მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მესამე მეფეთა
თავი 11

1და მეფე სოლომონ იყო დედათმოყუარე და მოიყვანნა ცოლნი უცხოთესლთაგან მრავალნი და ასული იგი ფარაოსი და მოაბელთა და ამანიტელთა და იდუმელთა და ასურასტანით და ქეტელთა და ამორეველთა.

2ნათესავთა მათ, რომელთა ამცნო უფალმან ძეთა მათ ისრაჱლისათა არა შესლვად მათა და არცა მოყვანებად მათგან ცოლი, ნუუკუე განდრიკნენ გულნი თქუენნი შედგომად კვალსა კერპთა თჳსთასა, მათა მიდრკა სოლომონ და შეიყუარნა.

3და იყუნეს მისნი ცოლნი შვიდას და ხარჭნი სამას. და განდრიკნეს ცოლთა მისთა გული მისი.

4და იყო, ჟამსა სიბერისა სოლომონისა და ცოლთა მისთა განდრიკნეს გული მისი კვალსა ღმერთთა უცხოთასა და არა იყო გული მისი სრულ უფლისა მიმართ ღმრთისა თჳსისა, ვითარცა გული დავითისი, მამისა მისისა.

5და შეუდგა სოლომონ კვალსა ასტარეთისასა საძაგელისა სიდონელთასა, კვალსა მოლოქისა საძაგელისა ძეთა ამონისთასა.

6და ქმნა სოლომონ ბოროტი წინაშე უფლისა და არა შეუდგა უფალსა, ვითარცა დავით, მამა მისი.

7მას ჟამსა აღაშენა სოლომონ მაღალი იგი ქამოსის, კერპისა მის მოაბელთასა, მთასა მას, პირისპირ იერუსალჱმისა და მოლოქ კერპსა მას ძეთა ამონისთასა.

8და ესრესახედ უქმნა ყოველთა მათ ცოლთა თჳსთა უცხოთესლთაგანსა და უკმევდეს საკმეველსა და უზორვიდეს კერპთა მათ თჳსთა.

9და განრისხნა უფალი სოლომონისთვს, რამეთუ განდრკა გული მისი უფლისაგან ღმრთისა ისრაჱლისა, რომელი ეჩუენა მას ორგზის.

10და ამცნო მას სიტყჳსა მისთჳს ყოვლადვე არა შედგომად კვალსა ღმერთთა უცხოთესლთასა და დამარხვად და ყოფად, რომელ ამცნო მას უფალმან ღმერთმან.

11და ჰრქვა უფალმან სოლომონს: მაგისთჳს, რომელ იქმნა ეგე შენ თანა და არა იმარხენ ბრძანებანი ჩემნი და მცნებანი ჩემნი, რომელ გამცენ შენ, განხეთქით განვხეთქო მეფობა შენი ჴელთაგან შენისა და მივსცე ეგე მონასა შენსა.

12ხოლო დღეთა შენთა არა ვყო ესე დავითისათჳს, მამისა შენისა, არამედ ჴელისაგან ძისა შენისა მოვიღო ეგე.

13ხოლო არა თუ ყოველი ეგე მეფობა აღვიღო, არამედ ნაწილი ერთი მივსცე ძესა შენსა დავითისთჳს, მონისა ჩემისა, და იერუსალჱმისათჳს ქალაქისა, რომელ გამოვირჩიე.

14და აღუდგინა უფალმან მჴდომი სოლომონს ადერი იდუმელი, რომელი-იგი იყო ნათესავისა მისგან მეფეთა იდუმელთასა.

15და იყო, რაჟამს მოსრვიდა დავით იდუმელსა მისლვასა მას იოაბისასა, ერისთავისა მისისა, მოსრეს ყოველი მამაკაცი იდუმიასი.

16რამეთუ ექუს თუე გარემოადგა იოაბ და ყოველი ისრაჱლი იდუმეასი. ვიდრე მოსრეს ყოველი მამაკაცი იდუმეასა შინა.

17და ივლტოდა ადერ და ყოველნი კაცნი იდუმელნი და მონანი მამისა მისისანი მის თანა და შევიდეს ეგჳპტედ. და ადერ ყრმა მცირე იყო.

18და აღდგეს კაცნი ქალაქით მადიამით და მივიდეს ფარანად და თანაწარიყვანნეს კაცნი ფარანით და შთავიდეს ეგჳპტედ ფარაოსა, მეფისა მის ეგჳპტელთასა, და შეემთხჳა ადერ ფარაოს, და სცა მას ფარაო სახლი და განუწესა როჭიკი და სცა მას ქუეყანა.

19და პოვა ადერ მადლი წინაშე ფარაოს და მოსცა მას ცოლად ცოლისდაჲ მისი, დაჲ თეკემენისი, უხუცესი.

20და უშვა დამან თეკემენისამან ადერს ძე, სახელით განებათ, და განზარდა იგი თეკემენა ძეთა მათ თანა ფარაოსთა. და იყო განებათ სახლსა მას ფარაოსასა შორის ძეთა მათ ფარაოსთა.

21და ესმა ადერს ეგჳპტეს, ვითარმედ დაიძინა დავით მამათა თჳსთა თანა და მოკუდა იოაბ, ერისთავი ერისა მისისა. ჰრქუა ფარაოს: განმიტევე მე და მივიქცე ქუეყანასა მასვე ჩემსა.

22და ჰრქვა ფარაო ადერს: რა ნაკლულევანება არს შენდა ჩემ თანა, რამეთუ ეძიებ მისლვად ქუეყანასა მას შენსა? და ჰრქუა მას ადერ: განტევებით განმიტევე მე. და მოიქცა ადერ ქუეყანასა მას თჳსსა.

23და აღუდგინა უფალმან სოლომონს მჴდომად ადერ იდუმელი და რაზონ, ძე ელიადათისი, რომელი-იგი ელტოდა და ადრაზარ მეფისა მისგან სუბელთასა, უფლისა თჳსისა.

24და შეკრბეს მას ზედა კაცნი მთავარნი ერად ნეშტთა მათგანნი, რომელ მოსწყჳდნა დავით, და მივიდეს დამასკედ და დადგა ადერ მეფედ დამასკესა.

25და იყო მჴდომ ისრაჱლისა ყოველთა დღეთა სოლომონისათა. ესე არს ძჳრი, რომელ ქმნა ადერ, და განადიდა გულისწყრომად ისრაჱლსა შორის და მეფობდა ქუეყანასა მას ედომელთასა.

26და იერობუამ, ძე ნაბატისი, ეფათელი სარირაჲთ, სახელი დედისა მისისა სარუა, დედაკაცი ქურივი. და იგი იყო ძე დედაკაცისა მის ქურივისა, მონა სოლომონისი, და აღიღო ჴელი მისი სოლომონის ზედა.

27და ესე სახე იყო, რომლითა-იგი აღიღო ჴელი თჳსი სოლომონ მეფისა ზედა, აღაშენა მაღალნი იგი და აღაგნა ზღუდენი იგი დავითის, მამისა მისისა.

28და კაცი იერობუამ ძლიერ იყო ძალითა. ვითარცა იხილა იგი სოლომონ, რამეთუ კაცი საქმისა არს, დაადგინა იგი მოტჳრთეთა ზედა სახლსა მის იოსეფისასა.

29და იყო, მას ჟამსა შინა განვიდა იერობუამ იერუსალჱმით და იხილა იგი აქია წინაწარმეტყუელმან სელონიტელმან, გან-რე-იყვანა იგი გზისა მისგან ველად. და აქია მოსილ იყო სამოსლითა ახლითა და ორნი იგი ხოლო იყუნეს ველსა მას.

30და მიჰყო ჴელი აქია სამოსელსა მას თჳსსა ახალსა და დააპო იგი ათორმეტად ნახევად.

31და ჰრქუა იერობუამს: მიიღე შენდად ათი ეგე ნახევი, რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: აჰა, მე განვხეთქო მეფობა იგი ჴელისაგან სოლომონისა და მიგცე შენ ათი იგი ნაწილი.

32და ორი იგი ნაწილი იყავნ მისა დავითისთჳს, მონისა ჩემისა, და იერუსალჱმისათჳს ქალაქისა, რომელ გამოვირჩიე ყოველთაგან ნათესავთა ისრაჱლისათა.

33და მისთჳს, რამეთუ დამიტევა მე და თაყუანი-სცა ასტაროთს, საძაგელსა მას სიდონელთასა, და ქამოსსა, კერასა მოაბისასა, და მოლოქს, სარუვანელსა ძეთა მათ ამონისთასა, და არა შე-ვე-უდგა გზათა ჩემთა ყოფად სამართლისა წინაშე ჩემსა და ჭეშმარიტებისა და სიწრფოებისა, ვითარცა დავით, მამა მისი.

34და არა აღვიღო ყოვლადვე მეუფება იგი ჴელისაგან მისისა დავითისთჳს, მონისა ჩემისა, რომელი გამოვირჩიე, რომელმან დაიცუნა მცნებანი ჩემნი და ჭეშმარიტება ჩემი, და ჴდომით ჴდომ ვექმნე სოლომონს ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა.

35და აღვიღო მეუფება ჴელისაგან მისისა და მიგცე შენ ათი იგი ნაწილი.

36და ძესა მისსა მივსცე ორი ნაწილი, რამეთუ ეგოს სანთელი მონისა ჩემისა დავითისი ყოველთა დღეთა წინაშე ჩემისა იერუსალჱმს ქალაქსა, რომელი გამოვირჩიე სახელად ჩემდა.

37და შენ აღგიღო და მეფობდე, რომელთა ზედაცა უნდეს გულსა შენსა და იყო შენ მეფე ისრაჱლსა ზედა.

38და იყოს, და-თუ-იმარხნე შენ ყოველნი მცნებანი ჩემნი, რომელთა გამცნებ შენ, და ხჳდოდი გზათა ჩემთა და ჰყო სამართალი წინაშე ჩემსა, ვითარცა ყო დავით, მონამან ჩემმან, და ეკრძალო მცნებათა ჩემთა და ბრძანებათა ჩემთა, ვიყო შენ თანა და გიშენო შენ სახლი სარწმუნო, ვითარცა უშენე დავითს, და მიგცე შენ ისრაჱლი.

39და ვაჭირო ნათესავსა მას დავითისსა ამისთჳს, ხოლო არა ყოველთა დღეთა.

40და ეძიებდა სოლომონ მოკლვად იერობუამს, და აღდგა იერობუამ და ივლტოდა ეგჳპტედ სუსაკიმო მეფისა მის ეგჳპტელთასა და იყო ეგჳპტეს ვიდრე სიკუდიმდე სოლომონისა.

41და ნეშტნი სიტყუათა სოლომონისთანი და ყოველივე, რა ქმნა და ყოველი სიბრძნე მისი, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა სოლომონისთასა.

42და რიცხჳ დღეთა მეფობისა სოლომონისთა იერუსალჱმსა ზედა ყოველსა ისრაჱლსა ორმეოც წელ.

43და დაიძინა სოლომონ მამათა თჳსთა თანა და დაფლეს იგი ქალაქსა მას დავითის, მამისა თჳსისასა, და მეფობდა რობუამ, ძე მისი, მის წილ.


წინა თავი შემდეგი თავი