მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ნეემია
თავი 10

1და ესენი არიან, რომელთა დაბეჭდონ წიგნი ესე სარწმუნოებისა და შენდა მიმართ: ნეემია, ძემან აქალისმან, და სედეკა, ძემან

2სარეასმან, და აზარია და იერემია,

3და ფასურ, მიქია,

4ატოს, ასაბანია, მალუქ,

5ემათ, მარამოთ, აბდია,

6დანიელ, კანათონ, ბარუქ,

7მესულამ, აბია, მიამინ,

8მადია, ბელგეენ, სემეი. ესე ყოველნი არიან მღდელნი

9და ლევიტელნი: ისუ, ძე აზანიასი, ბანია ძეთა მათგან ენადადასთა, კადმელ,

10და ძმანი მისნი: ზებანია, ოდოია, კალიტან, ფელია, ამაან,

11მიქაან, რობა, სებია,

12ზაქორ, ზარაბია, სებანია,

13ლოდუა, ბანუნიას.

14მთავარნი ერისანი: ფოროს, ფაათ, მოაბ, ელაამ, ზათონია.

15ძენი ბანესნი: აზურათ, ბეგაია,

16ადონია, ბაგოვ, ეგინ,

17ატერ, ეზეკია, აზორ, ადოვია,

18აიდა, ასამ, ბესეია,

19არიფ, ანათოთ, ნოვრა,

20მაგაფელ, მესულამ, ეზირმე,

21ნოზაბელ, სადუკ, ედუქ,

22ფალტა, ანან, ანანია,

23ოსეე, ანანიას, ასუფ,

24აპოეს, პილა, სოფეკ,

25ჰრეუმ, ესაბანან, მალუვა,

26აია, ენან, ონან,

27მალუს, ჰრეუმ, ბანა.

28და სხუანიცა ნეშტნი ერისანი მღდელნი და ლევიტელნი, მეკარენი, მგალობელნი, ნათანელნი და ყოველი ერი ესე ჩუენი, რომელთა გვესმის სჯული უფლისა ღმრთისა ჩუენისა, დავსდებთ წამებასა დღეს შენ წინაშე, მამანი და დედანი, ძენი და ასულნი მათნი.

29და რომელნი-იგი ერთკერძო გარდაჴდეს სჯულსა შენსა, ფიცით დავამტკიცებთ დღეს შენ წინაშე: იყავნ იგი შეჩუენებულ და დაწყეულ, რომელთა დაიმარხონ შჯული შენი, რომელ-იგი მოგუეც ჴელითა მონისა შენისა მოსესითა, არამედ ყოველთა ნებითა ჩუენითა დავიმახროთ, და ვყოთ ყოველივე ნება უფლისა ღმრთისა და განკითხვანი მისნი და ბრძანებანი

30არა მივსცნეთ ასულნი ჩუენნი ერსა უცხოსა და ასულნი წარმართთანი არა მოვგუარნეთ ძეთა ჩუენთა.

31და ერმან ამის ქუეყანისამან არა მოიღოს ჩუენდა სავაჭრი, დღესა შაბათსა და არა ვიყიდოთ მათგან შაბათსა რამეთუ დღე წმიდა არს და წმიდად ვიმარხოთ ყოველი იგი შჳდეული.

32და მივსცეთ ქველისსაქმარი მესამისა მის დიდრაქმისა წლითი წლად ხარკი სახლისა ღმრთისა.

33და პური იგი პირველი და შესაწირავი ჟამად და ჟამად, საკუერთხი ყოველთა დღესასწაულთა წელიწდისათა და შაბათთა და ყოველთა თვისთავთა და სატფურებისა და სიწმიდეთა და ცოდვათათჳს, რომელ-იგი არს სალხინებელად ისრაჱლისა და საქმე ტაძრისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა.

34და წილ-ვიგდოთ მკჳდრობისათჳს ძელისა მისთჳს, რომელ მიუვლინა მღდელთა მათ და ლევიტელთა და ერმან მოიღენ სახლად უფლისა ღმრთისა ჩუენისა და სახლსა მამათა ჩუენთასა ჟამად და ჟამად და წლითი წლად, რომელი-იგი წეს იყოს, საგზებელად ზედა საკურთხეველსა შესაწირავთა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა, ვითარცა წერილ არს სჯულსა მოსესსა

35და მივეცით ნაყოფისაგან პირველთა ქუეყანისათა ჩუენისაგანისათა და ნაყოფი ხეთაგან ჩუენთა წლითი წლად სახლსა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა,

36დიდრაქმა პირმშოთა შვილთა ჩუენთა და პირმშოები საცხოვართა ჩუენთა. ვითარცა წერილ არს სჯულსა მოსესა, და პირმშოები ზროხათა ჩუენთა და არვეთა ჩუენთა მოვიღოთ სახლსა ღმრთისა ჩუენისასა, მღდელთა შენთა და ლევიტელთა, რომელნი დგანან მსახურებასა სახლისა უფლისასა

37და პირველი იფქლისა ნაყოფი ხეთა ვენაჴისა და ზეთისხილისა მივართვათ მღდელთა მათ სახლისა საფასისა ღმრთისა ჩუენისასა და ათეული ქუეყანისა ჩუენისა, და ლევიტელნი იგი მივიდენ და მოიღონ ყოველი ერთბამად.

38და იყავნ მღდელი ძეთა მათგან აჰრონისთა, რომელმან მოათეულნეს ლევიტელნი იგი. და ლევიტელთა მათ ათეულისა მისგან ჩუენისა მისცედ ათეული მღდელსა მას დიდსა სახლსა ღმრთისა ჩუენისასა, ადგილსა მას საფასისასა, რომელ არს ტაძარსა მას უფლისასა.

39რამეთუ იდვა საფასედ და საუნჯედ ძეთა მათთჳს ლევიტელთასა და მსახურთა მათ ადგილსა მას, სადა არს ჭურჭელი იგი სიწმიდისა, და იყავნ მღდელთა მათ და ლევიტელთა და მეკარეთა და მეფსალმუნეთა, და ნუ სადამცა მოაკლდების მათ როჭიკი სახლისაგან ღმრთისა ჩუენისასა უკუნისამდე, ნუცამცა იგინი დააყენებენ მსახურებასა უფლისასა.


წინა თავი შემდეგი თავი