მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი ეზრა
თავი 2

1და ესე არიან ძენი ისრაჱლისანი თჳთეულად ადგილთაგან, რომელნი გამოვიდოდეს ტყუეობისაგან, რომელი წარტყუევნა ნაბუქოდონოსორ მეფემან ბაბილონად, რომელნი მიაქცია კჳროს ბაბილოვნით იერუსალჱმდ ჰურიასტანად, კაცნი თჳთეულად ქალაქსა თჳსსა,

2რომელნი გამოსულ იყუნეს ზურობაბელის თანა: ისუ, ნეემია, სარეა, ჰრეილიას, მარდოქეა, ბალაასან, მასაფარ, გაგუვარ, ჰრეუმ, ბაანა. ესე არს რიცხჳ კრებულის მის ძეთა ისრაჱლისა.

3ძენი ფორსისნი ორ ათას ასსამეოცდაათორმეტ.

4ძენი საფატისნი ოთხასსამეოცდაათორმეტ.

5ძენი არისისნი შჳდასსამეოცდაათექუსმეტ.

6ძენი ლეფთალემისანი, მოაბელისნი, და ძეთა ისუთა, და აროაბისთა, ორ ათას რვაასდაათორმეტ.

7ძენი ელმოსნი ორ ათას ორასერგასისდაოთხ.

8ძენი ზატუნასნი ცხრასასოცდახუთ.

9ძენი ქორებისნი შჳდასერგასის.

10ძენი ბანესნი ათას ორმეოცდარვა.

11ძენი ბებენისნი რვაასოცდასამ.

12ძენი არგესნი ათას სამასოცდაორ.

13ძენი ადონივამისნი რვაასსამეოცდაათშჳდმეტ.

14ძენი ბოსორისნი ორ ათას რვაასდაექუს.

15ძენი ადდლნასნი ოთხასერგასისდაოთხ.

16ძენი აზერ ეზეკიასნი ოთხმეოცდათექუსმეტ.

17ძენი ბესიასნი სამასოცდახუთ.

18ძენი იარასნი ასდაათორმეტ.

19ძენი ასუმისნი ორასოცდასამ.

20ძენი გაბერისნი ოთხმეოცდაათხუთმეტ.

21ძენი ბეთლემისნი ასოცდასამ.

22ძენი ნოტოფისნი ერგასისდაექუს.

23ძენი ანთოეთისნი ასოცდარვა.

24ძენი ისემოთისნი ორმეოცდაორ.

25ძენი კარიათირიმისნი ქაფირა და ბეროთ, შჳდასორმოცდასამ.

26ძენი რასამისნი და გებასნი ათას ოცდაერთ.

27ძენი მაქამისნი ასოცდაორ

28ძენი ბეთელისნი და იედეასნი ოთხასოცდასამ.

29ძენი ნაბუისნი ერგასისდაორ.

30ძენი მაგებისნი ასერგასისდაექუს.

31ძენი ელამარისნი ათას ორასერგასისდაოთხ.

32ძენი არამისნი სამასდაოც.

33ძენი ლიდლონისნი ლოვდადიდ და ონა, შჳდასოცდახუთ.

34ძენი იერიქოვისნი სამასორმეოცდახუთ.

35ძენი სენნასნი სამ ათას ექუსასოცდაათ.

36და ძენი მღდელთანი და ძენი ედდოასნი სახლისა ისოსნი იოესედეკეანისნი ცხრაას სამეოცდაცამეტ.

37ძენი ემერისნი ათას ერგასისდაორ.

38ძენი ფასურისნი ათას ორასორმეოცდახუთ.

39ძენი ერემისნი ათას შჳდას.

40და ლევიტელთანი იგი ძენი ისუასნი, კადმიოელ ძისა სუდიასი სამეოცდაათოთხმეტ.

41და რომელნი-იგი იყუნეს მეფსალმუნენი და შემასხმელნი და ძენი იგი ასაფისნი ასოცდარვა.

42და ძენი მეკარეთანი, ძენი ელუმასნი, ძენი ატერისნი, ძენი ტელმონისნი და ძენი აკაკბობისნი, ძენი ატიტასნი, ძენი სობასნი, ყოველივე ასოცდააცხრამეტ.

43და ნათანისგან თესლნი: ძენი არალისნი, ძენი ასუფასნი, ძენი ტაბაოტისნი.

44ძენი კერაოსისნი, ძენი სიაასნი, ძენი ფადოენისნი.

45ძენი ლაბანისნი, ძენი ადაბისნი, ძენი აკობისნი.

46ძენი ადაბისნი, ძენი სელამისნი, ძენი ანანისნი.

47ძენი გედდელისნი, ძენი გაარისნი, ძენი ჰრადისნი.

48ძენი ჰრასუნისნი, ძენი გაზაამისნი, ძენი ნეკოვდასნი.

49ძენი გაზანისნი, ძენი ფასესნი, ძენი ბაასისნი

50ძენი ასენისნი, ძენი მოვანიმისნი, ძენი ნეფუმისნი.

51ძენი ბაკუთისნი, ძენი აკუფასნი, ძენი არურასნი.

52ძენი ბავლუთისნი, ძენი მიდაასნი, ძენი არისასნი.

53ძენი ბარკოსისნი, ძენი სისარასნი, ძენი თამაისნი.

54ძენი ნესოვასნი, ძენი ატტუფასნი.

55ძენი მონათა სოლომონისნი, ძენი სოტეასანი, ძენი ასუფერატისნი, ძენი ფაკდურასნი.

56ძენი იელაასნი, ძენი კედროვნისნი, ძენი კედედელისნი.

57ძენი საფასტასნი, ძენი ატტილისნი, ძენი ფაქერუთისნი, ასაბუბ, ძენი იემეისნი.

58ყოველნი იგი ძენი ნათანისნი და ძენი მონათა მათ სოლომონისათანი სამასოთხმეოცდაათორმეტ.

59და ესენი არიან გამოსრულნი თელმელექად, თელარესად, ქერობად, ედარ და ემერად, და ვერ შეუძლეს თხრობად სახელთა მამათა თჳსთასა, უკუეთუ არს ნათესავი მათი ისრაჱლისაგან.

60ძენი დალავისნი, ძენი ტობიასნი, ძენი ნეკოდასნი ექუსასერგასისდაორ.

61და ძეთა მათგან მღდელთასა: ძენი აბაასნი, ძენი აკოსისნი, ძენი ბერზელესნი, ვითარცა მოიყვანნა ასულთა მათგან ბერზულოსთა გალაადიტელისა თჳსა ცოლად, იყო დავიწყება სახელთა მათთა.

62და ეძიებდეს ნათესავთა რიცხუსა წიგნთა მათსა და არა იპოვა. და განაშორნეს იგინი მღდელთაგან.

63და ჰრქუა ანამესითა მათ: არა წეს არს თქუენდა ჭამად სიწმიდისა მისგან წმიდათასა, ვიდრემდის აღდგეს მღდელთმოძღუარი და განცხადებულად უჩუენოს, მის მიერ განათლდენ ყოველნი სრულიად.

64და იყო ყოველი იგი კრებული ერთბამად ოთხ ბევრი ორ ათას სამასსამეოც.

65გარნა მონათა და მჴევალთა მათთა და მწყემსნი მათნი - ათას სამასოცდაათჩჳდმეტ და შემსხმელნი მეფსალმუნენი მათნი, მამანი და დედანი ორას;

66ცხენები მათი შჳდასოცდათექუსმეტ და ჯორები მათი ორასორმეოცდაშვიდ.

67და აქლემები მათი ოთხასოცდაოხუთმეტი და ვირები მათი ექუს ათას შჳდასდაოც;

68და მფლობელნი იგი მამათმთავარნი, რომელნი მოვიდეს სახლსა უფლისასა იერუსალჱმდ, შეწირეს სახლსა ღმრთისასა განმზადებულება საშენებელად მისა,

69რაოდენიცა იყო ძალი მათი, მისცეს აღსაგებელად საფასე საჴმრისა: ოქრო დიდრაქმა ექუსი ბევრი და ათას და ასი, და ვეცხლი ხუთ ათასი ქანქარი და კუართები სამღდელო ასერგასის.

70დასხდეს მღდელნი და ლევიტელნი და ერისა მისგანნი შემასხმელნი და მეკარენი ნათანელნი ქალაქთა თჳსთა და ყოველნი ისრაჱლნი ქალაქთა თჳსთა.


წინა თავი შემდეგი თავი