მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი ეზრა
თავი 6

1მას ჟამსა დარეჰ მეფემან ძიება-ყო და პოვა სახლსა მეფეთა წიგთა მატიანთასა ბაბილონელთასა.

2და პოვა ჰამათიასტია ქალაქსა იეგბატანელთასა, თავი ერთი წიგნი ტომარი, და ესრეთ წერილ იყო წიგნსა მას საჴსენებელთასა:

3წელსა პირველსა კჳროსისა, კჳროს მეფემან უბრძანა სახლისა უფლისა, რომელ არს იერუსალჱმს, და თქუა: აღეშენენ ტაძარი უფლისა და ადგილი, სადა შეწირონ შესაწირავი უფლისა. და მისცა ზომი სიმართლისა სამეოც წყრთაი და სივრცისა - სამეოც წყრთა.

4და განუწესა სამი ჯერი ქვათაგან ძლიერთა და ჯერი ერთი ძელი. ესრეთ აღიშენენ და მიეცინ ყოველივე ტაძრად.

5და ჭურჭელი სახლისა უფლისა - ვეცხლისანი და ოქროჲსანი, რომელი მოიღო ნაბუქოდონოსორ სახლისაგან უფლსა იერუსალიმით და დაყო ბაბილონს, აწ შეაქციეთ და მიეცით და მიიღონ ტაძრად უფლისა იერუსალიმს, და წარვიდენ და წარიღონ ადგილსა თჳსსა, სადა დადებულ იყო.

6მას ჟამსა მისცა დარეჰ წიგნი ბრძანებისა მთავრისა მის მდინარისა კერძოჲსა სათრაბუზანს და მონათმოდგამთა თჳსთა მდინარითკერძოჲსა და უფროსღა შორიელთა ადგილთა.

7აწ ამიერითგან მიუშჳთ შენება სახლისა მის ღმრთისა მთავართა მათ ჰურიათა და მოხუცებულთა ისრაჱლისათა, და აღაშენონ სახლი იგი ღმრთისა ადგილსავე თჳსსა.

8და მე მიბრძანებიეს, რათა არღარავინ აყენებდეს მოხუცებულთა ჰურიასტანისათა ისრაჱლისათა აღშენებად სახლისა უფლისა ღმრთისა თჳსისასა და ჴელმწიფებისაგან სუფევისა ჩემისასა; რომელ არიან ხარკისა მომჴდელნი მდინარითკერძონი, ყოვლითა კრძალულებითა მისცენ საჴმარი კაცთა მაგათ და ნუმცა დააბრკოლებენ

9შვილნი კუროთანი და ვერძთანი წელიწდეულნი საკუერთხად უფლისა ღმრთისა ზეცათასა, იფქლი, და მარილი, და ღჳნოჲ და ზეთი, ვითარცა გიბრძანონ მღდელთმოძღვართა იერუსალჱმისათა, იყავნ დაუბრკოლებელად მიცემულ დღითი დღე, ვითარცა მიიღებდენ.

10და შესწირედ მსხუერპლი სულნელი უფლისა ღმრთისა ზეცათასა და ლოცვა-ყონ ცხოვრებისათჳს მეფისასა და ძეთა მისთათჳს.

11და ჩემგან განვიდა ბრძანება ესე, და ყოველი კაცი, რომელი წინააღუდგეს ბრძანებასა ჩემსა, დაარღვიეთ სახლი მისი და მოიღეთ ძელი სახლისა მისისაგან და აღმართეთ ძელი იგი და დამსჭუალეთ კაცი იგი მას ზედა, რომელი წიხააღუდგეს ბრძანებასა ჩემსა, იყავნ მისად საყუედრელად საუკუნოდ

12და ღმერთმან, რომლისა დამკჳდრებულ არს სახელი მისი მას ზედა, განხრწნენინ და დაარღვიენ მეფობა და ერი, რომელი წარმდებ იქმნა და აღყო ჴელი თჳსი დაყენებად და განრყუნად სახლისა მის უფლისა ღმრთისა, რომელი-იგი არს იერუსალჱმს. მე, დარეჰ მეფემან, დავდევ ბრძანება ესე და ნუვის უფლიეს გარდასლვად

13მას ჟამსა მთავარი იგი მდინარეთკერძოთა სათრაბუზან და მონათმოდგამნი მათნი, რომელ-იგი მიწერა დარეჰ მეფემან, მსწრაფლ აღასრულეს ბრძანება იგი მისი.

14და მოხუცებულნი იგი ურიათანი აშენებდეს და ლევიტელნი იგი ჟამთა მათ წინასწარმეტყუელებისათა ანგეასთა და ზაქარიასათ, ძისა ადდოვეასსა. აღაშენეს და დაამტკიცეს ბრძანებისა მისებრ უფლისა ისრაელისა, ვითარცა უბრძანა კვიროს მეფემან და დარეჰ და ჟამთა არტარასისთა, მეფისა სპარსთასა

15რომელსა დღესა სამი იყო ადარისა თთჳსა, წელსა მას მეექუსესა შარავანდობისა დარეჰისასა, აღესრულა ტაძარი იგი.

16და ყვეს ძეთა ისრაელისათა, მღდელთა მათ და ლევიტელთა, რომელნი-იგი გამოსრულ იყუნეს ტყუეობისა მისგან, სატფური სახლისა უფლისა დიდითა სიხარულითა.

17შეწირეს სატფურსა მას სახლსა უფლისასა ზვარაკი ასი, ვერძი ორასი, კრავი ოთხასი, წელიწდეულნი თხათაგან ცოდვათათჳს ყოვლისა ისრაელთათჳს ათორმეტ, მსგავსად რიცხჳსა მისგან ნათესავთა ისრაელისათა.

18დაადგინნეს მღდელნი იგი თითოეულად ადგილთა თჳსთა და ლევიტელნი იგი განწილვისა მისებრ განყოფისა მათისასა მსახურებასა მას უფლისასა იერუსალჱმს, ვითარცა წერილ არს წიგნსა მას მოსესსა.

19და ყვეს ძეთა ისრაჱლისათა, გამოსრულთა მათ ტყვეობისაგან, ზატიკი იგი უფლისა დღესა მეათოთხმეტესა თთვისა მის პირველისასა.

20და განწმიდნეს მღდელნი იგი და ლევიტელნი იგი, და იყუნეს იგინი წმიდა, და შეწირეს ზატიკი იგი უფლისა ყოველთა, რომელნი-იგი გამოსრულ იყუნეს ტყვეობისა მისგან, ძმათა მათთა და მღდელთა.

21და შეჭამეს ძეთა ისრაჱლისათა ზატიკი იგი, რომელნი გამოსრულ იყუნეს ტყვეობისაგან, და ყოველნივე, რომელნი განშორებულ იყუნეს სიბილწისა მისგან ნათესავთა მათ მის ქვეყანისათა, რომელნი-იგი მოსრულ იყუნეს მათა გამოძიებად უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა.

22და ყვეს დღესასწაული ბალარჯობისა შვიდ დღე და გახმხიარულდეს იერუსალჱმს, რამეთუ მხიარულ-ყუნა იგინი უფალმან ღმერთმან და მოაქცია უფალმან გული მეფისა მის ასურთა მათდა მომართ, რათა შეეწიოს და განაძლიერნეს ჴელნი მათნი საქმედ ტაძრისა მის უფლისა, ღმრთისა ისრაილისა


წინა თავი შემდეგი თავი