მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ნეემია
თავი 3

1და აღდგა ელისუბ მღდელი იგი დიდი და ძმანი მისნი მღდელნი, და აღაშენეს ბჭე იგი ავაზანთა მათ ჯურღმულისათა, განწმინდეს იგი და ამართნეს ბჭენი იგი მისნი და განაგეს იგი ვიდრე გოდლადმდე ანამელისა.

2და ჴელთა ძეთა კაცთა მათ იერიქოსთა და ჴელითა ძეთა მათ ზაქურისთა და ძეთა ამარისთა.

3სათევზური და ბჭე იგი იქთვიერანი აღაშენეს ძეთა ასნისათა და მათ გარდაართვეს და განაგეს იგი კლიტენი და მოქლონნი მისნი.

4და ჴელისაგან მათისა ეპყრა მოსოლას, ძესა ბარუქისასა, ძისა მასიზებელისა, და ჴელითა მათითა ეპყრა სადუკს, ძესა ბანიესასა.

5და ჴელისაგან მათისა ეპყრა თეკუიმადურიმე, და არცა მისცნეს ქედნი თჳსნი მათა მონებად.

6და ბჭე იგი ძველი ეპყრა იუდიას, ძესა ფალექისასა, და მესოლამს, ძესა ბასუდიასსა, და მათ განაგეს იგი და აღმართნეს ბჭენი მისნი და კართსაჴშველნი და მოქლონნი მისნი.

7მახლობელად მათსა აღაშენეს მელქაიას გაბონიტელმან და იადონ მერონიტელმან, გაბაონის და მასპის კაცთა მთავრისა მისთჳს, რომელი-იგი თემისა იყო წიად მდინარესა მის.

8და შემდგომად მათისა მის განწესებისა დაიპყრნა ანანია, ძემან ჰოროკიმისმან, და უტევა იერუსალემელთა ვიდრე ზღუდემდე ურაკპარაკთასა.

9და შემდგომად მათსა დაიპყრა ჰარფია მთავარმან ადგილთა მათ იერუსალემისამან

10და ჴელისაგან მისისა დაიპყრა იერადია, ძემან იერომაქისამან, და სახლით კერძო თჳსით, და ჴელითა თჳსითა დაიპყრა ატტუს, ძემან ასბანისმან.

11და მეორედ დაიპყრა მელქიას, ძემან არასისმან, და ასუბ, ძემან ფაათმოაბისამან, ვიდრე გოდლადმდე თანურიმად.

12და ჴელისაგან მისისა დაიპყრა სალუმან, ძემან ალულესამან, მთავარმან ზოგისა იერუსალემითკერძომან, თვით და ასულთა მისთა.

13და ბჭე იგი ჴევისა დაიპყრეს ანუნ, და რომელნი დამკჳდრებულ არიან ზანუსს. მათ აღაშენეს იგი, და აღმართნეს ბჭენი მისნი, კართსაჴშველნი, მოქლონნი და ათასი წყრთა აღაშენეს ზღუდისა მისგანი ვიდრე ბჭედმდე სანაცრისა.

14და ბჭე იგი სანაცრისა დაიპყრა მელქი, ძემან არექაბისმან, მთავარმან ადგილთა მათ ბეთაქარამისთა. მან თჳთ და ადგილთა მისთა გარდაართვეს იგი, და აღმართნეს ბჭენი მისნი და კლიტენი და მოქლონნი მისნი.

15და ზღუდე იგი წყალთა სადინელთა მათ წყაროთა დაიპყრა ურიდიონ, მთავარმან მეფისამან, ვიდრე აღსავალამდე, რომელი შთავიდოდა ქალაქად დავითისად.

16შემდგომად მისა დაიპყრა ნემან აზბუქისამან, მთავარმან ბეთსურისამან, ვიდრე მტილადმდე დავითისად წყალთგარდამოსაქანელთა მათამდე განგებულთა და ვიდრე ბეთაგაბარიდმდე.

17და შემდგომად მისა დაიპყრეს ლევიტელთა: არაუმ, ძემან ბანეასმან, და ჴელისგან მისისა დაიპყრა, ასაბია მთავარმან კელიათკერძომან.

18და ამისა შემდგომად დაიპყრეს ძმათა მისთა: გვნაია, ძემან ადადისმან, მთავარმან კელიად კერძომან.

19და მისა შემდგომად დაიპყრა ასურ, ძემან ისუამან, მთავარმან მასფეასმან, ზომი მეორის მის ზღუდისა, რომელი-იგი აღვიდოდა და შემდგომად კიდესა მის გოდლისასა.

20და შემდგომად მისა დაიპყრა ბარუქ, ძემან ზაბუნისამან, საზომი მეორისა მისგან კიდისა ვიდრე ბჭემდე ბეთულუვასუბის, სადა დგან მღდელი იგი დიდი.

21და შემდგომად მისა დაიპყრა მერამოთ, ძემან ურიასმან, ძემან აკსისამან, და საზომი მეორისით ბჭითგან ბეთელისუბ ვიდრე დასასრულამდე მისა.

22და შემდგომად მისა დაიპყრეს მღდელთა მათ კაცთა აქექამისთა.

23და შემდგომად მისა დაიპყრა ბენიამენ და ასუბ წინაშე სახლთა თჳსთა, და შემდგომად მისა დაიპყრა აზარიამ, ძემან მასურისამან, ძისა ანანიასმან, მახლობელად სახლთა თჳსთა.

24და შემდგომად მისა დაიპყრა ბანაია, ძემან ენადადისმან, საზომი მეორითგან ბეთაზარით და ვიდრე საკიდურადმდე.

25და მოსაქცეველი იგი მოსავლისა მის ადგილისა დაიპყრა ფალაქ, ძემან ოზიასამან, პირისპირ სადგურისა მის, და გოდოლი იგი, რომელი იყო გარე კერძო ტაძართა სამეუფოთა უზეშთაეს ეზოსა მის საპყრობელსა.

26და შემდგომად მისა დაიპყრა ფადია, ძემან ფოროსისმან, და ნათაიმელნი იგი, რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს ოფელეოს მტილისა გზასა ბჭესა წყაროთა მათ კერძოთასა მზისა აღმოსავლით და გოდოლი იგი გარე კერძო

27და შემდგომად მისა დაიპყრეს თეკუვილთა საზომი მეორე პირისპირ გოდლისა მის დიდისა, რომელი-იგი იყო გარეშე ვიდრე ზღუდედმდე სოფილადისა.

28და უზეშთაეს ბჭისა მის ცხენთასა დაიპყრეს მღდელთა მათ, კაცმან თჳთოეულმან პირისპირ სახლისა თჳსისა.

29და შემდგომად მისა დაიპყრა სადუკ, ძემან ეზერისმან. პირისპირ სასახლისა (!) თჳსისა, და შემდგომად მისა დაიპყრა სამეა, ძემან ზექენისამან, რომელი იყო ჴუმილ ბჭეთა მათ მზისა აღმოსავლისათა, და შემდგომად მისა დაიპყრა ანანია, ძემან სელემისამან, და ანონ, ძემან სელეფორისამან, საზომი მეორე, და შემდგომად დაიპყრა მესოლამ, ძემან ბარაქისამან, პირისპირ სახლსა საფასისა თჳსისასა

30და შემდგომად მისა დაიპყრა მელქია, ძემან სარეფისამან, ვიდრე ბეთანათაიმდე და სხვათა მათ მდიდართა ქალაქისათა პირისპირ ბჭესა მას მაიფაკდისასა ვიდრე გამოსავალამდე მოსაქცეველისა მის.

31და საშუვალ ბჭესა მას წყალთა გარდამოსიქანელთა დაიპყრეს ქელკანე და მდიდართა მათ ქალაქისათა.


წინა თავი შემდეგი თავი