მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მესამე მეფეთა
თავი 22

1და დასხდეს სამ წელ, და არა იყო ბრძოლა შორის ასურასტანელთა და შორის ისრაიტელთა.

2და იყო, წელსა მას მესამესა შთავიდა იოსაფატ, მეფე იუდასი, მეფისა მის ისრაჱლისა.

3და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან მონათა თჳსთა: არა უწყით, რამეთუ ჩუენი არს რამათ გალაიდი? და ჩუენ დადუმებულ ვართ მოღებად ჴელთაგან მეფისა ასურთასა?

4და ჰრქვა მეფემან ისრაჱლისამან იოსაფატს: გამოვედ ჩემ თანა ბრძოლად რამათდ გალადიისა. და ჰრქვა იოსაფატ მეფესა ისრაჱლისასა: ვითარცა შენ, ეგრეთცა მე, ვითარცა ერი შენი - ერი ჩემი და ვითარცა საჴედარნი შენნი - ეგრეთცა და საჴედარნი ჩემნი.

5და ჰრქუა იოსაფატ, მეფემან იუდისმან მეფესა ისრაჱლისასა: მო და ვკითხოთ დღეს უფალსა.

6და შეკრიბნა მეფემან ისრაჱლისამან ყოველნი წინაწარმეტყუელნი თჳსნი, ვითარ ოთხას ოდენ კაცი და ჰრქუა მათ მეფემან: მივიდე რამათ გალადისა ზედა ბრძოლად, ანუ ადგილ-ვიპყრა? და ჰრქუეს: აღდეგ და მოცემით მოსცეს უფალმან ჴელთა მეფისათა.

7და ჰრქუა იოსაფატ მეფესა მას ისრაჱლისასა: არს ვინ აქა წინაწარმეტყუელი უფლისა, ანუ არა? და ვკითხოთ მის მიერ უფალსა.

8და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან იოსაფატს: არს აქა კაცი ერთი ღმრთისა, რომლისა მიერ ვკითხემცა უფალსა და მე მოვიძულე იგი, რამეთუ არა იტყჳს ჩემთჳს კეთილსა, არამედ ძჳრსა, მიქეა, ძე იემლაისი. და ჰრქუა იოსაფატ, მეფემან იუდასმან: ნუ ეგრე იტყჳ, მეფე.

9და მოუწოდა მეფემან ისრაჱლისამან საჭურისსა ერთსა და ჰრქუა: ადრე მოიყვანე მიქეა, ძე იემლაჲსი.

10და მეფე ისრაჱლისი და იოსაფატ, მეფე იუდასი, სხდეს თჳთვეულად, სავარძელთა ზედა ჭურვილნი ბჭეთა მათ თანა სამარიასათა და ყოველნი იგი ქურუმნი მისნობდეს წინაშე მათსა.

11და ქმნნა სედეკია, ძემან ქანანისამან, რქანი რკინისანი და თქვა: ესრეთ იტყჳს უფალი: ამით ერქენდე და მოსპო ასურასტანელი სრულიად.

12და ყოველნი იგი წინაწარმეტყუელნი წინაწარმეტყუელებდეს ეგრეთვე და იტყოდეს: აღვედ რამათად გალადისად, და წარგემართოს და მოგცეს უფალმან ჴელთა შენთა მეფე იგი ასურასტანელთა.

13და მოციქული იგი, რომელ მივიდა წოდებად მიქეასა, უთხრა მას და ჰრქუა: აჰა, ეგერა, ყოველნი იგი წინაწარმეტყუელნი იტყჳან, ვითარცა ერთითა პირითა კეთილსა მეფისათჳს. აწ იყავნ სიტყუაჲ შენი, ვითარცა ერთისა მათგანისა და იტყოდე კეთილსა.

14და თქუა მიქეა: ცხოველ არს უფალი, რამეთუ, რაჲცა მრქვის მე უფალმან, მასცა ვიტყოდი.

15და მოვიდა მეფისა და ჰრქუა მას მეფემან: მიქეა, აღვიდეა რამათ გალადისა ბრძოლად, ანუ ვდგე აქა? მიუგო და ჰრქუა: აღვედ და წარგემართოს და მოგცეს უფალმან ჴელთა შენთა.

16ჰრქუა მას მეფემან მერმე: გაფუცებ შენ, რათა სთქუა ჭეშმარიტი სახელითა უფლისათა.

17და ჰრქვა მიქეა: არა ეგრე, ვიხილე ყოველი ისრაჱლი განბნეული მთათა, ვითარცა სამწყსო, რომლისა არა არიან მწყემს. და თქუა უფალმან: არა ვინ არს მაგათა უფალ, მიიქცედ თჳთეულად სახიდ თჳსა მშჳდობით.

18და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან იოსაფატს, მეფესა იუდისასა: არა გარქვა შენ, ვითარმედ არა წინაწარმეტყუელებენ ჩემთჳს კეთილსა, არამედ ძჳრსა?

19და ჰრქუა მიქეა: არა ეგრე, არა თუ მე რაჲმე, არამედ ისმინე სიტყუაჲ უფლისა, რამეთუ ვიხილე უფალი ღმერთი ისრაჱლისა მჯდომარე ზედა საყდართა თჳსთა და ყოველნი ერნი ზეცისანი დგეს გარემო მისა მარჯულ და მარცხლ.

20და თქუა უფალმან: ვინ შეიტყუოს აქაბ, მეფე ისრაჱლისა, და აღვიდეს და დაეცეს რამათ გალადსა? და თქვეს ვინმე ესრე და ვინმე ეგრე.

21და წარვიდა სული წინაშე უფლისა და თქუა: მე შევიტყუო იგი. და ჰრქუა მას უფალმან: რათა?

22და ჰრქუა მას: მივიდე და ვექმნე სული ცრუ პირსა ყოველთა მათ წინაწარმეტყუელთა მისთასა. და ჰრქუა: შეიტყუე, და შეუძლო, განვედ და ყავ ეგრე.

23და აწ, აჰა, მოსცა უფალმან სული სიცრუსა პირსა ყოველთა მათ წინაწარმეტყუელთასა და უფალი იტყოდა შენ ზედა ძჳრსა.

24და მიუდგა თანა სედეკია, ძე ქანანისი, და სცა ღაწუსა მიქეასსა და ჰრქუა: რომელი სული უფლისა არს იგი, რომელ განმეშორა ჩემგან და გეტყოდა შენ?

25და ჰრქუა მიქეა: აჰა, შენ თჳთ იხილო მას დღესა შინა, რაჟამს შეივლტოდი სენაკით სენაკად დამალვად.

26და თქუა მეფემან ისრაჱლისამან: შეიპყართ მიქეა და მიეცით ამნონს, ქალაქაპეტსა, და იოასს, ძესა მეფისასა.

27და არქუთ: ესრე იტყჳს მეფე, შესვით ეგე საპყრობილესა და ჭამოს პური ჭირისა და წყალი იწროებისა, ვიდრემდე მოვიქცე მშჳდობით.

28და ჰრქუა მიქეა: და უკუეთუ მოქცევით მოიქცე მშჳდობით უკუე. ვიდრე არა მეტყოდა მე უფალი. და თქუა მეფემან: აწ ისმინეთ ყთველმან მაგან ერმან.

29და განვიდა მეფე იგი ისრაჱლისა და იოსაფატ, მეფე იუდასი, მის თანა რამად გალადისა.

30და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან იოსაფატს, მეფესა იუდასასა: შევიმოსო სხვად და შევიდე ბრძოლად და შენ შეიმოსო ჩემი სამოსელი. და უცნაურ იქმნა თავი მეფემან ისრაჱლისამან და შევიდა ღუაწლსა მას.

31და მეფემან ასურასტანისამან ამცნო მეეტლეთა მათ თჳსთა და ჰრქუა: ნუ შეახებთ ნუცა დიდსა, ნუცა მცირესა, არამედ მეფესა ხოლო ისრაჱლისასა.

32და იყო, ვითარცა იხილეს მეეტლეთა მათ იოსაფატ, მეფე იუდასი, და თქუეს ურთიერთას: ვგონებთ, თუ ესე არს მეფე იგი ისრაჱლისა. და გარე-შეიცვეს იგი და ღაღად-ყო იოსაფატ.

33და იყო, ვითარცა იხილეს მეეტლეთა მათ, რამეთუ არა იგი იყო მეფე ისრაჱლისა, მიაქციეს მისგან.

34და მოირთხა ერთმან ვინმე მოისართაგანმან და სცა მეფესა ისრაჱლისასა ჯაჭუსა ზედა და განაწონა ფილტუსა. და ჰრქუა მეეტლესა მას თჳსსა: მოაქციე ეტლი ეგე და უკუნმაქციე ღვაწლისა ამისგან, რამეთუ წყლულ ვარ.

35და განძლიერდა ღუაწლი იგი მას დღესა შინა და მეფე დგა ზედა ეტლთა მათ პირისპირ ასურასტანელთა მათ დღითგან მიმწუხრამდე. და გარდამოექანებოდა სისხლი იგი წყლულისა მისგან და აღავსებდა უბესა მის ეტლისასა. და ვითარცა დამწუხრდა, აღმოჴდეს სულნი.

36და შთასულასა ოდენ მზისასა ჴმობდა ქადაგი ერისა მის და თქუა: მოიქეცით თჳთეულად ქალაქსა თჳსსა, ქუეყანად თჳსა.

37რამეთუ მოკუდა მეფე. და მოვიდეს სამარიად და დაფლეს იგი სამარიას.

38და განრცხნეს ეტლნი იგი სისხლისა მისგან წყალთა მათ სამარიასათა. და ლოკდეს ღორნი და ძაღლნი სისხლსა მისსა და როსპიკნი იბანნეს სისხლსა მას მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, რომელსა იტყოდა პირითა ელიასითა.

39და ნეშტნი სიტყუათა აქაბისთანი და ყოველი, რაცა ქმნა და სახლი იგი პილოსძვალისა, რომელი ქმნა, და ყოველნი იგი ქალაქნი, რომელ აღაშენნა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა დღეთა მეუფეთა ისრაჱლისათა.

40და დაიძინა აქაბ მამათა თჳსთა თანა და მეფობდა ოქოზია, ძე მისი, მის წილ.

41და იოსაფატ, ძე ასასი, მეფობდა ზედა იუდასა წელსა მეოთხესა აქაბ მეფისა ისრაჱლისა.

42და ოცდა ათხუთმეტისა წლისა იყო იოსაფატ დადგომასა მას მისსა მეფედ და ოცდახუთ წელ მეფობდა იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა ასუბა, ასული სალსალასი.

43და ვიდოდა ყოველთა გზათა ასას, მამისა თჳსისათა და არა გარდააქცია მათგან და ქმნა სამართალი წინაშე უფლისა.

44გარნა მაღალნი იგი, რამეთუ მოსპნა; ერი იგი უზორვიდავე და უკმევდა საკუმეველსა ზედა მაღალთა მათ.

45და მშვდობაჲ იყო შორის იოსაფატისა და მეფისა მიმართ ისრაჱლისა.

46და ნეშტნი სიტყუათა იოსაფატისთანი და ძლიერებანი მისნი, რომელ ქმნა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა იუდასათა.

47და შეწირულნი, რომელ დაშთომილ იყუნეს დღეთა მათ მამისა მისისათა, მოსპნა ქუეყანით.

48და მეფე არა დგა ედომს დამტკიცებულად.

49და მეფემან იოსაფატ ქმნნა ნავნი მიმავალნი თარსით და სოფირად, რომელთა მოაქუნდა ოქრო და არღარა ვიდოდეს, რამეთუ დაიმუსრნეს ნავნი იგი გასიონ გაბერს.

50მიერ ჟამსა ჰრქუა ოქოზია, ძემან აქაბისამან, იოსაფატს: მოვიდენ მონანი შენნი მონათა ჩუენთა თანა და ნავნი შენნი ნავთა ჩემთა თანა და არა ინება იოსაფატ.

51და დაიძინა იოსაფატ მამათა თჳსთა თანა და დაეფლა ქალაქსა მას დავითისასა და მეფობდა იორამ, ძე მისი, მის წილ.

52და ოქოზია, ძე აქაბისი, მეფობდა ისრაჱლსა ზედა სამარიას წელსა მას მეჩჳდმეტესა იოსაფატისასა, მეფისა იუდასასა, მეფობდა ისრაჱლსა ზედა ორ წელ.

53და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და ვიდოდა გზათა აქაბის, მამისა თჳსისათა, და გზათა იეზაბელის, დედისა თჳსისათა, სახლისა მის იორობოამისა, ძისა ნაბატისასა, რომელმან აცთუნა ისრაჱლი,

54და ამონა კერპთა მათ, თაყუანი-სცა მათ და განარისხა უფალი ღმერთი ისრაჱლისა უმეტეს ყოველთა მათ წინანდელთა მისთა.


წინა თავი