მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ნეემია
თავი 5

1და იყო ღაღადებაჲ დიდი ერისა მათისა და ცოლებისა მათისა, კაცისა ძმისა მიმართ თჳსისა.

2და თქვიან: ძეთა ჩუენთათჳს და ასულთა ჩუენთათჳს, რომელთა მოაკლდა საზრდელი, და მივიდეთ და ვიყიდოთ და ვჭამოთ.

3და რომელნიმე იტყოდეს: ყანა ჩუენი და ვენაჴი ჩვენი და სახლნი დაუსხნეთ წინდად, და მოვიღოთ იფქლი.

4და იყვნეს, რომელნიმე იტყოდეს: მივსცეთ მონაგები ჩუენი და მოვიღოთ ოქროჲ და ვეცხლი, და მივსცეთ ხარკად მეფესა.

5და აწ, ვითარცა ჴორცნი ძმათა ჩუენთანი, არიან ჴორცნი ჩუენნი და, ვითარცა შვილნი მათნი, შვილნი ჩუენნი, და აწ რასა მივსცენით ჩუენ ძენი ჩუენნი მონებად და ასულნი ჩუენნი წარვიდეს მძლავრებით და არა არს ჴელთა შინა ჩუენთა ძალი, რომლითამცა ვიჴსნენით იგინი.

6და შევწუხენ მე ფრიად, რაჟამს მესმა ღაღადებაჲ მათი და სიტყუაჲ მათი.

7განვიზრახევდი გონებასა ჩემსა და ვიწყე ლალვად პატიოსანთა მათ მიმართ და მთავართა მათთა და ვარქუ მათ: თქუენ ხართ, რომელნი მოჴდით ხარკსა ძმათაგან თქუენთა და უბრძანე მათ ყოფად კრებულ დიდად.

8და ვეტყოდე მათ: ჩუენ ვიჴსნნეთ ძმანი ჩუენნი ურიანი, რომელნი-იგი განყიდნეს წარმართთა შორის, რომელი ჩუენ ვერა გულისხმა-ვყავით, და თქუენ განყიდენით იგინი. და დადუმნეს და ვერა რა მომიგეს.

9და ვთქუ: არა კეთილ არს საქმე ეგე, რომელსა თქუენ იქმთ, რამეთუ არა გეშინის თქუენ ღმრთისა, და ამისთჳს ვერ განვერენით ჩუენ ყუედრებისაგან წარმართთა და მტერთა ჩუენთასა.

10და ვარქუ ძმათა ჩემთა და მეცნიერთა: თქუენცა გეტყჳ, მივსცეთ ვეცხლი და ნაყოფი ჩუენი საჴსრად, რომელსა ითხოვენ ხარკისმომჴდელნი იგი.

11და ვიჴსნნეთ დღეს არენი და ვენაჴნი და ზეთისხილოვანნი და ნერგნი მაგათნი ვეცხლითა ჩუენითა, და იყიდონ იფქლი და ღჳნო და ზეთი და მოართვან მაგათ.

12და ჰრქუეს მთავართა მათ და სხუათა მათცა დიდ-დიდთა: მოვაქციოთ მუნვე მათგან, არა მოვიღოთ და ეგრეთვე ვყოთ ყოველმან, ვითარცა-იგი გჳბრძანე. და მოუწოდე მღდელთა მათ და ვაფიცენ იგინი ამას სიტყუასა.

13და საბლარდელი იგი ჩემი განვყარე მაგრიად და ვთქუ: ესრეთ დაყარენ ღმერთმან ყოველი კაცი, რომელმან არა აღასრულნეს სიტყუანი ესე, ცხორებისაგან თჳსისა და ადგილისაგან თჳსისა, ესრეთ დაყრილ და დაცჳვნებულ იყავნ ცხორებისაგან თჳსისა. და თქუა ყოველმან ერმან კრებულისამან: ამენ. და აკურთხეს უფალი. ყვეს და აღასრულეს ყოველმან კრებულმან სიტყუაჲ ესე

14და მიერ დღითგან, ვინათგან უბრძანე, რათა არა იყუნენ იგინი მთავრად იუდასა ზედა, მეოცით წლითგან ვიდრე მეოცდაათ წლადმდე, მეორედ არტაშეს მეფისა ათორმეტ წელ, და მე და ძმანი ჩემნი ვიყვენით მთავრად, მძლავრობით ჩუენ არავისი ვჭამეთ და არცა ვსუთ.

15და რომელნი-იგი ჰმძლავრობდეს პირველად და დაამძიმეს მათ. და მოუღეს პური და ღჳნო და სხუაჲ ყოველი, ვეცხლი ორმეოცი დიდრაქმა, მივეც უფალთა თჳსთა და განვაყენენ იგინი მთავრობისა მისგან ერისასა და მე არა ვიყავ მათებრ შიშისა მისთჳს ღმრთისა.

16და განმარჯვებულ იყო საქმე იგი ზღუდისა მის, და არავის ვჰმძლავრე და მოუღე რა, ანუ ვენაჴი. გინა თუ სხუა რა, და ყოველნივე იყუნენ დაყუდებულ საქმესა ზედა ზღუდისასა.

17და ას ოდენ კაც ურიათგანი და სხუანი, რომელნი-იგი მივიდოდეს წარმართთაგანნი ჩუენდა,. რომელნი იყუნეს გარემოს ჩუენსა, მე მოვიყვანნი. და დავირთნი პურსა ჩემსა.

18და მეყვის დღეს ერთი ჟუჟარაკი და ექუსი ცხოვარი რჩეული და ერთი წელიწადეული კრავი, ესე იყო დღისა ჩემისა როჭიკი და შუა ვყვი ათი დღე და ურიდად ვსმიდი ღჳნოსა, და არავისი მოვიღი მძლავრებით პური, ანუ ღჳნო ყოველთაგან, რამეთუ უწყოდე, ვითარმედ მძიმე იყო საქმე იგი ერისა მის

19მომიჴსენენ მე ღმერთმან კეთილსა შინა, ვითარცა-იგი ვყავ მე ყოვლისა მის ერისათჳს.


წინა თავი შემდეგი თავი