მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ნეემია
თავი 9

1ოცდამეოთხესა მის თთჳსასა შეკრბეს ძენი ისრაჱლისანი და იწყეს მარხვად და შთაიცვეს ძაძა და გარდაისხეს ნაცარი თავსა თჳსსა.

2და განეშორნეს ძენი ისრაჱლისანი ყოველთა ძეთა მათგან უცხოთესლათასა და ლხინება-ყვეს ცოდვათა მათთათჳს.

3დადგეს ზედა წესთა თჳსთა და იკითხვიდა ეზრა წიგნთა სჯულისა უფლისა ღმრთისათა და თაყუანი-სცა ყოველმან ერმან უფალსა ღმერთსა თჳსსა.

4დადგეს ადგილსა მაღალსა ლევიტელნი იგი და ისუ ისუდეკიანი და ძენი იგი კადიმელისნი: საქანია, ძე სარაბიასი, ძენი ანანიასნი და ღაღადყვეს ჴმითა დიდითა უფლისა მიმართ ღმერთისა თჳსსა.

5და ჰრქუეს ლევიტელთა მათ და ისუ და კადიმელ: ძმანო, აღდეგით და აქეთ უფალი ღმერთი ჩუენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე იყავნ ქებულ დიდებაჲ უფლისა და აღმაღლდინ ქებაჲ მისი და დიდებაჲ (და იწყო ეზრა კურთხევად უფლისა ღმერთისა და თქუა):

6შენ ხარ თავადი იგივე უფალი ღმერთი მხოლო, შენ შექმენ ცა და ცანი ცათანი და ყოველივე წესი მათი, ქუეყანასა, და რა არს ყოველი მას ზედა, ზღუაჲ და ყოველივე რა არს მას შინა. და შენ აცხოვნებ ყოველსა და შენ თაყუანის-გცემენ ერნი ზეცათანი, შენ გაქებენ ცანი ცათანი

7რამეთუ შენ მხოლო ხარ უფალი ღმერთი ჩუენი, შენ გამოირჩიე აბრამ და გამოიყვანე იგი ქუეყანისა მისგან ქალდეველთასა, და უწოდე მას სახელი აბრაჰამ.

8და ჰპოე გული მისი რწმნნებულ შენ წინაშე და დასდევ მის თანა აღთქმა მიცემად მისა ქუეყანა იგი ქანანელთა, და ქეტელთა, და ფერეზელთა, და იაბუსელთა, და გერგესელთა, და ეველთა, და ამორეველთა, და ნათესავისა მის, რომელთა მიეც უკუე და დაამტკიცენ სიტყუანი შენნი, რამეთუ მართალ ხარ შენ.

9და იხილე ჭირი იგი მამათა მათ ჩუენთა ეგჳპტეს შინა და შეგესმა ღაღადებასა მათსა ზედა ზღუასა მას მეწამულსა.

10და ჰყავ მათ თანა სასწაული ეგჳპტეს ფარაოს ზედა ყოველთა მონათა მისთა და ყოველსა ერსა მის ქუეყანისასა და გულისხმა-ყავ; ვითარმედ განლაღნა იგი ერსა შენსა ზედა და განადიდეს სახელი შენი მოდღენდელად დღემდე

11და ზღუაჲ იგი მეწამული განაპე წინაშე მათსა და განვლეს შორის ზღუასა, ვითარცა ჴმელსა და მტერნი და მდევარნი მათნი დაანთქენ უფსკრულთა შინა, ვითარცა ლოდი წყალთა შინა მრავალთა.

12და სუეტითა ღრუბლისათა უძღოდა მათ დღისი და ღამე სუეტითა ცეცხლისათა, რამეთუ განათლებდა გზათა მათთა, რომელსაც ვიდოდეს.

13და მთასა მას სინასა გარდამოჴედ და ეტყოდე მათ ზეცით და მოსცენ მათ განკითხვანი სიმართლისა შენისანი და შჯული ჭეშმარიტი და ბრძანებანი და მცნებანი კეთილნი.

14და შაბათნი შენნი წმიდანი ამცნობენ მათ, და მცნებანი და ბრძანებანი და სჯული მოეც მათ ჴელითა მოსესითა, მონისა შენისათა.

15და პური ზეცით გარდამო მოეც მათ საზრდელად და წყალი გარდამოუდინე კლდისა მისგან და ასუ მათ და არქუ მათ შესლვად და დამკჳდრებად ქუეყანასა მას, რომლისათჳს აღიღე ჴელი შენი მიცემად.

16და თჳთ მამანი ჩნენნი უსჯულო იქმნნეს და განლაღნეს და განიფიცხნეს ქედნი მათნი და არა მიხედეს შჯულსა შენსა და მირიდეს თუალნი შჯულსა შენსა

17და არა მოიჴსენეს საკჳრველებანი შენნი, რომელ ჰყვენ შენ მათ თანა, არამედ განიფიცხნეს ქედნი მათნი და ზურგნი მათნი გარეშეგაქციეს და ინებეს მოქცევად და მონებად მუნვე ეგჳპტესა შინა, არამედ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო, სახიერ ხარ და სულგრძელ და დიდად მოწყალე. ქველისმოქმედ და არა სრულიად განიშორენ იგინი

18და მერმე იქმნეს თავისა მათისა ჴბო იგი გამობერვით და თქუეს: ესე არიან ღმერთნი, რომელთა გამოგჳყვანნეს ჩუენ ქუეყანით ეგჳპტით. და ყვეს დიდ-დიდი რისხვა.

19შენ მრავლითა წყალობითა და მოწყალებითა შენითა არა დაუტევენ, არცა განაბნიენ იგინი უდაბნოსა მას შინა და სუეტი იგი ღრუბლისა არა განაშორე მათგან, რომელი-იგი უძღოდა მათ დღისი და სუეტი იგი ცეცხლისა, რომელ განანათლებდა მათ ღამე გზითა მათითა, რომელთა ვიდოდეს.

20და სული შენი სახიერი, წმიდაჲ მიეც მათ, რათამცა გულისხმა-ყვეს სჯული შენი და მანანა იგი არა განაშორე პირისაგან მათისა და ასუ მათ წყალი წყურიელისა კლდისაგან.

21და ორმეოც წელ ავლინენ იგინი უდაბნოსა მას ზედა. სამოსელი მათი არა დაძველდა და ჴმალი მათი არა განკფდა.

22და დასცენ წინაშე მათსა მეფენი და ერნი და განიყუნეს ქუეყანა იგი მათი სამკჳდრებელად - ქუეყანა იგი სეონ მეფისა ესებონელთასა და ქუეყანა ოგ მეფისა ბასანისა.

23ძენი მათნი გახამრავლენ, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი და მოიყვანენ იგინი ქუეყანასა მას, რომელი-იგი აღუთქუ მამათა მათთა და დაიმკჳდრეს ესე.

24და შემუსრენ მათ წინაშე მკჳდრნი იგი ქუეყანისა მის ქანანელთასა და მიეც იგინი ჴელთა მათთა და მეფენი მათნი და ერნი მის ქნეყანისანი და ყვეს მათ, რა-იგი უნდა მსგავსად ნებისა მათისა და კადნიერებისა თჳსისა.

25და აღიხუნეს ქალაქნი მათნი მაღალნი და პოხილნი. და დაიმკჳდრნეს სახლნი სავსენი ყოვლითა კეთილითა, ჯურღმულები აღმოკუეთილები და ვენაჴები განგებულები და ზეთისხილოვანები და ყოველი ხე ნაყოფიერი კეთილი საჭმელად და განსაძღებელად მათად ჭამეს, და განძღეს და განსუქნეს და ფუფუნებულ იქმნეს საშვებელთა შინა მათთა დიდ-დიდთა, რომელ შენ მიეც მათ

26და განეშორნეს და განგეყუნეს შენგან და უკუნდგეს სჯულისა შენისაგან და წინასწარმეტყუელნი შენნი მოსწყჳდნეს, რომელნი უქადაგებდეს მათ მოქცევად შენდა მიმართ, და ყვეს გულისწყრომა დიდი შენ წინაშე.

27და მისცენ იგინი ჴელთა მაჭირვებელთა მათთასა და აჭირვებდეს მათ დიდ-დიდად და მაშინ ღაღად-ყვეს შენდა მიმართ ჟამსა მას ჭირისა მათისასა და შენ ზეცით გესმა მათი და მრავლითა მოწყალებითა და წყალობითა შენითა იჴსნენ იგინი და გამოიყვანენ იგინი ჴელთაგან მდევართა მათთასა

28და რაჟამს განისუენეს, მერმე ყვესვე შენ წინაშე უკეთურება, მისცენ იგინი ჴელთა მტერთა მათთასა, და ძჳრსა შეაჩუენებდეს მათ და მერმეცა ღაღადებდეს და შენ ზეცით გესმა მათი და იჴსნენ იგინი მრავლითა წყალობითა შენითა.

29და მერმე დასდევ წამება მათ თანა, რათამცა მოიქცეს სჯულსა შენსა, ხოლო იგინი უგულისხმონი იქმნნეს და განლაღნეს და არა ისმინეს სჯულისა შენისა, არამედ ბრძანებათა შენთა და მცნებათა შენთა შესცოდეს, რომელ-იგი შენ ჰყავ და ამცენ და უბრძანენ სიტყუანი და მცნებანი შენნი მათ, რამეთუ, რომელმან ყუნეს სიტყუანი ბრძანებათა შენთანი კაცმან, ცხონდეს მითვე, ხოლო მათ ზურგი მათი შეგაქციეს და იქმნნეს ქედ-ფიცხელ და არა ისმინნეს სიტყუანი შენნი

30შენ სულგრძელ იქმენ მათ ზედა, მიავლინენ საწამებელად წინაწარმეტყუელნი შენნი სულითა წმიდითა, და ესრეცა არა ვინ ისმინეს და მისცენ იგინი ერსა მას უცხოსა ქუეყანასა, რომელსა დაგლახაკნეს იგინი ფრიად.

31და შენ მრავლითა მოწყალებითა და წყალობითა შენითა არა დასთხიენ იგინი სრულიად და არა განიშორენ და არცა განიყენენ იგინი შენგან, და შენ ძლიერ ხარ, მოწყალე, სულგრძელ და მრავალმოწყალე.

32და აწ, უფალო ღმერთო ჩუენო, ძლიერო და დიდო ყოვლისა მპყრობელო და საშინელო, მართალ ხარ და ჭეშმარიტ, დაიმარხე აღთქმა შენი და წყალობა შენი, და მიხედე სიგლახაკესა ჭირსა ჩემსა, და მეფეთა ჩუენთასა, და მთავართა ჩუენთასა, და მღდელთა ჩუენთა და წინაწარმეტყუელთა ჩუენთასა, და ყოველთა და მამათა ჩუენთასა და ერისა შენისასა, რომელ დაგლახაკნა და გუმძლავრობდეს ჩუენ ზედა მეფეთა მათგან ასურასტანისათა ვიდრე მოდღენდელად დღემდე

33და შენ მართალ ხარ ყოვლისათჳს, რა-ესე მოავლინე ჩუენ ზედა ცოდვათა ჩუენთათჳს, რამეთუ ჭეშმარიტად ჰყავ.

34რამეთუ შეგცოდეთ ჩუენ და მეფეთა ჩუენთა, და მთავართა ჩუენთა, და მღდელთა ჩუენთა, და მამათა ჩუენთა და არა ვყავთ მცნება შენი, რომელ გვამცენ ჩუენ, და არცა მივხედეთ სჯულსა შენსა და წამება შენი, რომელ დასდევ ჩუენ თანა.

35და სახიერება შენი და კეთილნი იგი შენნი მრავალნი, რომელ მოგუცენ ჩუენ, და ქუეყანა ესე ფართო და ვრცელი და პოხილი, რომელ მომეც ჩუენ, ვერ ვაგეთ ჩუენ შენდა მონებად მას ზედა, არამედ გარემოვაქციეთ გული ჩუენი სჯულისაგან შენისა, და მიგუცენ ჩუენ ტყუეობასა ცოდვათა ჩუენთათჳს

36და, აჰა, ესერა, ვართ დღეს მონებასა შინა და ქუეყანა ესე, რომელ მიეც მამათა ჩუენთა ჭამად სიპოხე და საშვებელი მისი თავისუფლებით.

37აწ დღეს უცხონი მეფენი უფლებენ ჩუენ ზედა და შესჭამენ ამას ცოდვათა ჩუენთათჳს და შევრდომილ ვართ მონებასა დიდსა და გვიმსახურებენ ჩუენ და პირუტყუთა ჩუენთა, და უხარკობთ მათ მონებით, ვითარცა მათ ჰნებავნ, და ვართ ჩუენ იწროებასა შინა და ჭირსა შინა დიდსა დღეს ცოდვათა ჩუენთათჳს

38და აწ ამას ყოველსა ზედა ჩუენ დავსდებთ აღთქმასა და სარწმუნოებასა, და გურწამს სჯული შენი და ვყოთ იგი, და რა-იგი წერილ არს მათ შინა, და ესე სიტყუა წიგნითა დავამტკიცოთ და დავბეჭდოთ ჩუენ და მთავართა ჩუენთა, და ლევიტელთა ჩუენთა და მღდელთა ჩუენთა.


წინა თავი შემდეგი თავი