მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მესამე მეფეთა
თავი 9

1და იყო, ვითარცა აღასრულა სოლომონ შენება ტაძრისა მის უფლისა და ტაძრისა მის მეფისა და ყოვლისა მის ქმნილებისა, რომელ ინება სოლომონ მიღებად,

2და ვითარცა-იგი გამოეცხადა უფალი სოლომონს მეორედ, ვითარცა-იგი გამოეცხადა მას გაბაონს,

3და ჰრქუა მას უფალმან: ვისმინე ჴმისა შენისა ლოცვათა შენთა და თხოვათა შენთა, რომელ ითხოვე წინაშე ჩემსა, ვყავ შენთჳს მსგავსად ყოვლისა ლოცვისა შენისა, განვსწმინდე ტაძარი ეგე, რომელ აღაშენე დადებად სახელი ჩემი მას ზედა უკუნისამდე და იყუნედ თუალნი ჩემნი და გული ჩემი მას შინა ყოველთა დღეთა.

4და შენ ხჳდოდი თუ წინაშე ჩემსა, ვითარცა ვიდოდა დავით, მამა შენი, სიწმიდითა გულისათა და სიწრფოებითა ყოფად ყოველივე, რაჲცა ვამცენ მას ბრძანებანი ჩემნი და მცნებანი ჩემნი დაიმარხენ.

5და აღუმართო საყდარი სუფევისა შენისა ზედა იერუსალჱმსა უკუნისამდი, ვითარცა ვეტყოდე დავითს, მამასა შენსა, და ვთქუა: არ მოაკლდეს შენი კაცი წინამძღურად ისრაჱლსა.

6უკუეთუ უკუნქცევით უკუნიქცე, თქუენ და შვილნი თქუენნი ჩემგან და არა დაიმარხნეთ მცნებანი ჩემნი და ბრძანებანი ჩემნი, რომელ მოგცნა მოსემ წინაშე თქუენსა, მიხჳდეთ და მონოთ ღმერთთა უცხოთა და თაყუანის-სცეთ მათ,

7აღვიღო ისრაჱლი ქუეყანისაგან, რომელ მივეც მათ, და სახლი ეგე, რომელ განვწმიდე სახელისა ჩემისათჳს, განვაგდო პირისაგან ჩემისა და იყოს ისრაჱლი განსარყუნელ და სასიტყუჱლ ყოველთა ერთა.

8და ტაძარსა მაგას მაღლად ქმნულსა ყოველნი, რომელნი გარეწარვიდოდიან, დაუკჳრდეს და ისტჳნონ და თქუან: რასმე ეგრე უყო უფალმან ამას ქუეყანასა და ტაძარსა ამას?

9და თქუან: ამისთჳს, რამეთუ დაუტევეს უფალი ღმერთი მათი, რომელმან გამოიყვანნა მამანი მათნი ეგჳპტით სახლისა მისგან კირთებისასა, და შეუდგეს ღმერთთა უცხოთა და თაყუანი-სცეს მათ და მონეს მათ. ამისთჳს მოავლინა უფალმან მათ ზედა ყოველი ძჳრი (მას ჟამსა გამოიყვანა სოლომონ ასული იგი ფარაოსი ქალაქით დავითისით სახიდ თჳსა, რომელი-იგი აშენა თავისა თჳსისა).

10და იყო, მათ დღეთა შინა ოცსა წელსა აღაშენა სოლომონ ორნი იგი ტაძარნი: ტაძარი იგი უფლისა და ტაძარი იგი მეფისა.

11და ქირამ, მეფე ტჳროსისი, შეეწეოდა სოლომონს ძელითა ფიჭუთა და ძელითა ნაძუთა და ოქროთა და ყოვლითავე, რაც ნება იყო მისა. მას ჟამსა სცა მეფემან სოლომონ ქირამს ოცი ქალაქი გალილეისა.

12და განვიდა ქირამ ტჳროსით და მივიდა გალილეად ხილვად ქალაქთა მათ, რომელნი მისცნა მას სოლომონ და არა სთნდეს მას.

13და თქუა: რა არიან ქალაქნი ესე, რომელ მომცენ მე, ძმაო? და უწოდა მათ საზღვარი მოდღენდელად დღემდე.

14მოართვა ქირამ სოლომონს ას და ოცი სასწორი ოქროსა.

15ესე არს ხარკი, რომელსა მოჰჴდიდა მეფე საშენებელად ტაძრისა მის უფლისა და ტაძრისა მის მეფისასა და მელონისა და მაღალთა მათ და აღადგინა ზღუდენი იგი დარღუეულნი ქალაქისა მის დავითისანი, ასური და მაიდანი და ზღუდე იგი იერუსალჱმისა და ესერი და მაგედონი და გაზერი.

16ფარაო, მეფე ეგჳპტელთა, გამოვიდა, წარტყუენა გაზერი და მოწვა იგი ცეცხლითა და ქანანელი იგი, რომელ დამკჳდრებულ იყო ქალაქსა მას, მოსრა და მისცა იგი ზითვად ასულსა თჳსსა, ცოლსა მას სოლომონისასა.

17და აღაშენა სოლომონ გაზერი და ბეთრონი ქვენა.

18და ბალათი და დერმოთი, უდაბნო იგიცა და შენიცა,

19ყოველნი ქალაქნი სამკჳდრებელად, რომელ იყუნეს სოლომონისა, და ქალაქნი მეეტლეთანი და მეცხენეთანი და ყოველი იგი საქმე, რომელი ქმნა იერუსალჱმს, და ლიბანეს და ყოველსა მას ქუეყანასა.

20ჰრიდა ყოველსა მას ნათესავსა დაშთომილსა ამორეველისასა და ქეტელისასა და ფერეზელისასა და ეველისასა და ქანანელსა და იებოსელისასა და გერგესეველისასა, რომელნი არა იყუნეს ძეთა მათგან ისრაჱლისათა.

21ძენი მათნი, რომელნი დაშთომილ იყუნეს შემდგომად მათსა ქვეყანა- სა მას, რომელთა ვერ შეუძლეს ძეთა მათ ისრაჱლისათა მოსრვად მათა და შეადგინნა იგინი სოლომონ ხარკსა მონებისასა მოდღენდელად დღემდე.

22და ძენი იგი ისრაჱლისანი არა შეადგინნა სოლომონ ხარკსა მძიმესა, რამეთუ კაცნი მოღუაწენი იყუნეს და მონა მისა და წინამღუარნი მისნი ძენი მათგან აღჭურვილნი და მჴედარნი.

23და ესე იყუნეს მთავარნი, რომელნი დაედგინნეს ზედა, რიმელნი იქმოდეს საქმესა მას სოლომონისასა ხუთასერგასისი, რომელთა აქუნდათ საქმარნი.

24ხოლო ასული იგი ფარაოსი განვიდა ქალაქით დავითისით სახიდ თჳსა, რომელი-იგი უშენა მას ჟამსა, რომელ აღაშენა მელონი.

25და შეწიროს სოლომონ სამგზის წელიწადსა მგურგულიადდასაწველნი და სამშჳდებელნი ზედა საკურთხეველსა მას, რომელ უშენა უფალსა, და უკმევდა საკუმეველთა წინაშე უფლისა და აღასრულა საქმე ტაძრისა მის.

26და ქმნა ნავი მეფემან სოლომონ გასიონგაბერს, რომელი-იგი იყო მახლობელად ევლათს, კიდესა შემდგომისა მის ზღჳსასა, და ქვეყანასა მას იდუმისასა.

27წარავლინა ქირამ ნავსა მას თანა მონათა თჳსთაგანნი მენავენი ჴელოვანნი ნავისმსახურნი ზღუასა შინა მონათა მათ თანა სოლომონისათა.

28და მივიდეს სოფერად და წარმოიღეს მიერ ოქრო ოთხას და ოცი ტალანტი და მოართვეს მეფესა სოლომონს.


წინა თავი შემდეგი თავი