მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეოთხე მეფეთა
თავი 7

1და თქუა ელისე: ისმინე სიტყუაჲ უფლისა! ესრე იტყჳს უფალი: ხვალე ამას ჟამსა ოდენ გრივი ერთი სამინდოსა სასწორისა ერთისა და ორი გრივი ქრთილისა სასწორისა ერთის ბჭეთა თანა სამარიასათა იპოვოს.

2მიუგო მოციქულმან: რომლისა ჴელთა მიევედრის მეფე? და ჰრქვა ელისეს: დაღათუ ყოს უფალმან გარდამოსაქანელნი ცათაგან, იყოსმეა სიტყუაჲ ეგე? ჰრქუა მას ელისე: აჰა, იხილო თუალითა შენითა და მისგან შენ არა სჭამო.

3და იყუნეს კაცნი ოთხნი კეთროვანნი გარეშე ბჭეთა მათ ქალაქისათა და ჰრქუა ერთმან მოყუასსა თჳსსა: რასა ვსხედით აქა და მოვკუდებით?

4და უკუეთუ შევიდეთ ქალაქსა, სიყმილი არს ქალაქსა ამას და მოვკუდეთ მუნ, და უკუეთუ აქა ვსხდეთ, კუალადვე მოვკუდეთ. და აწ მოვედ და მოვიმართოთ ბანაკსა მას ასურთასა და თუ გვაცხოვნენ ჩუენ, ვცხონდეთ და თუ მოგვაკუდინენ, მოვკუდეთ.

5და აღდგეს რიჟრაჟუს ოდენ განთიად შესლვად ბანაკსა მას ასურთასა, და, აჰა, არა იყო მუნ კაცი.

6რამეთუ ღმერთმან ასმინა ბანაკსა მას ასურთასა ჟღერა ეტლთა და ბგერა ჰუნეთა და ჴმაჲ ერისა ძლიერისა. და ჰრქუა კაცმან ძმასა თჳსსა: აჰა, ესერა, მო-სამე-იმიზდნა ჩუენ ზედა მეფემან ისრაჱლისამან მეფე იგი ქეტელთა და მეფე იგი ეგჳპტელთა.

7და აღდგნენ, ივლტოდეს ღამე და დაუტევეს კარავები მათი და საჴედარნი მათნი და ვირები მათი ბანაკსა მას, ვითარცა იგი დგეს და ივლტოდეს განრინებად თავთა თჳსთა.

8და შევიდეს კეთროვანნი იგი კარავსა ერთსა, ჭამეს და სვეს და აღიღეს ვეცხლი და ოქრო და სამოსელი, წარვიდეს და დამალეს და მოიქცეს და შევიდეს სხუასა კარავსა და გამოიღეს მიერცა და დამალეს.

9და თქუეს კეთროვანთა მათ ურთიერთას: არა ეგრე არს, რასა-ესე ჩუენ ვიქმთ, არამედ ესე დღე დღე არს ხარებისა და ჩუენ ვდუმთ და ველით ნათელსა განთიადისასა და ვიპოვნეთ ჩუენ უსჯულოებასა, ხოლო აწ მოდით და მიუთხრათ ესე სახლსა მეფისასა.

10და შევიდეს და ღაღად-ყვეს ბჭეთა თანა ქალაქისათა და უთხრეს და თქუეს: შევედით ქალაქსა მას ასურთასა, არა იყო მუნ კაცი, არცა ჴმაჲ კაცისა, გარნა ცხენნი ხოლო დაბმულნი და კარავნი მათნი აღმართებულნი დგანან.

11და ღაღად-ყვეს მეკარეთა მათ და აუწყეს მეფესა.

12და აღდგა მეფე და ჰრქვა მონათა თჳსთა: გითხრა თქუენ, რა გჳყვეს ჩუენ ასურთა მათ, უწყოდეს, რამეთუ მოვყმებით და განვიდეს ბანაკით და დაიმალნეს გარე და თქუეს: ვინ უწყის, გამოვიდნენ ქალაქით და ჴელთა ვისხნეთ იგინი ცოცხალნი და შევიდეთ ქალაქსა მას და გამოვიღოთ.

13და მიუგო ვინმე ერთმან მონათაგანმან მისმან და ჰრქუა: მოიბენ ხუთნი ცხენნი ნეშტთა მათგანნი ყოვლისა მისგან სიმრავლისა ისრაჱლისა, რომელ დაშთეს, და მივავლინოთ მუნ და ვიხილოთ.

14და მოიბნეს ორნი ცხენნი საჴედრად და წარავლინნა მეფემან ისრაჱლისამან კუალსა მეფისა მის ასურასტანელთასა და ჰრქუა: წარვედით და იხილეთ.

15და წარვიდეს კვალსა მათსა ვიდრე იორდანედმდე და, აჰა, ყოველნი იგი გზანი სავსე იყუნეს სამოსლითა და ჭურჭლითა, რომელ დაებნა ასურთა მათ აღტაცებასა მას მათსა და მოიქცეს მოციქულნი და უთხრეს მეფესა.

16და განვიდა ერი იგი ქალაქით და იავარ-ყო ბანაკი იგი ასურთა და იყო გრივი ერთი სამინდოსა და სასწორის ერთისა და ორნივ ქრთილისა სასწორისა ერთის, მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა.

17და მეფემან დაადგინა მოციქულნი იგი ჭურჭელთაგან, რომლისა ჴელითა მიევედრის მეფე, და დატკებნეს იგი ბჭეთა თანა ტენებასა მას ერისასა და მოკუდა, ვითარცა ეტყოდა მას კაცი იგი ღმრთისა მოსულასა მას მოციქულად მისა.

18და იყო, ვითარცა ეტყოდა ელისე მეფესა და თქუა, ვითარმედ: ორი გრივი ქრთილი სასწორისა იპოოს და გრივი ერთი სამინდო სასწორისა ერთისა და იყოს ხვალე ამასვე ჟამსა ბჭეთა თანა სამარიასათა.

19და მიუგო მოციქულმან კაცსა მას ღმრთისასა და ჰრქვა: დაღათუ გარდამოსაქანელნი ცისანი განახუნეს უფალმან, იყოსმეა სიტყუაჲ ეგე? და ჰრქუა ელისე: აჰა, იხილო თუალითა შენითა და მისგანი არა სჭამო.

20და ეყო მას ეგრე და დატკებნა იგი ერმან ტენებასა მას ბჭეთა მათ თანა და მოკუდა.


წინა თავი შემდეგი თავი