მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მესამე მეფეთა
თავი 10

1დედოფალსა მას საბიასსა ესმა სახელი სოლომონისი და სახელი უფლისა და წარმოვიდა გამოცდად მისა იგავითა.

2და მოვიდა იერუსალჱმდ ძალითა დიდითა და აქლემებითა, რომელთა ეკიდა საკუმეველი და ოქრო დიდად ფრიად და თვლები პიტიოსნები და შევიდა სოლომონისა და ეტყოდა მას ყოველსავე, რაცა იყო გულსა მისსა.

3და განუმარტნა მას სოლომონ ყოველნი სიტყუანი მისნი და არა იყო სიტყუაჲ დამალულ მეფისაგან, რომელი არა განუმარტა მას.

4და იხილა დედოფალმან მან საბასამან ყოველი იგი სიბრძნე სოლომონისი და ტაძარი იგი, რომელ აღაშენა.

5და სანოაგე იგი სოლომონისი და სასხდომელი მონათა მისთა და წესი მსახურთა და სამკაული მისი და მწდენი მისნი და საჭურისნი მისნი და შესაწირავნი მისნი, რომელსა შესწირვიდა სახლსა მას უფლისასა, და უკჳრდა.

6და ჰრქუა მეფესა სოლომონს: ჭეშმარიტ იყო სიტყუაჲ იგი, რომელ მესმა ქუეყანასა მას ჩემსა სიტყუათა შენთათჳს და სიბრძნისა შენისათჳს.

7და არა მრწმენა მთხრობელთა მათ, ვიდრემდე მე თჳთ მოვედ და იხილეს თუალთა ჩემთა და, აჰა, ზოგიცა არა იყო, რომელსა მითხრობდეს მე სიბრძნისა შენისასა, რამეთუ შესძინე კეთილი ყოველსა მას სმენილსა, რომელ მესმა ქუეყანასა მას ჩუენსა.

8სანატრელ არიან ცოლნი შენნი და სანატრელ არიან მონანი შენნი, რომელნი დგანან შენს წინაშე და მარადის ესმის ყოველი ეგე სიბრძნე შენი.

9და იყავნ უფალი ღმერთი შენი კურთხეულ, რომელსა სათნო-უჩნდი შენ მიცემად საყდრისა ისრაჱლისასა, რამეთუ შეიყუარა უფალმან ისრაჱლი სამკჳდრებელად უკუნისამდე და დაგადგინა შენ მეფედ მათ ზედა და ყოფად სასჯელისა და სამართლისა მათ ზედა.

10და მიუპყრა სოლომონს ას და ოცი ტალანტი ოქროსა და საკმეველი დიდად ფრიად და თვლები პატიოსანი, რამეთუ არა მოღებულ იყო მუნ საკუმეველი სურნელი უფროს მისა, რომელი-იგი მოართვა დედოფალმან მან მეფესა სოლომონს.

11და ნავი იგი ქირამისი, რომელსა მოაქუნდა ოქრო სოფერით, მოიღო ძელიცა უთლელი ფრიად და თვალები პატიოსანი.

12და შექმნა მეფემან სოლომონ ძელი იგი უთლელი სამყაროდ ტაძრისა მის უფლისა და ტაძრისა მის მეფისა და ნესტუად და ქნარად შემასხმელთა მათთჳს და არავინა მოღებულ იყო ეგევითარი ძელი უთლელი ქუეყანასა მას მოდღენდელად დღემდე.

13და მეფემან სოლომონ სცა დედოფალსა მას საბასსა ყოვლისაგან, რაცა უნდა და სთხოვა, გარნა მისგანი არარომელი მოართვა მას მეფესა სოლომონს, და მიიქცა და წარვიდა ქუეყანადვე თჳსა იგი და ყოველნი მონანი მისნი.

14და იყო სასწორი ოქროსა მის ძღუენთა, რომელ მოართვეს სოლომონს წელიწადსა მას ერთსა შინა ექუსასსამეოცდაექუს სასწორი ოქროსა,

15გარეშე ხარკთა მათ, რომელ განაწესნეს და ვაჭართა მათ, რომელნი აქცევდეს და მეფეთა მათ წიაღ მდინარეთა და მთავართა მათ მის ქვეყანისათა.

16და ქმნა მეფემან სოლომონ სამასი ჰოროლი ოქროსი ჭედილი და სამას-სამასი დრაჰკანი ზედა თჳთეულად ოროლებსა მას.

17და სამასი ყორი ქმნა ჭედითი და სამნაკეცლად გარემოწმასვითი ოქრო თჳთეულად ფარებსა მას და მისცა იგი მეფემან სახლსა მას მაღნარისასა ლიბანედ.

18და ქმნა მეფემან საყდარი პილოსძვალისა დიდი და შემოსა იგი ოქროთა რჩეულითა.

19და ექუს მენაკ აღსავალი საყდრისა და თავნი კუროთანი ზედა საყდარსა მას ზურგით კერძო და ჴელნი იმიერ და ამიერ ზედა საყდარსა მას და ორნი ლომნი იმიერ და ამიერ ჴელთა მათ თანა.

20და ათორმეტი ლომი დგა ზედა აღსავალთა მათ მენაკთა იმიერ და ამიერ და არა იპოვა ესევითარი სახე ყოველთა შარავანდთა თანა.

21და ყოველი ჭურჭელი და სამსახურებელი სოლომონისი იყო ოქროსაგანი და ავაზანი ოქროსი და ყოველი ჭურჭელი სახლისა მის ლიბანისა ოქროთა შემოსილი და არა იყო ვეცხლი, რამეთუ არად შერაცხილ იყო ვეცხლი დღეთა სოლომონისათა, ვითარმედ არს რამე.

22რამეთუ ნავი თარშისა იყო მეფისა სოლომონისა ზღუასა შინა ნავთა თანა ქირამისათა და მესამესა წელსა მოიწიის მეფისა ნავი თარშით და მოართვეს ოქრო და ვერცხლი, ანთრაკი წახნაგებული და უთლელი და შუა პილოთა და ქია და ფარშამანგები.

23და განდიდნა სოლომონ უფროს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა სიმდიდრითა და სიბრძნითა.

24და ყოველნი მეფენი ქუეყანისანი ეძიებდეს ხილვად პირსა სოლომონისასა და სმენად მისგან სიბრძნისა მისისა, რომელ მოსცა უფალმან გულსა მისსა.

25და იგინი მოართუმიდეს მას თჳთვეულად ძღუენსა ჭურჭელსა ოქროსასა და ვეცხლისასა, სამოსელსა და შტახსებსა, საკმეველსა, ცხენთა და ჯორთა წლითი წლად.

26და ქმნა სოლომონ ეტლები და განაწესა მჴედრები და იყო სოლომონისი ორმეოც ათას ჴდალი მეზვები საეტლედ და თორმეტ ათას საჴედართა. და განაწესნა იგინი ქალაქთა საეტლეთა და მეფისა თანაცა იერუსალჱმს.

27და დადვა მეფემან სოლომონ ოქრო და ვეცხლი იერუსალჱმს, ვითარ ქჳშა, და ფიჭჳ, ვითარცა თჳთმავალი ლეღოვანი ველთა სიმრავლითა,

28და გამოსავალნი საჴედართა სოლომონისთანი ეგჳპტით და თეკვათ დამასკეთ, რომელთა მოგურიდეს ვაჭარნი მეფისანი სასყიდლითა.

29და მოვიდოდა ეტლები ეგჳპტით ეტლი ერთი ასის სასწორისა ვერცხლისა და ცხენი ერთი ერგასის სასწორის ვერცხლისა, ეგრეცა ყოველთა მათ მეფეთა ქეტელისა და მეფეთა მათ ასურასტანისათ ზღჳთ კერძო აღმოსავალისათ.


წინა თავი შემდეგი თავი