მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მესამე მეფეთა
თავი 7

1და თჳსი იგი ტაძარი აღასრულა სოლომონ ათცამეტსა წელსა და აღასრულა ყოველივე საქმე ტაძრისა მის თჳსისა.

2და აღაშენა ტაზარი იგი მაღნარისა მისგან ლიბანისა ას წყრთა - სიგრძო მისი და ერგასის წყრთა - სივრცე მისი და ოცდაათ წყრთა - სიმაღლე მისი და სამნაკეცად გარემო სვეტთა მათ ძელითა ფიჭჳსათა და სამჴარნი სვეტთა მათ ფიჭჳსანი.

3და დართვა ტაძარი იგი ზედა კედელთა მათ და სვეტთა მათ რიცხჳ სვეტებისა მის ორმეოცდახუთ და ათხუთმეტგან განკარულ შინაგან.

4გარემო და ზედა მოტიხრულ სამნაკეცლად განწვალვით.

5და ყოველი იგი ბჭეები და ყოველი ფოლოცები ტაძრისა მის ოთხნაკეცლად განწვალა და ბჭითი ბჭედ სამნაკეცლად.

6და კამარები სვეტებისა მის იქმნა, ერგასის წყრთა, - სივრცე მისი, შედგმულ კამარანი იგი პირისპირ ურთიერთას და სუეტნი იგი ხარისხნი პირისპირ კამარათა მათ.

7და კამარა იგი საყდრისა მის, სადა დაჯდის შჯად შინა კამარისა მის აქმნა სართული ძელთაგან ფიჭჳსათა კიდით კიდედ.

8და სახლსა მას საყოფელსა თჳსსა ქმნა ეზო ერთი კამარედი მსგავსად მისივე ქმნულებისა და ტაძარი იგი ასულისა ფარაოსისა, რომელ მოიყვანა სოლომონ ცოლად თჳსა, მსგავსად მათვე კამარათა.

9ქვათაგან პატიოსანთა უთლელთა შებრძვინვით ურთიერთას სიგრძით შინაგან და გარეშე საძირკველთაგან ვიდრე სართულადმდე.

10და გარეშე ეზოსა მის დიდისა მომტკიცებულ ქვითა დიდითა ათ წყრთით და რვა წყრთით.

11და ზეშთა ქვითა პატიოსნითა უთლელითა მსგავსად მისვე საზომთა და ძელითა ფიჭვისათა.

12ეზო, რომელი-იგი დიდი გარემო სამნაკეცლად უთლელითა და ჯერი ერთი ფიცრითა შედგმულითა მოადგა ძელითა ფიჭუთა და აღაშენა ეზო იგი ტაძრისა მის უფლისა შინაგან კამარათა მათ პირისპირ ტაძრისა მის.

13და მიავლინა მეფემან სოლომონ და მოიყვანა ქირამ ტჳროსით,

14ძე დედაკაცისა ერთისა ქურივისა, რამეთუ იყო იგი ნათესავისაგან ნეფთალიმისა, და მამა მისი კაცი ტჳრელ ჴელოვანთმოძღუარ სპილენძისა და სავსე სიბრძნითა და მეცნიერებითა, გულისხმისმყოფელ ყოველსა საქმესა სპილენძისასა, და მოვიდა სოლომონ მეფისა და უქმნა ყოველივე იგი საქმე.

15და შექმნნა დასხმით ორნივე იგი სუეტნი კამარას მის ათრვამეტ წყრთა - სიმაღლე სუეტისა მის, საზომითა ათოთხმეტ წყრთა სიმსხო სვეტისა და ოთხ - ოთხთით შუა კარები მისი, ეგრეცა მეორე იგი სუეტი.

16და ორნი სუეტისთავნი ზედა სუეტთა მათ დასხმითნი სპილენძისანი, ხუთ წყრთა - სიმაღლე ერთისა მის სუეტისა თავისა და მეორისა მის სუეტისა - ხუთ წყრთა.

17და ქმნა ორნი სატიხარნი დასაფარველად ერთისა მის სუეტისთავისა და ორნი სატიხარნი დასაფარველად მეორისა მის სუეტისთავისა, ქმნილი დამოკიდებით

18და ორთავე მათ სუეტთა ბროწეულისსახედ სპილენძისა გარემო სატიხარსა მას მოაქმნა დამოკიდებით შემდგომით შემდგომად, ეგრევე სახედ იქმნა მეორესა მას სუეტისთავსა.

19და ორთავე მათ სუეტისთავთა მოაქმნა შროშნისსახედ კამარასა მას თანა საზომითა ოთხ წყრთა.

20სატიხართა მათ ზედა ორთავე სუეტთასა ბროწლის სახედ ორასი გარემო მოდგომილი ორთავე მათ სუეტისთავთა.

21და აღუდგინა სუეტნი იგი კამარასა მას ტაძრისასა და აღმართა სუეტი იგი ერთი მარჯულ და უწოდა სახელი მისი იაქუმ, და აღმართა სუეტი იგი მეორე მარცხულ, და უწოდა სახელი მისი ბოოზ.

22და ზედ სუეტისთავთა მათ მოაქმნა შროშნისსახედ და აღასრულა საქმე იგი სუეტთა მათ.

23და ქმნა ზღუაჲ იგი რვალისა ათ წყრთა ყურით, ყურ მრგვალ გარემო და სიფართე მისი იყო ოცდაათსამმეტ წყრთა და ხუთ წყრთა სიმაღლე მისი.

24და სამყაროთა ზედა, რომელთა დგა საზომით გარემო ათ წყრთა და მოადგა სამყაროთა მათ ზედა და დასხმით დასამტკიცებელად.

25და ათორმეტი კურო ქვეშე ზღუასა მას, სამნი იგი ხედვიდეს სამხრად კერძო და სამნი იგი ხედვიდეს ჩრდილოდ კერძო და სამნი იგი ხედვიდეს ზღუად მიმართ და სამნი იგი ხედვიდეს აღმოსავალად, და ზღუაჲ იგი მათ ზედა და ბჭენი ყოველთანი შემართ.

26და სიზრქო მისი მტკაველითა და ბაგენი მისნი, ვითარცა წედისანი, და სახე შროშანისა გარემო და შთაისხის ვითარ ორ ათას ოდენ მარი.

27და ქმნნა მექონოთნი ათნი სპილენძისანი, ხუთ წყრთა სიგრძო ერთისა მის მექონოთისა და ოთხ წყრთა სივრცე მისი და ექუს წყრთა სიმაღლე მისი.

28და ესე ქმნილებაჲ იყო მექონოთთა მათ ხორშად ქმნულ ზედა და ხორშად ქმნულ გარემო წარსავალთა მათ და ზედ

29ხორშთა მათ წარსავალთასა ლომისსახენი და კურონი და ქერობინნი და ზედა გარემოსავალთა მათ ეგრევე სახედ და ზედ ლომთა მათ და კუროთა მათ ქმნულებაჲ დამოსლვითა.

30ოთხნი ურმისთუალნი სპილენძისანი ერთისა მის მექონოთისა და განსაცმელნი სპილენძისანი ოთხკერძოვე, ბეჭნი მათნი ქუეშე ავაზანთა მათ და ბეჭნი კაცისსახენი ჩასხმულნი ატყირბულნი მათ თანა.

31და პირი მისი სუეტისთავითგან აღმართ წყრთა ერთ; და იყო პირი მისი მრგუალ, ეგრესახედვე წყრთა და კერძო სიზრქო მისი და გარემო ბჭენი მისნი წახნაგისსახედ მოქმულ ოთხ კედლად და არა მრგულად.

32და ოთხნი ურმისთვალნი ქუეშე სამყაროთა მათ და ჴელნი მისნი ურმისთვალთა მათ მიმართ და მექონოთთა და სიმაღლე ურმისთვალთა მათ წყრთა და კერძო.

33და ქმნილებაჲ ურმისთვალთა საეტლეთა და ჴელნი მათნი და ქედნი მათნი და ბეჭნი მათნი და ყოველი ქმნილებაჲ მათი დასხმითი რვალისა.

34და ოთხნი მჴარნი ზედა ოთხთა მათვე კიდეთა მექონოთისათა, მუნვე შემართ მექონოთად ბეჭნი მათნი.

35ზედა თავსა მას მექონოთისასა წყრთისა ერთისა კერძო სიდიდით მრგულად გარემო ზედა თავსა მის მექონოთისასა და ჴელნი მისნი გამოდგმითნი მისგანვე.

36და განეღებოდეს შედგმულსა ზედა ჴელთა მისთასა და ხორშთა მისთა ქერობინნი და ლომნი და დანაკისკუდნი გამოქმნულნი მისგან პირისპირ ურთიერთსა შინაგან და გარეშე.

37და მისსახედვე ქმნა ყოველი იგი ქმნილებაჲ ათთა მათ მექონოთთა. ერთი საზომი და ერთი სწორება და ერთი სახე იყო ყოველთა მათ.

38და ქმნა ათნი ქოთნისსახენი ქვაბნი სპილენძისანი და შთაისხის ერთმან ქვაბმან ორმეოცი მარი და იყო ოთხ წყრთა საზომი ქვაბთა მათ და ქვაბი ერთი თითოეულად ზედა ათთა მათ მექონოთთა.

39და დადგნა მექონოთნი იგი ხუთნი მჴარით კერძო ტაძრისა მის მარჯვენით და ხუთნი მჴრით ტაძრისა მის მარცხენით და ზღუაჲ იგი დადგა მჴრით მარჯვენით კერძო მზისა აღმოსავალით და ბღუარით.

40და ქმნა ქირამ სიავ-ქვაბნი, სიავ-ქვაბნი იგი გამატფობელად და ტასტები იგი და აღასრულა ქირამ ყოველი იგი საქმე, რომელ უქმნა მეფესა სოლომონს ტაძარსა მას უფლისასა.

41და სუეტნი ორნი გარე-მოდგმით ქანდაკებული ზედა ორთა მათ სუეტისთავთა და ორ-ორი მოტიხრული დასაფარველად გარემოქანდაკებულთა მათ ქმნილთა ზედა სუეტისთავთა.

42და ოთხასნი ბროწეულისსახენი ორთა მათ სატიხართა და ოთხნაკეცად მოდგმული ბროწეულისსახედ მათვე საქციელთა მექონოთისათა ზედა ორთა მათვე სუეტთა.

43და ქოთნისსახენი იგინი ქვაბნი ათნივე ზედა მექონოთთა მათ.

44ზღუაჲ იგი ერთი და ათორმეტნი იგი კურონი ქუეშე ზღუასა მას.

45და სიავნი იგი განმატფობელნი სამნი და ტასტები იგი და ყოველივე იგი ჭურჭელი, რომელნი უქმნა ქირამ მეფეს სოლომონს ტაძარსა მას უფლისასა და სუეტები ორმეოცდარვა ტაძარსა მას უფლისასა და ტაძარსა მას მეფისასა და ყოველი იგი საქმე, რომელ ქმნა მეფემან ქირამ, სპილენძისაგან ხოლო, და არა იყო სწორი სპილენძისა მის, რომლისაგან ქმნა ყოველი იგი საქმე მრავალი და დიდი, და არა იყო სწორ ბრწყინვალებისა მის სპილენძისა.

46კიდესა იორდანისასა ოდენ უქმნა მეფესა დასხმითი და სპილენძისა სიზრქესა მის მიწისასა, შთასხა ყოველი საშუალ სოკაქოთსა და სირთანსა.

47და მისცა მეფემან სოლომონ ყოველი იგი საქმარი, რამეთუ დიდად ფრიად იყო სიმრავლითა და არა იყო რიცხჳ სპილენძისა მის.

48და ქმნა სოლომონ ყოველი იგი სამსახურებელი ტაძრისა მის უფლისასა და საზორველი იგი ოქროსანი და ტაბლა იგი, რომელსა ზედა პური იგი შესაწირავისა დაიდებოდა, ოქროსა.

49და სასანთლენი იგი ოქროსანი ხუთნი მარჯუენით და ხუთნი მარცხენით პირისპირ დაბირისა, რჩეულისა ოქროსა, და ლამპარნი იგი და სასანთლენი და მოსაწმენდელნი იგი ოქროსანი.

50და წირთხლები იგი და სამსჭვალები და ტაბლები იგი და პინაკები იგი და საგლელნი ოქროსაგან რჩეულისა და კარები სახლისა მის შინაგანისა წმიდასა მას წმიდათასა და კარები ტაძრისა მის ოქრო რჩეულ.

51და აღასრულა ყოველი იგი საქმე, რომელი ქმნა მეფემან სოლომონ ტაძარსა მას უფლისასა, და შეიღო სოლომონ სიწმიდე იგი დავითის მამისა თჳსისა და ყოველი იგი სიწმიდე სოლომონისი: ვეცხლი და ოქრო და ყოველი ჭურჭელი იგი მისცა საფასედ ტაძარსა მას უფლისასა.


წინა თავი შემდეგი თავი