მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ნეემია
თავი 7

1და იყო. რაჟამს აღაშენა ზღუდე იგი, აღვმართენ ბჭენი მისნი, და დადგეს მეკარენი და შემასხმელნი ფსალმუნთანი და ლევიტელნი იგი.

2და ვამცენ ანანიას და ძმათა ჩემთა - ანანია მთავარი ზედა იერუსალჱმისა, რამეთუ იგი იყო კაცი ჭეშმარიტი, მოშიში ღმრთისაგან მრავალთა უფროს.

3და ვარქუ მას: ნუ განაღებ ადრე ბჭეთა იერუსალჱმისათა ვიდრე აღმოსლვადმდე მზისა და ვიდრე ყოველთა ეღჳძისღა, დაჴშნედ ბჭენი იგი კლიტითა, დაკრძალნედ იგინი და დადგედ მჴუმილავნი ბჭეთა თანა მკჳდრთა იერუსალჱმისათა, კაცი საჴუმილავსა თჳსსა, კაცი თჳთეულად სახლსა თჳსსა

4რამეთუ ქალაქი ესე დიდ არს და ფართო, და ერი მცირედ არს მას შინა, და არა ყოველი ტაძარი აღშენებულ არს.

5და შთააგდო ღმერთმან გულსა ჩემსა, და შევკრიბენ პატიოსანნი იგი და მთავარნი და ერი იგი ყოველნი შესაკრებელსა ერთსა და ვპოვე წიგნი ერთი ნათესავთა რიცხჳ, რომელნი გამოსრულ იყვნეს პირველ ტყუეობისაგან, და იყო მას შინა წერილი ესრეთ:

6ესე არიან შვილნი, რომელნი გამოვიდეს ტყუეობისაგან, რომელნი სხემ-ყუნა ნაბუქოდონოსორ მეფემან ბაბილონელმან, და მოიქცეს იერუსალჱმდ და ურიასტანად კაცი ქალაქად თჳსად,

7რომელნი მოვიდეს ზორაბაბელის თანა და იისუს და ნეემიას თანა, აზარიანისა და ელმეა, ნაემანი, მარდოქე, ბაჰალასან, მარასფარათ, ეზრა, ბაუიგეა, ნაუმ, ბაანა, მაფარ - კაცნი ერისა ისრაჱლისანი.

8ძენი ფოროსისნი: ორათას ასსამეოცდაათორმეტ.

9ძენი საფატისნი, სამასსამეოცდაათორმეტ.

10ძენი ერასისნი: ექუსასერგასისდაორი.

11ძენი ფათამოაბისნი, ძეთა მათ იუსასთა და იოაბისთა: ორ ათას ორასდაათურამეტ.

12ძენი ელამისნი: ათას ორასერგასისდაოთხი.

13ძენი ზათურისნი: რვაასორმეოცდახუთი.

14ძენი ზაქაისნი: შვიდასსამეოც.

15ძენი ბანუვასნი: ექუსასორმეოცდარვა.

16ძენი ბიბეისნი: ექუსასორმეოცდარვა.

17ძენი აზისნი: ორ ათას სამასოცდაორი.

18ძენი ადონიკამისნი: ექუსასერგასისდაშვიდი.

19ძენი ბაზუვეისნი: ორ ათას სამეოცდაშვიდ.

20ძენი ადინასნი: ექუსასერგასისდაოთხ.

21ძენი ატტერისნი, ძენი ეზეკიასნი: ოთმეოცდაათურამეტ.

22ძენი ასუმისნი: სამასოცდარვა.

23ძენი ბეასისნი: სამასოცდაოთხნი

24ძენი არიბისნი: ასათორმეტ.

25ძენი გაბაონისნი: ოთხმეოცდაათხუთმეტი.

26

27ძენი ბეთლემისნი: ასოცდასამი. ძენი ლეფუტანისნი: ერგასისდაექუსი.

28ძენი ანათოთისნი: ასოცდარვა კაცი, ბეთაზმასნი: ორმოცდაორი.

29კაცნი კარიათირიმისნი, ქაფირა და ბეროთ: რვაასორმეოცდასამი.

30კაცნი არამისნი და გაბაისნი: ექუსასოცდაერთი.

31კაცნი მააქემარისნი: ასოცდაორი.

32კაცნი ბეთელისნი და არაისნი ასოცდასამი.

33კაცნი ნაბლაჲსნი: ასერგასისდაორი. კაცნი მაკებოისნი: ასერგასისდაექუსი.

34კაცნი ელამისნი: ათას ორასერგასისდაოთხ.

35ძენი ერამისნი: სამასდაოც

36ძენი იერიქოვისნი: სამასორმეოცდახუთი.

37ძენი ლოდისნი ადიდ და ანონ: შჳდასოცდასამი.

38ძენი ანონისნი: სამ ათას ასოცდაათი.

39და მღდელნი იგი ძენი ოვიდასნი და სახლისა მის ისოსი: ცხრაასსამეოცდაათცამეტ.

40ძენი ემეირისნი: ათასის ერგასისდაორი.

41ძენი ფასეურისნი: ათასორასორმეოცდაშჳდი.

42ძენი ერამისნი: ათას და ათჩჳდმეტ. და ლევიტელნი იგი:

43ძენი ისუჲსნი, კადიმელ, ძეთა მათგან.

44უდადისთა: სამეოცდათორმეტი და შემასხმელნი იგი ფსალმუნთანი.

45ძენი ასაფისი: ასორმოცდარვა.

46და მეკარენი იგი ძენი ელომაასნი, ძენი ატტერისნი, ძენი ტემეონისნი, ძენი ავუბისნი, ძენი ატიტასნი, ძენი საბეისნი: ასოცდაათრვამეტნი.

47და ნათანიმაელნი იგი: ძენი სილაასნი და ძენი ასაფისნი, ძენი ტაბაოთისნი.

48ძენი სარიასნი, ძენი სიაასნი, ძენი ფასნისნი, ძენი ლაბანისნი, ძენი ადაბასნი, ძენი აკუდისნი, ძენი ოტასნი, ძენი ვეტარისნი, ძენი აგაბისნი, ძენი სელემისნი.

49ძენი ანანისნი, ძენი გადელისნი, ძენი გაარისნი

50ძენი რეასნი, ძენი ჰარსონისნი, ძენი ნეკოდაისნი.

51ძენი გეეზაბისნი. ძენი ოზიასნი, ძენი ფისუისნი.

52ძენი ბესეისნი, ძენი მეიონომისნი, ძენი ნეფოაჲსნი.

53ძენი ბაბუვისნი, ძენი აქეფასნი, ძენი არურისნი

54ძენი ასალოთისნი, ძენი მედადისნი, ძენი ადასანისნი.

55ძენი ბარკუსესნი, ძენი სისარისნი, ძენი თემანისნი.

56ძენი ნესიასნი, ძენი სარიფოსნი.

57ძენი მონათა მათ სოლომონისანი: ძენი სუტისნი, ძენი საფარათისნი, ძენი ფერედასნი.

58ძენი იეალესნი, ძენი დორკონისნი, ძენი გადელლისნი.

59ძენი საფატიასნი, ძენი ეტემიისნი, ძენი ფაქარატისნი, ძენი საბაიმისნი, ძენი ლეიმისნი.

60ყოველნი ნათანიმელნი და ძენი მონათა მათ სოლომონისანი: სამასოთხმეოცდაათორმეტ.

61და ესენი იყუნეს, რომელნი გამოვიდეს თელმელექით: თელასარა, ქერობე, ეროკ, ემერ და ვერ უძლეს თხრობად სახლი მამათა თჳსთა, ვერცაღა ნათესავისა თჳსისათჳს, ისრაჱლისაგანნი იყუნეს.

62ძენი დალაიასნი, ძენი ბუვასნი, ძენი ტობიასნი, ძენი ნეკუდასნი ექუსასორმეოცდაორი.

63და მღდელთა მათგანნი: ძენი ებეასნი. ძენი აკუმისნი, ძენი ელისასნი, რამეთუ მოიყვანა ცოლი ასულთა მათგან ბერზელის გალადიტელისათა და სახელ-ედვა სახელისაებრ მისისა.

64ამათ მოიძიეს აღწერად ნათესავთა რიცხჳსა მათისა და არა იპოვა, განიყენნეს მღდელთა მათგან.

65და ჰრქუა მათ ათერსასთა: ნუ ჭამედ იგინი სიწმიდისა მისგან წმიდათასა, ვიდრემდის აღდგეს მღდელი და განანათლნეს იგინი განცხადებულად.

66და იყო ყოველი იგი ერი კრებულისა მის ოთხი ბევრი ორ ათას და სამეოც.

67გარნა მონანი და მჴეველნი მათნი, რომელნი იყუნეს შჳდ ათას სამასოცდაშჳდმეტი, რომელნი იყუნეს შემსხმელნი ფსალმუნთანი, მამანი და დედანი ორასორმეოცდახუთი.

68და ცხენები -- შჳდასოცდაათექუსმეტ და ჯორები მათი - ორასორმეოცდახუთი.

69აქლემები მათი - ოთხასოცდაათხუთმეტი და ვირები მათი - ექუსი ათას შჳდასოც.

70და მფლობელთა მათ მამათმთავართაებრ მათ მისცეს საქმესა მას და ათერსათა მისცა ფასი ოქროსა ათასოდენ, პინაკები - ერგასის და კვართი სამღდელო - ოცდაათ.

71მფლობელთა მათ მამათმთავართა მისცეს ფასი საქმარად ოქრო ორი ბევრი, ვეცხლი ბევრი, ქანქარი - ორ ათას ორასი.

72და სახლმან მან ერმან მისცეს ორი ბევრი დრაჰკანი, და ჭურჭელი ვეცხლისა. ორ ათას ოდენ და კვართები სამღდელო სამეოცდაშჳდი.

73და სხდეს მღდელნი იგი ლევიტელნი და მეკარენი და შემასხმელნი ფსალმუნთანი და ერისაგანნი იგი და ნათანელნი იგი და ყოველი ისრაჱლი ქალაქებსა თჳსსა.


წინა თავი შემდეგი თავი