მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მესამე მეფეთა
თავი 2

1და მოვიდეს დღენი სიკუდილისა დავითისნი, და ამცნო ძესა თჳსსა სოლომონს და ჰრქუა:

2მე მივალ გზასა ყოველთა კაცთასა, ხოლო შენ განძლიერდი და იყავ მამაკაც ძლიერ.

3და დაიცვენ გზანი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისანი, რათა ხჳდოდი ყოველთა ბრძანებათა მისთა და ყოველთა მცნებათა მისთა და სამართალთა მისთა და წამებათა მისთა, რომელ-იგი წერილ არიან სჯულსა მას მოსესასა, რათა წარგემართოს ყოველი, რასაცა იქმოდი და რასაცა მიჰხედო.

4რათა დაამტკიცოს უფალმან ყოველივე სიტყუაჲ იგი, რომელსაცა მეტყოდა მე და თქუა: უკუეთუ დაიმარხნენ შვილთა შენთა გზანი ჩემნი და ვიდოდიან წინაშე ჩემსა ჭეშმარიტებითა, არა მოვაკლო ნაშობი შენი საყდართა შენთა და ძეთა შორის ისრაჱლისათა.

5და აწ შენ თჳთ უწყი, რა მიყო მე იოაბ, ძემან შარუელისამან, რა-იგი უყო ორთა მათ ერისთავთა ისრაჱლისათა: აბენეზერს, ძესა მას ნერისასა, და ამესას, ძესა მას იეთერისასა, ერისთავსა მას იუდასასა, რამეთუ მოსწყჳდნა იგინი, იძია სისხლი ღუაწლისა ჟამსა მშჳდობისასა და დასთხია სისხლი უბიწო ცხორებასა შინა თჳსსა და ჴამლთა მისთა, რომელ ესხნეს ფერჴთა მისთა.

6აწ ყავ შენ მისთჳს სიბრძნითა შენითა და ნუ შთაავლინებ სიბერესა მისსა მშჳდობით ჯოჯოხეთად.

7და ძეთა ბერზელის გალადელისათჳს ყავ წყალობა და პურისმტე-ყვენ იგინი ტაბლასა შენსა, რამეთუ ესე ფრიად მსახურებდა წინაშე ჩემსა, რაჟამს ვივლტოდე მე პირისაგან აბესალომისა, ძმისა შენისა.

8და სემეი, ძე გერასი იემენელისა, რომელი ბავრიმეველი იყო, იგიცა მწყევდა მე წყევასა სიმწარისასა დღესა მას, რომელსა წარმოვიდოდე მე მეოტებით ბანაკითურთ და მომეგებოდა მე კიდემდე იორდანისა და ვეფუცე მას უფალსა და ვთქუ, ვითარმედ: არა მოგკლა შენ მახჳლითა.

9ხოლო შენ ნუ განამართლებ მას, რამეთუ კაცი ბრძენი ხარ შენ და გულისხმა-ყო, რა უყო მას და შთაჴადო სიბერე მისი სისხლით ჯოჯოხეთად.

10და დაიძინა დავით მამათა თჳსთა თანა და დაეფლა ქალაქსა თჳსსა.

11და რიცხჳ დღეთა დავითისათა, რაოდენ მეფობდა ისრაჱლსა ზედა, ორმეოც წელ, რამეთუ ქებრონს მეფობდა შჳდ წელ და იერუსალჱმს მეფობდა ყოველსა ზედა ისრაჱლსა ოცდაცამეტ წელ.

12სოლომონ დაჯდა საყდარსა დავითის, მამისა თჳსისასა, და იყო იგი ათორმეტისა წლისა. და განემზადა მეფობა მისი ფრიად.

13და შევიდა ადონია, ძე აგითასი, ბერსაბესა, დედისა სოლომონისა და თაყუანი სცა მას. ხოლო მან ჰრქუა მას: მშჳდობითა შემოსულა შენი? და მან თქუა: მშჳდობით.

14და ჰრქუა: სიტყუაჲ არს ჩემი შენდა. ჰრქუა მას ბერსაბე: იტყოდე!

15და ჰრქუა მას: შენ იცი, რამეთუ ჩემი იყო მეფობა და ჩემ ზედა იყო პირი ყოვლისა ისრაჱლისა მეფობად. და იქცა მეფობა და იქმნა ძმისა ჩემისა, რამეთუ ღმრთისა მიერ იყო.

16და აწ თხოვასა ერთსა მცირესა ვითხოვ შენგან, ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა. და ჰრქუა მას ბერსაბე: იტყოდე!

17და ჰრქუა მას: არქუ სოლომონს მეფესა, რამეთუ არა გარემიიქციოს პირი მისი შენგან და მომეცინ მე აბესკა სომანიტელი ცოლად.

18და ჰრქუა მას ბერსაბე: კეთილ, და მე ვეტყოდი მეფესა შენთჳს.

19და შევიდა ბერსაბე მეფისა სოლომონისა სიტყუად მისა ადონიასთჳს. და ზეაღდგა მეფე სოლომონ და მიეგებოდა დედასა თჳსსა და ამბორს-უყო მას და დაჯდა საყდარსავე თჳსსა და დაუდგეს საყდარი დედასა მეფისასა. და დაჯდა მარჯუენით მისა.

20და ჰრქუა ბერსაბე: თხოვასა ერთსა მცირესა ვითხოვ შენგან და ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა. ჰრქვა მას მეფემან: ითხოვე, დედაო ჩემო, რამეთუ არა გარემივიქციო პირი ჩემი შენგან.

21და ჰრქუა მას ბერსაბე: მიეც აბესაკ სომანიტელი ადონიას, ძმასა შენსა, ცოლად.

22მიუგო მას მეფემან სოლომონ და ჰრქუა დედასა თჳსსა: რად ითხოვ აბისაკს სომანიტელსა ადონიასათჳს? არამედ მოუთხოე მას მეფობა ესე, რამეთუ იგი არს ძმა უხუცესი, რამეთუ მის თანა არს აბიათარ მღდელი და იოაბ, ძე შარუელისი, სპასპეტი და მეგობარი მისი.

23და ფუცა მეფემან სოლომონ უფლისა სახელი და თქუა: ესე მიყავნ მე ღმერთმან და ესე შემძინენ, რამეთუ სავნებელად თავისა თჳსისა თქუა ადონია სიტყუაჲ ეგე.

24აწ ცხოველ არს უფალი, რომელმან განმამზადა მე და დამსვა მე საყდარსა ზედა დავითის, მამისა ჩემისასა, და ყო სახელი ჩემი, ვითარცა მეტყოდა მე უფალი, რამეთუ დღეს სიკუდილით მოკუდეს ადონია.

25და წარავლინნა სოლომონ მეფემან ბანეას, ძე იოადასი, და მოკლა ადონია მას დღესა შინა.

26და აბიათარ მღდელსა ჰრქუა მეფემან სოლომონ: წარვედ ანათოთად, აგარაკსა მას შენსა, სახიდ შენდა, რამეთუ კაცი მოსაკლავი ხარ შენ დღეს და არა მოგაკუდინო შენ, რამეთუ იტჳრთე კიდობანი იგი სჯულისა მის უფლისა წინაშე მამისა ჩემისა და რამეთუ იჭირვე ყოველსავე ადგილსა, სადაცა შურებოდა მამა ჩემი.

27და განაძო სოლომონ მეფემან აბიათარ, რათა არღარა იყოს მღდელი უფლისა აღსრულებად სიტყჳსა მის უფლისა, რომელ თქუა სახლსა მას იჰელისასა სელომს შინა.

28და მიესმა იოაბს, ძესა შარუელისასა, რამეთუ იოაბ მიდრეკილ იყო კვალსა ადონიასასა და არა კვალსა სოლომონისასა და შეივლტოდა იოაბ კარავსა მას უფლისასა და მობმა-უყო რქათა მათ საკურთხეველისათა.

29და უთხრეს სოლომონს და ჰრქუეს: შეივლტოდა იოაბ კარავსა მას უფლისასა და, აჰა, მობმა-უყოფიან რქათა მათ საკურთხეველისათა. და წარავლინა სოლომონ იოაბისა და ჰრქუა: რა გექმნა შენ, რამეთუ შეივლტოდე საკურთხეველსა მაგას? და ჰრქუა იოაბ: რამეთუ შემეშინა პირისაგან შენისა და მოვივლტოდე უფლისა. და წარავლინა სოლომონ მეფემან ბანეა, ძე იოადისი, და ჰრქუა: მივედ და მოკალ იგი და დაფალ იგი!

30მივიდა ბანეა, ძე იოადისი, იოაბისათჳს კარავსა მას უფლისასა და ჰრქუა მას: ესრე იტყჳს მეფე: გამოვედ! და ჰრქუა იოაბ: არა გამოვიდე ამიერ, არამედ აქავე მოვკუდე. და მიიქცა ბანეა, ძე იოადისი, უთხრა მეფესა და ჰრქუა: ესრე თქუა იოაბ და ესრე მომიგო.

31ჰრქუა მას მეფემან: მივედ და უყავ მას, ვითარცა-იგი თქუა, და მოკალ და დაფალ იგი, და აღვჴოცო დღეს სისხლი იგი, რომელსა დასთხევდა იოაბ მედად ჩემგან და სახლისაგან მამისა ჩემისა.

32მიაქცია უფალმან სისხლი იგი მისი უსამართლო თავსავე ზედა მისსა, ვითარცა შეემთხჳა ორთა მათ კაცთა მართალთა და უსახნიერესთა მისთა, და მოსწყჳდნა იგინი მახჳლითა და მამამან ჩემმან არა უწყოდა სისხლი იგი. აბენერ, ძე ნერისი, ერისთავი ისრაჱლისა, და ამესა, ძე იეთერისი, ერისთავი იუდასი.

33დააკრბედ სისხლნი მათნი თავსა მაგისსა და თავსა ნათესავისა მაგისისა უკუნისამდე, და დავითისა და ნათესავისა მისისა და სახლისა მისისა და საყდრისა მისისა იყავნ მშჳდობაჲ უკუნისამდე უფლისა მიერ.

34და აღჴდა ბანეა, ძე იოადისი, და შეემთხჳა მას და მოკლა იგი და დაფლა იგი საფლავსა მას უდაბნოსასა.

35და მისცა მეფემან სოლომონ ბანია, ძე იუდასი, იოაბის წილ ერსა მას ზედა და მეფობა წარემართებოდა.

36და წარავლინა მეფემან და მოუწოდა სემეის, ძესა გერასისა, და ჰრქუა მას: იქმენ შენდა სახლი იერუსალჱმს, და დაეშენე მუნ და ნუ ვიდრე განხვალ მუნით.

37და იყოს დღესა მას მოსულისა შენისასა, და ნუ წიაღჴდენ ნაღვარევსა მას კედრონისასა. უწყებით უწყოდე, რამეთუ მოჰკუდე და სისხლი შენი იყავნ თავსა შენსა ზედა. და აფუცა იგი მეფემან მას დღესა შინა.

38და ჰრქუა სემეი: კეთილ არს სიტყუაჲ ეგე, რომელ სთქუ, უფალო ჩემო მეფე, ეგრე ყოს მონამან შენმან. და დაჯდა სემეი იერუსალჱმსა შინა სამ წელ.

39და იყო, შემდგომად სამისა წლისა ივლტოდენ ორნი მონანი სემეისნი და მივიდეს ანქუშის, ძისა მაქიასა, მეფისა გეთელთასა, და უთხრეს სემეის და ჰრქუეს: აჰა, ორნი იგი მონანი შენნი გეთს არიან.

40და აღდგა სემეი და დაასხნა კარაულსა თჳსსა და მივიდა გეთად ანქუშისა, მეფისა გეთელთასა, თხოვად მონათა მათ თჳსთა და მივიდა სემეი და მოიყვანა მონანი იგი თჳსნი გეთით.

41და უთხრეს სოლომონს და ჰრქუეს: მივიდა სემეი იერუსალჱმით გეთად და მოიყვანნა მონანი იგი თჳსნი.

42და მიავლინა მეფემან და მოუწოდა სემეის და ჰრქუა: არა გაფუცე შენ უფლისა და დავდევ შენ ზედა აღთქმა და ვთქუ: დღესა, რომელსა განხჳდე იერუსალჱმით და მიხჳდე მარჯულ ანუ მარცხლ, უწყებით უწყოდე, რამეთუ სიკუდილით მოჰკუდე, და მარქუ მე: კეთილ არს სიტყუაჲ ეგე, რომელ მესმა.

43და აწ რად არა იმარხე ფიცი იგი უფლისა და მცნება იგი, რომელ გამცენ?

44და ჰრქუა მეფემან სემეის: შენ თჳთ იცი ყოველი სიბოროტე შენი, რომელ უწყის გულმან შენმან, რაოდენი-რა უყავ დავითს, მამასა ჩემსა, და მიგაგო უფალმან უფალმან უკეთურება იგი შენი თავსა შენსა.

45და მეფე სოლომონ კურთხეულ არს და საყდარი დავითისი ჰგიეს წინაშე უფლისა უკუნისამდე.

46და უბრძანა მეფემან სოლომონ ბანეას, ძესა იოადისასა, და განვიდა და მოკლა იგი და მოკუდა სემეი.


წინა თავი შემდეგი თავი