მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ნეემია
თავი 13

1დღესა მას შინა აღმოიკითხეს წიგნი მოსესი სასმენელთა მმართ ერისათა. და იყო მას შინა წერილ ესრეთ, ვითარმედ: ნუმცა შევალს ამონიტელი მოაბელი ეკლესიასა ღმრთისასა უკუნისამდე ჟამთა.

2რამეთუ არა მიეგებოდეს ძეთა ისრაჱლისათა პნრითა და წყლითა, არამედ მოიყვანეს სასყიდლით ბალაამ მისანი, რათამცა წყევნა იგინი, გარდააქცია ღმერთმან წყევა იგი კურთხევად.

3და იყო, რაჟამს ესმა სჯულისა მისგან, განიშორნეს და განიყუნეს იგინი ყოველნი, რომელნი აღრეულ იყუნეს ისრაჱლთა.

4და უწინარესსა მისსა ელიასუბ მღდელმან საფასესა სახლისა უფლისა ჩუენისასა სცა ადგილი ტობიას.

5და იშენა მუნ სახლი თავისა თჳსისა, საფასე დიდი და მუნ იყო. და პირველადცა სცემდეს მანანასა მას და ლიბანონსა და ჭურჭელსა სიწმიდისათა, და ათეულსა იფქლსა, და ღჳნისასა, და ზეთისასა, და ერბოსასა, და როჭიკსა ლევიტელთა, და შემასხმელთა, და მეკარეთა და მღდელთმოძღუართა

6ვიდრე ესე ყოველი იყო, მე არა ვიყავ იერუსალჱმსა, რამეთუ წელსა მეათცამეტესა და მეორესა არტაშესსა მეფისა ბაბილოვანთასა შევედ წინაშე მეფისა, ხოლო შემდგომად მრავალთა დღეთა ვითხოე მეფისაგან.

7რამეთუ შთავედი იერუსალჱმდ და გულისხმა-ვყავ ყოველი ბოროტი, რომელიცა ყო ელიასი ტობიასათჳს, რამეთუ მისცა მას აღშენებად სახლი საფასეთა ეზოსა შინა სახლისა უფლისასა.

8ხოლო ბოროტად შემერაცხა წინაშე ჩემსა ფრიად და გარეგანვაგდე ყოველი ჭურჭელი ტობიასი სახლისაგან საფასისა უფლისათა.

9და ვბრძანე, რათა განწმიდონ სახლი საფასეთა, და მოვაქციე მუნითგანვე ჭურჭელნი და სამსახურებელნი სახლსა უფლისასა ყოველივე და ლიბანონი.

10რამეთუ გულისხმა-ვყავ და ზედამიწევნულ ვიქმენ, რამეთუ ნაწილნი ლევიტელთა არა მიეცა და იგინი წარსრულ იყუნენ აგარაკთა თჳსთა, ხოლო ლევიტელნი და შემასხმელნი იქმოდიან საქმეთა მუშაკობისათა,

11რამეთუ ვაბრალებდი მთავართა და ვეტყოდი: რასათჳს მოაკლდენ როჭიკნი სახლისაგან უფლისა? და შევკრიბე ყოველნი მსახურნი და დავაწესე იგინი ადგილსა მათსა.

12და ყოველნი ჰურიანი მოიტანდეს ათეულთა იფქლისათა და ღჳნისასა. და ზეთისასა საფასესა სახლსა უფლისასა.

13და უბრძანე მიცემად ჴელთა ელიმა მღდელისა და სადუკა მწერალისასა და ფადიასა, რომელ იყო ლევიტელთაგან, და ჴელთა მათსა ანან, ძე ზაქარისა, ძე მათანისა, მით, რამეთუ სარწმუნონი იყუნეს იგინი, რომელნი განუყოფდეს და მისცემდენ ძმათა მათთასა.

14მომიჴსენოს მე ღმერთმან მის ყოვლისათჳს და არა განმაშოროს მისი ჩემგან, რომლისათჳს ვყავ ესე ყოველი სახლსა უფლისასა, ღმრთისა ისრაჱლისა.

15მათ დღეთა შინა ვხედევდი ჰურიასტანს შინა, რამეთუ სწნეხდენ საწნეხელთა დღესა შაბათსა და მოაქუნდათ მჭელეულნი ბჭეთა იერუსალჱმისათა და აღსტჳრთვიდენ კარაულთა ღჳნოსა, და ყურძენისა და ლეღჳსა ტჳრთნი მოაქუნდათ იერუსალჱმსა დღესა შაბათსა, ხოლო ვიპყარ მოწამენი, რამეთუ ჰყიდდენ დღესა შაბათსა

16რამეთუ ისხდენ ადგილთა სავაჭროთასა, რომელთა მოაქუნდათ თევზი და ყოველნი სავაჭრონი, და იყიდვიდენ დღესა შაბათსა ჰურიანი იერუსალჱმსა შინა,

17რამეთუ ვაბრალებდი მე ძეთა ჰურიათასა, რომელნი იყუნენ იერნსალჱმსა შინა, და მთავართა იუდასთა და ვეტყოდი მათ: რა არს უსჯულოებაჲ ესე, რომელსა თქუენ ჰყოფთ და შეურაცხ-ჰყოფთ დღესა წმიდასა შაბათსა?

18არა ესრეთ ჰყვესა მამათა თქუენთა და მოაწიაცა მათა ზედა ღმერთმან ბოროტნი ესე ყოველნი და ქალაქსა ამას ზედა? ხოლო თქუენ რაჲსათჳს მოაწევთ რისხვასა ისრაჱლთა ზედა და შეურაცხ-ყოფთ დღესა წმიდასა შაბათთასა?

19იყო ოდეს აღვმართენ ბჭენი იერუსალჱმისანი, პირველ შაბათისა ვბრძანებდ დაჴშვად ბჭეთა და არა უტევებდი გაღებად მათა, ვიდრე გარდაჴდებოდა შაბათი. და კუალად დავადგინე ჭაბუკნი მცველად, რათა არავინ იკადროს შესლვად მძლავრობით დღესა შაბათსა ბჭეთა იერუსალჱმისათა.

20და დაადგრიან ყოველნი, რომელნი გაჰყიდდენ გარეშე იერუსალჱმისა, ერთგზის და ორგზის.

21და ვარქუ მათ: რასათჳს დაადგრებით თქუენ გარეშე ზღუდისა მაგის? და უკუეთუ კუალადცა ვიხილო უშჯულოებაჲ ეგე, ვბრძანო, რათა ვერღარა შეხჳდეთ თქუენ [!] შაბათსა შინა ქალაქსა ამას.

22და ვარქუ ლევიტელთა, რომელნი იყუნენ განწმედილ, მოვიდოდენ და დაიცევდენ ბჭეთა, წმიდა-ყოფდენ დღესა შაბათსა და მიერითგან არღარა შეურაცხ-ყვეს შაბათი. და ამას ყოველსა ზედა მომიჴსენოს მე ღმერთმან და არა განმწიროს მე მრავლითა მოწყალებითა თჳსითა.

23და მათ დღეთა შინა ვიხილე ჰურიანი, რამეთუ ისხდენ დედანი აზოტელნი და ამონელნი და მოაბელნი.

24და ძენი მათნი რომელნიმე დედათა ეტყოდენ აზოტელებრ და არა იცოდენ მეტყველებაჲ ებრაელებრ.

25დავაბრკოლებდი მათ და დავსწყევდი მათ, და დავეც მათგანნი კაცნი მრავალნი და ვაფუცე მათ სახელი ღმრთისა, რათა არა მისცენ ასულნი მათნი ძეთა მათთა და არცა ასულნი მათნი მოიყვანონ ძეთა მათთათჳს და ვარქუ მათ:

26არა მაგათ ყოველთათჳს შესცოდა სოლომონ, მეფემან ისრაჱლისამან? ხოლო ვინ იყო, ვითარცა-იგი ბრძენი ყოველთა მეფეთა ჩუენთა შორის? და საყუარელ იყო იგი ღმრთისა და დაადგინა იგი ღმერთმან მეფედ ყოველთა ზედა ისრაჱლთა და ესევითარი საყუარელი ღმრთისა და ბრძენი და დიდი მეფე აცთუნეს და გარდააქციეს დედათა ნათესავთა უცხოთა

27და აწ არა ვისმინო, უკუეთუ ვინმე ყოს ეგევითარი დიდი ბოროტი და ცოდოს ღმრთისა მიმართ და ცოლად ისვას უცხოთესლი.

28და ძეთა იოვადისათა და ელიასიბისა დიდისა მღდელისა მესმა, რამეთუ იყო ცოლი მისი ასული სანაბალატისა და განძებით განვდევნე იგი ჩემგან.

29მოიჴსენოს იგინი ღმერთმან სამკჳდრებელსა და აღთქმისა მღდელობისა მისისასა.

30და ლევიტელნი განვწმიდენ ყოველთა უცხოთესლთაგან, განკარგვით განვაწესენ იგინი დღითი დღე, მღდელნი და ლევიტელნი, კაცად-კაცადი საქმეთა თჳსთა.

31და მივეც განკარგულთა მოღებად ყოველი შეშა დასაწველთა თჳთეულთა ჟამთასა და პირველთა ნაყოფთა მათთასა მომიჴსენოს. მე ღმერთმან ჩუენმან ყოველსა კეთილსა სიმართლისა ჩემისასა, კურთხეულ არს იგი, რომელი არს უკუნისამდე ამინ.


წინა თავი