მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მესამე მეფეთა
თავი 15

1და წელსა მას მეათურამეტესა სუფევასა იერობუამისსა, ძისა ნაბატისასა, მეფობდა აბია, ძე რობუამისი, ზედა იუდასა.

2და ექუს წელ მეფობდა იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა მააქა, ასული აბესალომისი.

3და ვიდოდა ცოდვასა მამისა თჳსისასა, რომელ ქმნა წინაშე უფლისა ღმრთისა თჳსისა და არა იყო გული მისი სრულ უფლისა ღმრთისა თჳსისა, ვითარცა გული დავითისი, მამისა მისისა.

4რამეთუ ჴელითა დავითისითა მისცა უფალმან ღმერთმან ნეშტი იერუსალჱმსა, რათა დაადგინნეს ძენი მისნი შემდგომად მისა და დაამტკიცოს იერუსალჱმი.

5ვითარცა ქმნა დავით სამართალი წინაშე უფლისა და არა გარდააქცია ყოვლისაგანვე, რომელ ამცნო მას ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა, გარნა სიტყჳთა მით ჰურია ქეტელისათჳს.

6და ბრძოლა იყო შორის აბიასა და შორის იერობუამისა ყოველთა დღეთა ცხორებისა მათისათა.

7და ნეშტნი სიტყუათა აბიასთანი და ყოველი, რაცა ქმნა, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეუფეთა მათ იუდასთა. და ბრძოლა იყო შორის აბიასა და შორის იერობუამისა.

8და დაიძინა აბია მამათა თჳსთა თანა და დაეფლა ქალაქსა მას დავითისსა. და მეფობდა ასა, ძე მისი, მის წილ.

9და წელსა მას მეოცესა იერობუამ მეფისა ისრაჱლისა მეფობდა ასა ზედა იუდასა.

10და ორმეოცდაერთ წელ მეფობდა იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა მააქა, ასული აბესალომისი.

11და ქმნა ასამ სიმართლე წინაშე უფლისა, ვითარცა დავით, მამამან მისმან.

12და დაამჴუა ძეგლები მის ქუეყანისა და აღჴოცა ყოველი იგი შერეულები, რომელ ქმნეს მამათა მისთა.

13და მააქა, დედა თჳსი, განიშორა დედოფლობისაგან თჳსისა, რამეთუ კრება-ყო მაღნარსა მას თჳსსა; და მოკაფა ასამ ძნელოვანნი მისნი და დაწვა ცეცხლითა ნაღვარევსა მას კედროვნისასა.

14და მაღალნი იგი არა მოსპნა; ხოლო გული მისი სრულ იყო უფალსა თანა ყოველთა დღეთა თჳსთა.

15და მოიხუნა სუეტნი იგი მამისა თჳსისანი და სუეტნი იგი თჳსნი ოქროსა და ვერცხლისანი და შეიხუნა სახლსა მას უფლისასა.

16და წყობა იყო შორის ასასა და შორის ბაასა და მეფესა ისრაჱლისასა ყოველთა დღეთა მათთა.

17და გამოვიდა ბაას, მეფე ისრაჱლისა ზედა იუდასა და აღაშენა რამა, რათა არა იყოს გამოსლვა და შესულა ასა, მეფისა იუდასი.

18და მოიღო ასამ ყოველი იგი ოქრო და ვერცხლი, რომელ იპოვა საფასესა სახლსა უფლისასა და საფასესა სახლისა მის სამეუფოისასა და მისცა იგი ჴელთა მონათა თჳსთასა და წარავლინნა იგინი ასა მეფემან ძისა მის ადერისი, ძისა აბენერისა, რამასა, ძისა იაბელისა, მეფისა ასურთასა, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყო დამასკეს, და ჰრქუა:

19აღთქუა აღთქმა ჩემდა და შენ შორის და შორის მამისა ჩემისა და მამისა შენისა. აჰა, ეგერა, მიგიძღვანე შენ ძღვენი ოქრო და ვერცხლი. განაქარვე აღთქმა შენი, რომელ არს ბაას მეფისა თანა ისრაჱლისასა, რათა წარვიდეს დღეს ჩემგანცა.

20და ისმინა ძემან ადერ მეფისამან ასაისი და წარავლინნა მთავარნი იგი ერისა თჳსისანი ქალაქთა მათ ისრაჱლისათა, და დასცეს ნაინი და დანი და აბელმო სახლისა მის მააქასი და ყოველივე ქენერეთი და ყოველი ქუეყანა ნეფთალიმისი.

21და იყო, ვითარცა ესმა ბაასას, დააცადა შენება იგი რამასი და მიიქცა თერსად.

22და მეფემან ასამ ამცნო ყოველსა იუდასა, რომელ იყუნეს ენაკიმს, რათა წარმოიხუნენ ქვანი იგი რამაასნი და ძელი მისი, რომელ აშენა ბაას. და აშენა მით მეფემან ასამ ყოველნი იგი ბორცუნი ბეინამენისნი და საებგურონი იგი.

23და ნეშტნი სიტყუათა ასაისთანი და ყოველი ძალი მისი და ყოველი, რაცა ქმნა, და ქალაქნი იგი ყოველნი, რომელ აღაშენნა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ იუდასთასა, ხოლო ჟამსა მას სიბერისა მისისასა ელმოდეს ფერჴნი მისნი.

24და დაიძინა ასამ მამათა თჳსთა თანა და დაეუფლა მამათა თჳსთა თანა ქალაქსა მას დავითისასა და მეფობდა იოსაფატ, ძე მისი, მის წილ.

25და ნაბატ, ძე იერობუამისი, მეფობდა ისრაჱლსა ზედა წელსა მას მეორესა ასაის, მეფისა იუდასსა, და მეფობდა ისრაჱლსა ზედა ორ წელ.

26და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და ვიდოდა გზათა მამისა თჳსისასა და ცოდვასა თჳსსა, რომლითა აცთუნა ისრაჱლი.

27და გარემოადგა ბაასა, ძე აქიასი, სახლსა მას ისაქარისასა და დასცა იგი ბაასა გაბათონს უცხოთესლთასა. და ნაბატ და ყოველი ისრაჱლი სხდეს გაბათონს.

28და მოკლა იგი ბაასა წელსა მას მეორესა ასა მეფისა იუდასსა და მეფობდა მის წილ.

29და იყო, მეფობასა მას მისსა მათ ზედა დასცა ყოველი იგი სახლი იერობუამისი ვიდრე მოსრვადმდე მისა მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, რომელსა იტყოდა ჴელითა მონისა თჳსისა აქია სელონიტელისათა.

30ყოველთა მათთჳს ცოდვათა იერობუამისათა, რომელმან ცოდა და აცთუნა ისრაჱლი და განარისხა უფალი ღმერთი ისრაჱლისა,

31და ნეშტნი სიტყუანი ნაბატისთანი და ყოველი, რაჲცა ქმნა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა მეფეთა ისრაჱლისათა.

32და იყო ბრძოლა შორის ასას და შორის ნაბატისსა, მეფისა ისრაჱლისა, ყოველთა დღეთა მათთა.

33და წელსა მას მესამესა ასა მეფისა იუდასსა მეფობდა ბაასა, ძე აქიასი, ზედა ყოველსა ისრაჱლსა, თერსას, ოცდაოთხ წელ.

34და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და ვიდოდა გზათა იერობუამისთა, ძისა ნაბატისასა, და ცოდვასა თჳსსა, რომლითა აცთუნა ისრაჱლი.


წინა თავი შემდეგი თავი