს. უფალმან ჩემმან მომავლინა შენდა, აჰა, ესერა, მოვიდეს ჩემდა ორნი ყრმანი მთით ეფრემით ძეთა მათგან წინაწარმეტყუელთასანი. აწ მოეც ამათ სასწორი ერთი ვერცხლისა და ორნი სამოსელნი ქმნულნი.

23და ჰრქუა ნემან: უკუეთუ ეგრე არს, მიიღე სამი სასწორი ვერცხლისა. და აიძულა და მისცა სამი სასწორი ვერცხლისა, და შეკრა და შთადვა ორთა გუნდთა და ორი სამოსელი ქმნული და მისცა ორთა მონათა თჳსთა და აღკიდეს წინაშე მისსა.

24და მოვიდეს ბნელისასა მას და მოიღო ჴელთაგან მათთა და დადვა სახლსა მას და განუტევნა იგინი. და წარვიდეს კაცნი იგი.

25და იგი შევიდა და დადგა წინაშე უფლისა თჳსისა და ჰრქუა მას ელისე: ვინა მოხვალ, გეეზი? და ჰრქუა გეეზი: არა ვიდრე სრულ ვარ მონა შენი იმიერ, გინა თუ ამიერ.

26და ჰრქუა მას ელისე: არა გული ჩემი შენ თანა იყოა, რაჟამს მოიქცა კაცი იგი ეტლთა მათგან და მოგეგებოდა შენ? და, აჰა, მოიღე ვეცხლი იგი და სამოსელი და მოიგო მით მტილი და ზეთისხილნი და ვენაჴი და ზროხა და ცხოვარნი და მონები და მჴევლები?

27და კეთროვნებაჲცა იგი ნემანისი დაგედევინ შენ ზედა და ნათესავსა შენსა უკუნისამდე. და გამოვიდა პირისაგან მისისა განკეთრებული, ვითარცა თოვლი.


წინა თავი შემდეგი თავი