მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მესამე მეფეთა
თავი 8

1მას ჟამსა შინა შეკრიბნა მეფემან სოლომონ ყოველნი იგი მოხუცებულნი ისრაჱლისანი ყოვლით მთავრითურთ მსგავსად განნაწილებისა მის მამათასა ძეთა ისრაჱლისათა მიღებად სიონად კიდობნისა მის უფლისა ქალაქით დავითისათა.

2და მოკრბეს სოლომონ მეფისა ყოველნი იგი ძენი ისრაჱლისანი თთვესა მას ანთანიმსა, რამეთუ იგი არს თთვე მეშჳდე.

3და გამოვიდეს ყოველნი იგი მოხუცებულნი ისრაჱლისანი და აღიღეს მღდელთა მათ კიდობანი იგი უფლისა.

4და კარავი იგი წამებისა და ყოველი იგი სამსახურებელი სიწმიდისა, რომელ-იგი იყო კარავსა მას შინა საწამებელისასა, და აღიღეს მღდელთა მათ ლევიტელთა.

5და მეფე სოლომონ და ყოველი იგი ერი ძეთა მათ ისრაჱლისათა მოკრებილ იყუნეს წინაშე კიდობნისა მის და სწყუედდეს ზროხასა და ცხოვარსა ურიცხუსა სიმრავლითა.

6და შეიღეს შინა მღდელთა მათ კიდობანი იგი აღთქმისა ადგილად თჳსა დაბირსა, სახლსა მას წმიდასა წმიდათასა ფრთეთა ქუეშე ქერობინთა მათ.

7რამეთუ ქერობინთა მათ განეფინნეს ფრთენი ზედა ადგილსა მას კიდობნისასა და დაფარეს ქერობინთა მათ კიდობანი იგი და სიწმიდენი მისნი ზეშთა.

8და დადგეს ზედა სიწმიდეთა მათ და ხედვიდეს თავნი განწმედილთა მათ სიწმიდესა მას პირისპირ დაბირისა და გამომართ და არა გამოჩნდეს. და იყო მუნ ესრეთ ვიდრე დღეინდელად დღედმდე.

9და არა იდვა კიდობანსა მას შინა, გარნა ორნი იგი ფიცარნი ქვისანი, ფიცარნი აღთქმისანი, რომელნი დასხნა მას შინა მოსე ქორებს, რომელ აღუთქუა უფალმან ძეთა ისრაჱლისათა შემდგომად გამოსლვისა მის მათისა ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა.

10და იყო, ვითარცა გამოვიდეს მღდელნი იგი სიწმიდეთა მათგან და ღრუბლითა აღივსო ტაძარი იგი უფლისა.

11და ვერ დგეს მღდელნი იგი მსახურებასა მას ღრუბლისა მისგან, რამეთუ დიდებითა უფლისათა აღივსო ტაძარი იგი.

12მას ჟამსა სიტყუად იწყო სოლომონ და თქუა: უფალმან თქუა მფარველ-ყოფად ნისლითა.

13და აღვაშენე მისი ტაძარი სამკჳდრებელად და დასამტკიცებლად საყდრისა მისისა უკუნისამდე.

14და მიექცა მეფე და აკურთხა ყოველი ისრაჱლი და ყოველი იგი ერი ისრაჱლისა დგა.

15და თქუა სოლომონ: კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა დღეს, რომელი იტყოდა პირითა თჳსითა დავითისთჳს, მამისა ჩემისა, და ჴელითა თჳსითა აღასრულა და თქუა:

16რომლით დღითგან გამოვიყვანე ერი ჩემი ისრაჱლი ქუეყანით ეგჳპტით, არასადა გამოვირჩიე ქალაქისაგან ისრაჱლისა ერისა შენებად ტაძარი სახელისა ჩემისა, გამოვირჩიე დავით წინამძღურად ერისა ჩემისა ისრაჱლისა.

17და იყო გულსა დავითისა, მამისა ჩემისსა, ვითარმცა უშენა ტაძარი სახელსა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა.

18და ჰრქუა უფალმან დავითს, მამასა ჩემსა, ამისთჳს; რამეთუ მოგიჴდა გულსა შენსა შენებად ტაძარი სახელისა ჩემისა, კეთილ არს, რამეთუ მოგიჴდა გულსა შენსა.

19ხოლო არა შენ ჰქმნე ტაძარი იგი, არამედ შვილმან შენმან, რომელი გამოსლვად არს წყვილთაგან შენთა, მან მიქმნეს სახლი სახელისა ჩემისა.

20და წარმართა უფალმან სიტყუაჲ იგი, რომელსა იტყოდა და აღმმართა მე დავითის წილ, მამისა ჩემისა, და დამსვა მე საყდარსა ისრაჱლისასა, ვითარცა თქუა უფალმან, და აღვაშენე სახლი სახელისა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა.

21და განუმზადე მუნ ადგილი დასადგმელად კიდობნისა მის სჯულისა უფლისა, რომელ აღუთქვა უფალმან მამათა ჩუენთა გამოყვანებასა მათსა ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა.

22და დადგა სოლომონ პირისპირ წინაშე საკურთხეველისა უფლისა და წინაშე ყოვლისა მის ერისა ისრაჱლისა და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად.

23და თქუა: უფალო, ღმერთო ისრაჱლისაო, არავინ არს შენებრ ღმერთი ცათა შინა და არცა ქუეყანათა ზედა, რომელმან დაუმარხე აღთქმა და წყალობაჲ მონასა შენსა, რომელი ვიდოდა წინაშე შენსა ყოვლითა გულითა თჳსითა.

24რომელ დაუმარხენ მონასა შენსა დავითს, მამასა ჩემსა, რომელსა ეტყოდე მას და სთქუ პირითა შენითა და ჴელითა შენითა აღასრულნე, ვითარცა-ესე დღეს დღე.

25და აწ, უფალო, ღმერთო ისრაჱლისაო, დაუმარხე მონასა შენსა დავითს, მამასა ჩემსა, რომელსა ეტყოდე მას და სთქუ: არა მოაკლდეს შენგან კაცი წინაშე პირსა ჩემსა, რომელი ჯდეს საყდარსა ისრაჱლისასა, გარნა ეკრძალნედ შვილნი შენნი გზათა თჳსთა სლვად წინაშე ჩემსა, ვითარცა შენ ხჳდოდი წინაშე ჩემსა.

26და აწ, უფალო, ღმერთო ისრაჱლისაო, სარწმუნო იყავნ სიტყუაჲ შენი, რომელსა ეტყოდე მონასა შენსა დავითს, მამასა ჩემსა.

27და თუ ჭეშმარიტად დაიმკჳდროს ღმერთმან კაცთა შორის ქუეყანასა ზედა, უკუეთუ ცანი ცათანი ვერ შემძლებელ არიან შენდა, აწ ვითარმე სახლი ესე, რომელ აღვაშენე სახელისა შენისა, იყოს საყოფელად შენდა?

28აწ მოხედე ლოცვასა მონისა შენისასა, ვედრებასა ჩემსა, უფალო, ღმერთო ისრაჱლისაო, სმენად ლოცვისა მონისა შენისასა, რომელი დგეს წინაშე შენსა შენ თანა დღეს.

29იყუნედ თუალნი შენნი მოხედვად დღე და ღამე ადგილსა ამას, რომელსა სთქუ, ვითარმედ: იყავნ სახელი ჩემი მას შინა სმენად ლოცვისა, რომელსა გევედრებოდის მონა შენი ადგილსა ამას დღე და ღამე და ისმინო ჴმა მონისა შენისა და ერისა შენისა ისრაჱლისა, რომელნი თაყუანის-გცემდენ ადგილსა ამას.

30და შენ ისმინო ადგილსა მკჳდრობისა შენისასა ცათა შინა და შენ ჰყო მიტევება,

31რათაცა ვინ შეცოდებულ იყოს კაცი მოყუსისა მიმართ, და თუ ვინმე აღიღოს წყევა წყევად ვისამე და აღიაროს წინაშე საკურთხეველსა ტაძრისა ამის,

32და შენ ისმინო ზეცით და ჰყო. და სჯიდე ერსა შენსა ისრაჱლსა უსჯულოებისა უსჯულოსასა მიგებად მსგავსად გზათა მისთა მისაგებელი თავსა მისსა და განმართლებასა მართლისასა მიგებად მას მსგავსად სიმართლისა მისისა.

33და მოუძლურებასა ერისა შენისა ისრაჱლისასა წინაშე მტერთა, რაჟამს ცოდონ შენდა მიმართ და მოიქცენ შენდა და აღუარონ სახელსა შენსა და ილოცვიდენ და გევედრებოდენ შენ ტაძარსა ამას.

34და შენ ისმინო ზეცით და მიუტევენ ცოდვანი ერსა შენსა ისრაჱლსა და მოიქცენ იგინი ქუეყანასა ამასვე, რომელ მიეც მამათა მათთა.

35დაყენებასა წჳმისასა არა ყოფად წჳმისა, რაჟამს ცოდონ შენდა მიმართ და ილოცვიდენ ადგილსა ამას და აღუარონ სახელსა შენსა და მოიქცენ ცოდვათაგან თჳსთა, რაჟამს მოუძლურდენ იგინი.

36ისმინო ზეცით და მიუტევნე ცოდვანი მონათა შენთა და ერსა შენსა ისრაჱლსა და გამოუცხადენ მათ გზანი კეთილნი სლვად მათ შინა და მოსცე წჳმა ქუეყანასა შენსა, რომელ მიეც ერსა შენსა სამკჳდრებელად.

37და თუ სიყმილი იყოს ქუეყანასა ზედა, გინა თუ სიკუდილი, ანუ თუ ცეცხლითა მოწვაჲ, ანუ თუ მგრაგნელი, გინა თუ მკალი, ანუ თუ გესლი, ანუ თუ აჭირვებდეს მტერი ერთსა ქალაქთაგანსა და ყოველი განსაცდელი და ყოველი სალმობაჲ და ყოველი შესამთხუეველი და ყოველი თხოვა

38და ყოველი ლოცვა, რომელ იყოს ყოვლისა კაცისა, ყოვლისა ერისა შენისა ისრაჱლისა, ვითარ-რა ცნან კაცად-კაცადმან სალმობაჲ იგი გულისა თჳსისა და აღიპყრნენ ჴელნი ტაძარსა ამას,

39და შენ ისმინო ზეცით განმზადებულით სამკჳდრებელით შენით და მიუტეო და განამართლო მსგავსად გზათა მისთა, ვითარ სცნა გული მისი, რამეთუ შენ მხოლომან იცნი გულნი ყოველთა ძეთა კაცთანი.

40და ეშინოდის შენგან ყოველთა დღეთა, რაოდენ ცხონდენ ზედა პირსა ქუეყანისასა, რომელ მიეც მამათა მათ ჩუენთა.

41და უცხო იგი, რომელ არა იყოს ერისა შენისაგან ისრაჱლისა და იგი მოსრულ იყოს ქუეყანით შორიელით,

42სადაცა მისმენილ იყოს სახელი შენი დიდი და ჴელისა შენისა ძლიერისა და მკლავისა შენისა განრთხმულისა, და მოვიდეს და თაყუანი-სცეს ადგილსა ამას,

43და შენ ისმინო ზეცით, განმზადებულით სამკჳდრებელით შენით და ჰყო მსგავსად ყოვლისავე, რომელსაცა ილოცვიდეს შენდამი უცხოთესლი იგი, რათა სცნან ყოველთავე ნათესავთა ქვეყანისათა სახელი შენი და ეშინოდის შენგან ერსა შენსა ისრაჱლსა და სცნან, რამეთუ სახელი შენი წოდებულ არს ზედა ტაძარსა მას, რომელ აღვაშენე.

44და თუ განვიდეს ერი შენი ბრძოლად მტერთა თჳსთა გზასა, რომელსა მივავლინე იგინი და ლოცვიდენ სახელისა მიმართ უფლისა გზასა ამას ქალაქისასა, რომელი გამოირჩიე და ტაძარსა, რომელ აღვაშენე სახელისა შენისა.

45და ისმინო ზეცით ლოცვისა და თხოვისა მათისა და ჰყო მათდა სამართალი და შენდობაჲ,

46რამეთუ შეგცოდონ შენ, რამეთუ არა არს კაცი, რომელმან არა ცოდოს, და თუ მოავლინო მათ ზედა, და მოსცნე იგინი წინაშე მტერთა, წარტყუენენ იგინი წარმტყუენველთა თჳსთა ქუეყანად მტერთასა შორიელთა, გინა თუ მახლობელთა;

47და მოაქცინენ გულნი თჳსნი ქუეყანასა ამას, რომელსა მიიტყუენნეს და მოიქცენ და გევედრებოდიან შენ ქვეყანასა მას ტყუეობისასა და თქუან: ვცოდეთ, უსჯულო-ვყავთ, უწესო-ვყავთ;

48და მოიქცენ ყოვლითა გულითა და ყოვლითა ძალითა თჳსითა ქუეყანასა მას მტერთასა, რომელსა მიიტყუენნეს იგინი და ილოცვიდენ შენდა მიმართ კუალად-გებისათჳს ქუეყანადვე თჳსა, რომელ მიეც მამათა მათთა, და ქალაქისა მისთჳს, რომელი გამოირჩიე, და ტაძრისა ამისთჳს, რომელი აღვაშენე სახელისა შენისათჳს,

49და ისმინო ზეცით განმზადებულით სამკჳდრებელით შენით ლოცვისა და თხოვისა მათისა და ჰყო მათდა სამართალი.

50და მოუტევნე უკეთურებანი მათნი, რომელ ცოდეს შენდა მიმართ, და ყოველი იგი შეურაცხებაჲ, რომელ შეურაცხ-გყვეს შენ, და შეიწყალნე იგინი წინაშე წარმტყვენველთა მათთა და ჰყო მათთჳს წყალობაჲ,

51რამეთუ ერი შენი და სამკჳდრებელი შენი არს, რომელნი გამოიყვანნეს ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა შუა ბრძმედისა მისგან რკინისა განმადნობელისა.

52და იყუნედ თუალნი შენნი მორჩილ ლოცვასა მონისა შენისასა და ლოცვასა ერისა შენისა ისრაჱლისასა სმენად მსგავსად ყოვლისა ვედრებისა მათისა.

53რამეთუ შენ გამოირჩიე შენდა სამკჳდრებელად ყოვლისაგან ერისა ქუეყანისასა, ვითარცა ეტყოდე მოსეს, მონასა შენსა, გამოყვანებასა მას მამათა ჩუენთასა ეგჳპტით, უფალო ღმერთო.

54და იყო, ვითარცა აღასრულა სოლომონ უფლისა მიმართ ყოველი იგი ლოცვა და აღდგა წინაშე სამკჳდრებელსა მას უფლისასა, სადა-იგი მუჴლდადგმით დგა ზედა მუჴლთა თჳსთა და ჴელნი თჳსნი ზეცად აღყარნეს,

55და აღდგა, მიექცა და აკურთხა ყოველი იგი ერი ისრაჱლისა ჴმითა მაღლითა და თქუა:

56კურთხეულ არს უფალი ღმერთი დღეს, რომელმან მოსცა განსვენებაჲ ერსა ამას თჳსსა ისრაჱლსა მსგავსად ყოვლისა მის სიტყჳსა თჳსისა, რომელსა ეტყოდა და არა გარეწარჴდა სიტყუაჲ ერთი ყოვლისაგან სიტყუათა მისთა კეთილთა, რომელთა ეტყოდა მოსეს, მონასა თჳსსა.

57იყავნ უფალი ღმერთი ჩუენ თანა, ვითარცა მამათა ჩუენთა თანა, ნუ დამაგდებ ჩუენ.

58არამედ მოგვაქციე ჩუენ არა განდრეკასა გულთა ჩუენთასა მისგან, სლვად ყოველთა გზათა მისთა და დაცვად ყოველთა მცნებათა მისთა და ბრძანებათა მისთა და სამართალთა მისთა, რომელ ამცნო მამათა მათ ჩუენთა.

59და იყუნედ სიტყუანი ესე ჩუენნი, რომელთა ვლოცევდ წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა დღე და ღამე ყოფად სამართალი ჩემი მონისა ამის შენისა და ყოფად სამართალი ერისა შენისა ისრაჱლისა დღითი დღედ.

60რათა სცნას ყოველმან ერმან ქუეყანისამან, რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი და არავინ არს სხუა შენსა გარეშე.

61იყუნედ გონებანი ჩუენნი განსრულებულ უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა უბიწოებით სლვად მსგავსად ბრძანებათა მისთა და დაცვად სამარ- თალთა, ვითარცა-ესე დღეს დღე.

62და მეფე და ყოველი ისრაჱლი მის თანა შესწირვიდეს შესაწირავსა წინაშე უფლისა.

63და შესწირა მეფემან სოლომონ შესაწირავი სამშჳდებელთა, რომელ შესწირა უფლისა, ზროხა ოცდაორ ათას და ცხვარი ას და ოც ათასი, და ყო სატფური სახლისა მის უფლისა მეფემან და ყოველთა მათ ძეთა ისრაჱლისათა.

64მას დღესა შინა განწმიდა მეფემან ეზო იგი, რომელ იყო პირისპირ ტაძარსა მას უფლისასა, რამეთუ მუნ ყუნა მრგულიადდასაწველნი იგი და შესაწირავნი იგი და ცმელი იგი სამშჳდებელთა, რამეთუ ტაბლა სპილენძისა, რომელ დგა წინაშე უფლისა, მცირე იყო, რამეთუ ვერ დაიტია მრგულიადდასაწველნი იგი და შესაწირავნი სამშჳდებელთანი.

65და ყო სოლომონ მას დღესა შინა დღესასწაული და ყოველმან ისრაჱლმან მისმან მის თანა კრება დიდი და გამოსავლითგან ემათისათ ვიდრე მდინარემდე ეგჳპტისა წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა ტაძარსა მას, რომელ აღაშენა, ჭამდეს და სმიდეს და იხარებდეს წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა შჳდ დღე და შჳდ დღეთა, ათოთხმეტთა.

66და დღესა მას მერვესა განუტევა ერი იგი და აკურთხეს მეფე, და წარვიდეს თჳთვეულად სამკჳდრებელსა თჳსსა სიხარულითა გულისათა განმხიარულებულნი ყოველთა მათ ზედა კეთილთა, რომელ ყო უფალმან დავითისთჳს, მონისა თჳსისა, და ერისა თჳსისა ისრაჱლისა.


წინა თავი შემდეგი თავი