მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მესამე მეფეთა
თავი 6

1და იყო, წელსა მას ოთხას და მეორმოცესა შემდგომად გამოსლვისა მის ძეთა ისრაჱლისათა ქუეყანით ვგჳპტით, წელსა მეოთხესა თთვესა მეორესა, სუფევასა სოლომონ მეფისასა ისრაჱლსა ზედა, იწყო საქმედ ტაძრისა მის უფლისა.

2და ტაძარი იგი, რომელ აღუშენა სოლომონ მეფემან უფალსა, სამეოც წყრთა - სიგრძე მისი და ოც წყრთა - სივრცე მისი და ოც წყრთა - სიმაღლე მის ტაძრისა.

3და კამარა ერთ პირისპირ მის ტაძრისასა - ოც წყრთა, სიმაღლე მის სწორად სიმაღლისა მის ტაძრისა, და ათ წყრთა - სივრცე მისი პირისპირ ტაძრისა მის და აღქმნა და აღასრულა ტაძარი იგი.

4და უქმნნა ტაძარსა მას სარკმელნი კანკლედნი და ფრიალნი.

5და მოადგა არდაბაგი გარემო ზღუდესა მას მის ტაძრისასა და დაბირსა და მოაქმნა კედლისკედელ გარემო კედელთა მათ.

6კედელი იგი შინაგანი - ხუთ წყრთა სივრცე მისი, და კედელი იგი მეორე - ექუს წყრთა - სივრცე მისი და მესამისა მის - შჳდ წყრთა - სივრცე მისი და განამარტა მოტიხურით გარემო ზღუდეთა მათ ტაძრისათა, რათა არა ევნებოდის კედელთა მის ტაძრისათა.

7და აღიშენა ტაძარი იგი ქვითა უთლელითა და ჴმაჲ ჭურჭლისა და რკინისა ყოვლადვე არა ისმა შენებასა მის ტაძრისასა.

8და ბჭე გუერდით შინაგან მარჯუენით მჴარსა მას მის ტაძრისასა და აღსავალი მისი გარემოთ საშუალადმდე საშუალითგან ვიდრე მესამედ სართულადმდე.

9და აღქმნა ტაძარი იგი და აღასრულა და განარჩუნა ტაძარი იგი ფიცრითა შედგმულითა და ძელითა ფიჭვისათა.

10და აღაშენა კედელთა მათ თანა მის ტაძრისათა სვეტებს ქვეშე კამარათა მათ ხუთ წყრთა სიმაღლით და აღრჩუნნა სუეტნი იგი ძელითა ფიჭვისათა.

11და იყო სიტყუაჲ უფლისა სოლომონის მიმართ და თქუა:

12სახლსა მაგას, რომელსა მიშენებ მე, უკუეთუ ბრძანებათა ჩემთა ხჳდოდი და სამართალნი ჩემნი ჰყვნე და დაიცვნე ყოველნი მცნებანი ჩემნი სლვად მათ შინა, და დავამტკიცნე სიტყუანი ჩემნი შენ თანა, რომელსა ვეტყოდე დავითს, მამასა შენსა.

13და დავემკჳდრო შორის ძეთა ისრაჱლისათა და არა უგულებელს-ვყო ერი ჩემი ისრაჱლი.

14და ქმნა სოლომონ ტაძარი იგი და აღასრულა.

15და აღრჩუნნა კედელნი იგი მის ტაძრისანი ძელითა ფიჭჳსათა იატაკითგან ვიდრე თავამდე და ვიდრე მოსლებამდე და მორჩუნა ძელითა შინათგან და განრჩუნა შინაგანი გუერდი ერთი ტაძრისა მის ძელითა ნაძჳსათა.

16და შემოაქნა ტაძარსა მას გუერდი ერთი, ოც წყრთა სიმაღლე მისი იატაკითგან ვიდრე მოსლამდე, და შემოაქნა კედელი იგი დაბირსა წმიდასა მას წმიდათასა.

17ორმეოც წყრთა იყო ტაძარი იგი შინაგანი.

18და განრჩუნა ტაძარი იგი შინაგანი ძელითა ფიჭჳსათა, კამარები მისნი და სვეტნი მისნი გამოქანდაკებულნი ყოველი ძელითა ფიჭუთა და არა ჩნდა ქვა

19პირისპირ დაბირისა შორის ტაძარსა მას შინაგან და განმზადა მუნ ადგილი დასადგმელი კიდობნისა მის აღთქმისა უფლისა.

20და პირსპირ დაბირსა - ოც წყრთა სიგრძო მისი და ოც წყრთა - სივრცე მისი და ოც წყრთა - სიმაღლე მისი, და განრჩუნა იგი ოქროთა მყარითა და ქმნა საკურთხეველი ძელისაგან ფიჭჳსა.

21და განრჩუნა სოლომონ ტაძარი იგი შინაგან ოქროთა რჩეულითა და დამსჭვალა ოქროსა სამშჭულებითა პირისპირ დაბირისა და შემოსა იგი ოქროთა.

22და ყოველსა მას ტაძარსა შესცხო თქრო და შინაგან დაბირსა მას ქმნნა პეპელნი ოქროსანი.

23და ქმნნა შინაგან დაბირსა მას ორნი ქერობინნი ძელისა ურთხელისაგან, ათ წყრთით სწორად სიდიდე მისი.

24ხუთ წყრთა ერთი ფრთე მისი, ხუთ წყრთა მეორე ფრთე მისი და ათ წყრთა ფრთით ფრთედ ფრთეთა მისთა,

25ეგრეცა მეორისა მის ქერობინისა ერთითა სწორითა ერთ სწორება ქერობინთა მათ.

26და სიმაღლე ერთისა მის ქერობინისა ათ წყრთა, ეგრეცა მეორისა მის ქერობინისა.

27და დადგნა ორნივე იგი ქერობინნი საშუალ ტაძარსა მას შინაგანსა და განუფინნა ფრთენი მათნი და მისწუდებოდა ფრთე ერთისა მის ქერობინისა ერთკერძო კედელსა მის ტაძრისასა და მისწუდებოდა ფრთე ქერობინისა მის მეორისა კედელსა მას მეორესა და ფრთენი მათნი საშუალ ტაძარსა მას შესწორდებოდეს ერთიერთსა ფრთე ფრთესა.

28და შემოსნა ქერობინნი იგი ოქროთა.

29და ყოველნი კედელნი ტაძრისანი მის გარემოს ქანდაკებით მოწერნა ქერობინისსახედ და დანაკისკუდისსახედ და გამოხატულნი სახილველნი შინაგან და გარეშე ქერობინთა მათ.

30და იატაკი ტაძრისა მის შინაგანისა და გარეშისა მორჩუნა ოქროთა.

31და კარები დაბირისა მისი ქმნა ძელისაგან ღვივის და ზღურბლნი მისნი ხუთნაკეცითა.

32და ორნი კარნი ძელთაგან ნაძჳსათა და ქანდაკნი და ჭედილნი ქერობინისსახედ და დანაკისკუდისსახედ და პეპელნი აღფრინვებულნი და შემოსნა იგინი ოქროთა და მოძერწა გარემოს ქერობინთა მათ და დანაკისკუდთა ოქრო.

33ეგრევე სახედ აქმნა ბჭეთა მათ ტაძრისათა ზღრუბლნი ოთხნაკეცად ძელთაგან ღვივისათა,

34და ორნივე იგი ბჭენი ძელთაგან ნაძუთასა ორკერძო განღებით და ქსულნი მათნი იმერ-ამიერ.

35და ბჭე იგი მეორე გარემოქცევით და ქანდაკნი ბჭეთანი მათ ქერობინისსახედ და დანიკისკუდისსახედ და პეპელნი აღფრინვებულნი და შემოსა ოქროთა მოძერწვით გარემოს ქმნულება იგი.

36და აღაშენა ეზო იგი შინაგანი სამნაკეცად და მოფეტნა ძელითა ფიჭჳსათა.

37წელსა მას მეოთხესა და დადვა საძირკველი ტაძრისა მის უფლისა თთვესა მას იუსსა წელსა მას მეათერთმეტესა სუფევისა თვისისასა თვესა მას იბულს (რამეთუ იგი არს თვე მერვე). აღესრულა ტაძარი იგი მსგავსად ყოვლისა სიტყჳსა მისისა და მსგავსად ყოვლისა განგებისა მისისა და აღასრულა ტაძარი იგი შვიდსა წელსა.


წინა თავი შემდეგი თავი