მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი ეზრა
თავი 10

1და რაჟამს თაყუანის-სცა ეზრა აღსარებითურთ ამით და გოდებითა დიდითა, დავრდომილი იდვა ზედა პირსა ქუეყანისასა წინაშე უფლისასა, შეკრბეს მისა ყოველნი, რომელნი იყვნეს იერუსალჱმს, ერი მრავალი: მამანი და დედანი, ჭაბუკნი და ქალწულნი, და გოდებდა ერი იგი და აღიმაღლეს ჴმა ტირილისა მათისა

2და მიუგო იოქონია, ძემან ელიასამან, ძეთა მათგან ელამისთა და ჰრქვა ეზრას: ჩუენ ვცოდეთ უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა და ვისხენით ცოლნი უცხოთესლთაგან მის ქუეყანისათა და აწ არიან დღეს უსჯულოებანი შორის ისრაელსა.

3და აწ აღვთქვათ აღთქმა წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა: განჴდა ყოვლისა დედაკაცისა და ნათესავისა მათგანისა. და აწ, ვითარცა გნებავს, აღდეგ და შეაშინე მათ სჯულითა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა, ვითარცა მცნება ბრძანებს:

4აღდეგ და ვისმინოთ პირისაგან შენისა, და ჩუენ შენ თანა ვართ, და განძლიერდი და ყავ, ვითარცა ბრძანებულ არს უფლისა მიერ ღმრთისა ჩუენისა.

5და აღდგა ეზრა და აფუცნა მამათმთავარნი იგი ტომთა მათ და ლევიტელთა ყოველი ისრაელი ყოფად ამის სახისაებრ,

6და ფუცეს და აღდგა ეზრა პირისაგან სახლისა უფლისა, და მოვიდა სახლსა საფასისა იოანეს, ძისა ელისუბისასა, პური არა ჭამა და წყალი არა სვა, და გოდებდა ზედა უსჯულოებათა მათ დიდ-დიდთა ცოდვათა სიმრავლისა.

7და ქადაგი იგი ჴმობდა იერუსალემს და ურიასტანს და თქუა: ნფ8. ყოველივე, რომელი არა მოვიდეს იერუსალემად ვიდრე მესამედ დღემდე მთავართა მათგან და მოხუცებულთა, იყავნ შეჩვენებულ ყოვლითურთ მონაგებით მისით, და იგი თავადი განჴედინ კრებულისა მისგან ერისა ისრაელისა

8

9და შეკრბა ყოველი კაცი იუდასი და ბენიამენისი იერუსალჱმად ვიდრე მესამედ დღემდე მეცხრესა მას თთვესა, რომელსა დღესა ოცი იყო თვისა მის, და სხდა ყოველი იგი ერი ურაკპარაკსა სახლისა უფლისასა, და იყვნეს შეძრწუნებულ ყოველნი სიტყუათაგან მისთა და ყინელისა მისგან ზამთრისა

10და აღდგა ეზრა და ჰრქვა მათ: თქუენ ხართ, რომელთა სცოდეთ და ისხენით ცოლნი ასულთაგან უცხოთესლთასა და შესძინეთ უსჯულოებაჲ და ცოდვა ზედა ისრაელსა.

11და აწ მიეცით დიდება უფალსა ღმერთსა მამათა ჩუენთასა და ყავთ სათნოებაჲ წინაშე მისსა და განეყენენით და განეშორენით ყოველთაგან წარმართთა მის ქუეყანისათა და ცოლთაგან უცხოთესლთასა, რომელნი ისხენით.

12და მიუგო ყოველმან კრებულმან და ჰრქვა: დიდ არს სიტყუაჲ ეგე, რომელი სთქუ შენ ჩუენ ზედა.

13რამეთუ ერი მრავალი ვართ ჩუენ, და ჟამი არს ზამთრისა და ვერ ვდეგით გარეშე, და საქმე ეგე არა არს ერთ დღე, ანუ თუ ორ დღე რამეთუ ფრიად შევცოდეთ ჩუენ ამით საქმითა).

14და დგედ მთავარნი ყოველთა ადგილთა და ქალაქთა, რომელთა ესხნენ ცოლნი უცხოთესლთანი, მოვიდედ ჟამსა მას, რომელ-იგი მოხუცებულთა განაწესეს ქალაქად და ქალაქად, და დაისაჯნედ და განუქარვედ ცოდვა იგი ჩუენგან, და გარეწარაქციედ რისხვა იგი ღმრთისა ჩუენგან ამის სიტყჳსათჳს

15და იონათან, ძე აზელისა, და იოვასია, ძე თეკუასი, დაადგინეს საქმისა ამის ზედა და მეზოლამ და საბათი ლევიტელნი შეეწეოდეს მათ.

16და ყვეს ეგრე, რომელნი-იგი გამოსრულ იყვნეს ტყუეობისა მისგან და გამოირჩინა ეზრა მღდელმან კაცნი იგი მთავარნი მამათმთავართა მათგან სახლისა თჳსისათა, კაცნი სახელოვანნი, და მოვლეს თთვისთავსა მას მეათესა თთვისასა და განაგეს.

17და განაშორეს ყოველი კაცი, რომელსა ესვა ცოლი უცხოთესლი, ვიდრე თთვისთავადმდე თთვისა მის პირველისა.

18და იპოვნეს ძეთა მათგან მღდელნი, რომელთა ესხნეს ცოლნი უცხოთესლთაგან ძეთა მათგან ისოს იოსედეკიანისათა და ძმათა მისთა მანასეს და ელიეზერ და იარირ და გადალიმ.

19და იწყეს განყენებად ცოლთა მათთა უცხოთესლთა მათთაგან და შეწირეს თჳთეულად ვერძები ცოდვათათჳს უმეცრებისა თჳსისათა:

20და ძეთა მათგან ემერისა: ანანია, და ზებედია და ძეთა მათგან არამისთა: ელია, სამელ და ელოზია.

21და ძეთა მათგან ფასურისთა: ელიანას, მასია, მისაელ, ნათანაელ, იოსაფატ და ელასა.

22

23და ძეთა მათგან ლევიტელთასა: იოზაბათ, სამუთ, კოვლია (ესე აკოელიტას) და აფეთის და იუდას და ელიეზერ.

24მეფსალმუნეთა და შემასხმელთაგანი იელისაბ და მეკარეთაგანნი სელომისა და თელემისა და უჰრიისა.

25და ისრაილისაგან - ძეთა ფსოროპისა: ჰრშეიას, და აზია, და მელქია, და მეამიმ, ელიაზარ, მელქია და აბანია.

26და ძეთა მათგან ელამისთა: მატთონია, ზაქარია, იაელ, ბაბდია, ერიმოოთ და ელია.

27და ძეთა მათგან ზათუვასთა: ელიონე, ელიასაფ, მატთანა, იარომოთ, ზაბაათ, უაზაია.

28და ძეთა მათგან ბაბეისთა: იოანან, ანანია და ზაბაის ათალოეს.

29და ძეთა მათგან ბანისთა: მოსულამ და მალუქს, ადაიას, იოსაბაინ, და საალ და ჰრემეოთ.

30და ძეთა მათგან ფადასისა-მოაბეისათა: ადენე და ქალიელ, ბანააია, და მასუახ, მათანაია, ბესელელის, ბანუვილ და მანასე.

31და ძეთა მათგან ერამისთა: ელიეზარ, ესსაია, მელქია, სამერას, სიმეონ,

32ბენიამენ, მალუქ, სამარია.

33და ძეთა მათგან ასუმისთა: მათანაი, მატათი, საპათ, ელიფალეთ, იერემია. მანასე, სემის.

34და ძეთა ამათგან ბანიისთა: მოდია, ამრამა და ველისა,

35ბანია, და ბადიას, ქელია,

36ოვინია, მარიმუთ, ელიმასიბ,

37მათანია, მათანა, და იასი, და ბანი, ბანუისთა და სემისთა,

38სელიმიას, და ნათანის ედიას, მაქნადადუის, ზესიასე, სარაი,

39ეზრიელ, სელიმიეს, სამარიას,

40სელუმ, ამარიას, ისებს,

41და ძეთა მათგან ნაგუისთა: ივიელ, მათათიეს,

42ზაბათ, ზებინნას,

43იადიი, იოველ და ბანაია.

44ესე ყოველნი იყუნეს, რომელთა ესხა ცოლები უცხოთესლები და შობდეს მათგან ძეებსა და ასულებსა.


წინა თავი